ნანახია: 1374
გაზაფხული, რომელიც გვეჩვენებოდა, რომ შორს იყო, უკვე დადგა. დადგა იმის დროც, რომ გარდერობი შესაბამისი ტანსაცმლით განვაახალოთ. გთავაზობთ მსოფლიო დიზაინერების რჩევებს, თუ რა უნდა ატაროს დამდეგ გაზაფხულსა და ზაფხულში მოდის მიმდევარმა ადამიანმა. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2009 წლის მოდის ტენდენციად ე. წ. "ბაბოჩკები" გადაიქცევა – როგორც ქალურობის, სილამაზის, სინაზის და არსებობის ეფემერულობის სიმბოლო.
ასიმეტრიული საყელო
მაშ ასე, პრაქტიკულად ყველა კოლექციაში მოიპოვება ტანსაცმელი ასიმეტრიული საყელოთი. ეს შეიძლება იყოს კაბა, ტოპი, საცურაო კოსტუმი, ასიმეტრიული კაბები ვარსკვლავების გარდერობებში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ასე მაგალითად, ასეთი კაბა 2007 წელს ეცვა ქეით მოსს, 2008 წელს მომღერალ შაკირას და მომავალ სეზონზე დიზაინერები მსგავს ტანსაცმელს დიდ უპირატესობას მიანიჭებენ. ასეთი კაბა სასურველია გქონდეს მინიმუმ ერთი ან ორი – საღამოსი და მოკლე, ასევე მსუბუქი – ზაფხულის ფლირტისთვის.
ბერძნული სტილი
ასიმეტრიულ სტილში ჯდება და ასევე მოდური ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ბერძნული სტილის კაბები. ეს კაბები ერთდროულად ზაფხულის მოდის რამდენიმე ტენდენციას შეესაბამება. პირველ რიგში, მასზე ასიმეტრიული საყელო ძალიან ბუნებრივად გამოიყურება და ასევე ეს სტილი შესაძლებლობას გვაძლევს უხვად გამოვიყენოთ მოფარდვა და თხელი, ნახევრადგამჭირვალე ქსოვილები რამდენიმე ფენად მოვიხვიოთ.
ნახევრადგამჭირვალობა
გარდერობის მთავარ ელემენტად ითვლება ნახევრადგამჭვირვალე ტანსაცმელი. ნახევრადგამჭვირვალობა ძალიან ქალურია, იგი არაა მიმართული იქეთ, რომ ქალის სხეული გააშიშვლოს, რათა მამაკაცებს მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტაში ხელი შეუშალოს. პირიქით, ნახევრადგამჭვირვალე ზედა ფენის ქვეშ სასურველია უფრო მჭიდრო ქსოვილისაგან შეკერილი ქვედა ბოლოს ჩაცმა. თუ გადაწყვეტილი გაქვთ ნახევრადგამჭვირვალე ქვედა ბოლოში "კოპწიაობა", მაშინ შიგნით სასურველია ჩაიცვათ მჭიდრო "შორტიკები", ხოლო კაბების ნახევრადგამჭვირვალე "ლიფები" ყველა სტრატეგიულ ადგილას აპლიკაციებით უნდა იყოს გაწყობილი და ლენტებით მოქარგული.
ფოჩები და კიდევ ფოჩები
მრავალფენიანობისა და მოფარდულობის გაგრძელებაა ტანსაცმელი ნაკეცებით, არშიებითა და ფოჩებით. მუხლამდე სიგრძის ფუშფუშა კაბები ხაზს უსვამს ფეხის სილამაზეს, ხოლო აბრეშუმის ფოჩები სიარულისას ისე "ცეკვავს", რომ თქვენ უამრავი გამვლელის ყურადღებას მიიპყრობთ.
