სავალუტო ფონდი საქართველოში პენსიის ზრდას მხარს არ უჭერს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სავალუტო ფონდი საქართველოში პენსიის ზრდას მხარს არ უჭერს
ნანახია: 450

სავალუტო ფონდი საქართველოში პენსიის ზრდას მხარს არ უჭერსმთავრობამ პენსიის მატებისას სოციალური ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედუარდ გარდნერი აცხადებს.

“მთავრობამ სამომავლოდ პენსიების გაზრდისას ის წყაროები, რაც ამისთვის სჭირდება, მიზნობრივად უნდა დახარჯოს, ანუ დააფინანსოს ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ნაცვლად საყოველთაო ზრდისა, რაც ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება”, - აღნიშნა გარდნერმა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ასაკით პენსიონერებს მინიმალური პენსია 100 ლარამდე სექტემბერში გაიზარდა. მანამდე კი 100-ლარიანი პენსია მხოლოდ თბილისელებს ჰქონდათ. პენსიის ზრდა 80-დან 100 ლარამდე მოხდა, რაც ბიუჯეტს ყოველთვიურად დამატებით 14 მლნ ლარი უჯდება. 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ხანდაზმულობის პენსია 662 978 ადამიანმა მიიღო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი დაიხარჯა.

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის თქმით, ხელისუფლება გარდნერის რჩევას ვერ გაითვალისწინებს, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი საპენსიო ბადე და პენსიის მატება ერთნაირად ხდება. ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია და სოციალურადაც მიუღებელია.„შეუძლებელია, პენსია ადამიანს იმის მიხედვით გაეზარდოს თუ რა სოციალური სტატუსი გააჩნია მას. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ დისკრიმინაციულ საპენსიო პროექტს, რაც კარგი ნამდვილად არ არის. პენსიას ადამიანი იღებს იმისთვის, რომ მან წლების განმავლობაში იშრომა. პენსიის გაზრდის შემთხვევაში კი ადამიანს უარი იმის გამო არ უნდა ეთქვას, რომ მისი ოჯახის წევრებს შემოსავალი აქვთ,“ - აცხადებს კალანდაძე.

სავალუტო ფონდის ვიზიტი საქართველოში 17 ოქტომბერს სრულდება და ამ დროისათვის დაზუსტდება მისცა თუ არა ფონდმა მთავრობას პენსიების თაობაზე რეკომენდაცია.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48