კომბინიზონი
როგორც ჩანს, პოდიუმზე საბოლოოდ დამკვიდრდა კომბინიზონი. მას გასულ წელს ცნობილი სახეები აქტიურად ატარებდნენ. 2009 წლის ზაფხულისათვისაც ეს, ალბათ, ასე იქნება. კოლექციებში წარმოდგენილია მათი აუარებელი სახეობა: ჯინსის და აბრეშუმის, სექსუალური და ქალური, გამჭვირვალე და გაუმჭვირვალი, "შორტებით" და შარვლებით, სასაცილოები და სოლიდურები – როგორც ჩანს, ყველა შეძლებს თავისი გემოვნებით სასურველი მოდელის შერჩევას. ამასთან კომბინიზონი ბევრ დროს ზოგავს, გათავისუფლებთ იმაზე ფიქრისაგან, თუ ზედა-ქვედა ჩასაცმელი როგორ შეუფეროთ ერთმანეთს.
ფერთა გამა
2009 წლის გაზაფხულზე ყველაზე მოდური ფერებია: წითელი, წითელი თევზის ფერი, ცისფერი, ზურმუხტისფერი-მწვანე, ციტრუსისფერი-მწვანე, ნათელი-მწვანე, ლიმონისფერი, ლავანდისფერი და ფერფლისფერ-ვარდისფერი. ამასთან შეგიძლიათ როგორც სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობა, ასევე სულიად ერთი ფერის არჩევა. რაც შეეხება ფერების შეხამებას, ამაზე თავის მტვრევა არ ღირს, რადგან მოდაშია ფერების ნამდვილი ომი და ბრწყინვალება. ცისარტყელისებრი ფერები, თეთრ ფონზე შავი ორნამენტები, ტყავი, ბრჭყვიალა აქსესუარებითა და ქვებით გაწყობილი სამოსი. 2009 წელს შესაძლებელია ორნამენტების ერთმანეთში არევა – მაგალითად, კუბოკური და კოპლები, მაგრამ ისე, რომ ძალიან გიჟურად არ გამოიყურებოდეთ, რეკომენდირებულია ერთნაირი ჩრდილებისა და ფერების გამოყენება.
ოქროსფერი ელფერი
რა თქმა უნდა, 2009 წლის გაზაფხულზე მოდაში იქნება ოქრო, რომელიც ენაცვლება ვერცხლისფერ სიცივეს. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ოქროსფერი ფერები სხვადასხვა რუხ შეფერილობებს შევუხამოთ.
ოფისის ფერები
2009 წლის გაზაფხულის დადგომისთანავე შავი ფერი მოიშორეთ. თუ ვალდებული ხართ კოსტუმი ატაროთ, სასურველია, იგი იყოს ნაზი და ჰაეროვანი. ამიტომ, ქალურობის ტენდენციის დასამტკიცებლად, მოდელიორები ოფისში ლოგინის ტანსაცმლის შეფერილობის კოსტუმის ჩაცმას გვირჩევენ.
თეთრი კაბა
ასეთი ქალური გარდერობისთვის, რომელიც 2009 წლის გაზაფხულს მოაქვს, ეჭვგარეშეა, თეთრი კაბა უდაოდ შესაფერისია. ასეთი კაბა შესაძლებელია იყოს ნაკეცებიანი, თეთრი ინგლისური მოქარგულობით. ეს ვარიანტები ყველა გემოვნებას დააკმაყოფილებს და ყველა სტილს შეესაბამება, კერძოდ, გაზაფხულის მთავარ ტენდენციას – ქალურობას.
აქსესუარები
რაც შეეხება აქსესუარებს, წლევანდელ გაზაფხულზე ის დიდი და ნათელი უნდა იყოს: მძივები, ყელსაბამები, სამაჯურები, რაც დიდი იქნება უკეთესია. ჩანთების ფერთა გამაზეც დიზაინერებმა რადიკალურად იმუშავეს. აღარაა სასურველი შავი და ყავისფერი ჩანთის ტარება, ამის ნაცვლად მოდურია დიდი და ფერადი ჩანთების ტარება.
მამაკაცის მოდა გაზაფხული-ზაფხული 2009 ფრანგი დიზაინერებისგან
-მამაკაცების საერთო მოდური თემები: -მწვანე და ღია მწვანე (Givenchy, Comme des Garcons, Raf Simons) -გარდამავალი ფერების ტყავი (Kris Van Assche, Givenchy, Yohji Yamamoto, Louis Vuitton, Viktor&Rolf) -ნათელი ვარდისფერი (Givenchy, John Galliano, Viktor&Rolf, louis Vuitton) -რუხი ფერი (Givenchy, John Galliano, Viktor&Rolf, louis Vuitton)
John Galliano
თუ რომელიმე ჩვენებამ ხალხი უნდა აღაფრთოვანოს, ეს ნამდვილად ჯონ გალიანოს კოლექცია იქნება. მისთვის ახალი სეზონი გარდერობის ყველა შესაძლო ნივთის ერთმანეთში არევით, გიჟური დიზაინითა და სუპერ ნათელი ფერებით აღინიშნება. ეს არის განსაკუთრებული სამოსი ძალიან მამაცი მამაკაცებისათვის.
Jean Paul Gaultier
2009 წლის ჟან პოლ გოტიეს მამაკაცის კოლექციაში ერთმანეთშია შერეული ვესტერნი და კლასიკა. კარგად გამოჭრილი ლაბადა და მოდური კოვბოის ქუდი – ზაფხულისთვის შეუდარებელი აქსესუარია. ასევე უჩვეულო ფორმა აქვს ფეხსაცმელსაც, მაგრამ ისინი რბილი და პრიალა ტყავისაგანაა შეკერილი.
Yves Saint Laurent
ივ სენ ლორანის მამაკაცი 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ჩაცმულია მსუბუქ და ნათელი ფერის ტანსაცმელში. ნათელი კარამელი, მსუბუქი ფირუზი და თეთრი ფერები… პიჯაკები ცოტა დამოკლებულია. კოლექციისათვის გამოყენებული ნათელი, მსუბუქი და სასიამოვნო ქსოვილები.
2008 წლის გაზაფხული/ზაფხული - ჯინსები
ჯინსის მოდა და ხარისხი - კარგი გემოვნების მაჩვენებელი არის, ყველასათვის ცნობილი ფაქტი, რომ სტილის და ჩასაცმელის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო ტანსაცმელს, თუ როგორ მოგერგო ის და არა მის მარკას. კარგად შერჩეული ჯინსი დაგეხმარებათ სხეულის მცირე დეფექტების დაფარვაში, ხოლო მათ, ვისაც მოგბეზრდათ ვიწრო ჯინსები, გიხაროდეთ! ამ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მოდაშია 70-იანი წლების სტილი. განიერი ჯინსები, რომელ სტილსაც იცვამდნენ ჩვენი მშობლები და ბებიები, ისევ მოდის ტენდენციებშია. შეგიძლიათ შეირჩიოთ მყვირალა ფერები - მწვანე, ყვითელი ასევე წითელი ფერის ჯინსები. დაბალწელიანი ჯინსების მოყვარულებს მოუწევთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ახლა მოდაშია საპირისპირო, მაღალწელიანი შარვლები. ამ სეზონზე აქცენტი კეთდება მაღალ წელზე, რაც იძლევა მაღალი ფეხის ეფექტს. არ დაივიწყოთ ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მყვირალა ფერის ჯინსები აღარ საჭიროებენ მათ გაფორმებას სხვადასხვა აპლიკაციებით. თუმცა თუ თქვენ გსურთ მაინც რაიმე განსაკუთრებული, მაშინ აიღეთ ხელში ნემსი. მოდაშია ზემოდან მიკერებული, ჯინსის ფერთან კონტრასტში მოსული ნაკერები. ეს არის ძველი, რეტროს სტილი.
|