ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საქართველოს ყველა მოქალაქეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საქართველოს ყველა მოქალაქეს
ნანახია: 504

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საქართველოს ყველა მოქალაქეს შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა – ახლა ხმამაღლა, მთელი ხმით, მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკის დროა, რომ მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სიმართლე

ნაწილი მეხუთე, დასასრული

რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას?

პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით.

თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია "თავისუფალ დემოკრატებს", ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. "რესპუბლიკელებისგან" განსხვავებით ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს.

ცხადია, ამ მიმართვაში ყველა იმ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ჩამოვთვლი, ვისთანაც თანამშრომლობას ვაპირებ.

უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება.

რესპუბლიკურ პარტიასთან მართლაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემი განცხადების შემდეგ, "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე წევრმა ჩემს მიმართ ძალზე აგრესიული კომენტარები გააკეთა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო:

იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ "ალია-ჰოლდინგის" საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზოცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო.

ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ.
თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა. ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან!

დიდ ბოდიშს ვიხდი, სამგზის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ აქვე მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას დავუსვა ერთი საერთო და ყველასათვის სავალდებულო კითხვა - რით არსებობთ თქვენ და საიდან იღებთ პარტიის შესანახ თანხებს, თუ ეს თანხები გაგაჩნიათ?

გულუხვ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება არ იკმარებს - ამ "არგუმენტს" ვერ მივიღებ!
ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თანამშრომლობაც ვერ შედგება.

და ბოლოს, ისევ ჩემს შესახებ...
არ მინდა ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ, აი, მოვედი მე, ვიღაც უცოდველი კრავი და სხვებს განვიკითხავ და მორალს ვუკითხავ.

არა, ეს ასე არ არის, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და ბევრჯერ შემშლია, რაც ხმამაღლა მიღიარებია და საკუთარი თავი გამიკიცხავს.

ჩვენ ყველანი თანაბარუფლებიანი და თანასწორი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა და მე არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს მიფიქრია, რომ მე ჩემი სიმდიდრით ვინმეზე, მატერიალურად თუნდაც ხელმოკლე ადამიანზე რაიმეთი მეტი ვარ.

არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ მე უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ ამ ქვეყნისთვის, ვიდრე უბრალო გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, კალატოზი, რომელიც აგურს აგურზე ადებს, პოეტი, რომელიც ლექსს წერს, სპორტსმენი, რომელიც სპორტში მოღვაწეობს.

მთავარია ყველამ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ საქვეყნო საქმისათვის.

მიმართვის დასაწყისში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, წასვლა მინდოდა აქედან და ჩემს გადაწყვეტილებას იმით ვხსნიდი, რომ პოლიტიკაში მოსვლით მე თვითონვე ვუარყოფდი ჩემს მიერვე სავალდებულოდ მიჩნეულ ნორმას, რომ მე არასოდეს მოვალ პოლიტიკაში. და მეორე, ქართულ პრესაში გამოქვეყნდა "ვედომოსტში" დაბეჭდილი ინტერვიუს გაგრძელება, სადაც მე ჩამოვაყალიბე ჩემი დამოკიდებულება ქველმოქმედებასთან, რომელშიც ჩემი მსოფლმხედველობა იყო ასახული, პოლიტიკაში მოსვლით კი, ამ მსოფლმხედველობას მთლიანად ვანგრევდი.
მაგრამ დიდი სულიერი ჭიდილის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვცდებოდი, აქედან კი ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი იმის აღიარებამდე, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდი, ზოგი რამ შეცდომა იყო.

მე ვაპირებ გამოვასწორო ეს შეცდომა და სრულიად ახლებური მიდგომით და პერსპექტივაზე ორიენტირებული გათვლებით ცხოვრება გავუადვილო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

შეცდომა იყო, მე ვიტყოდი, ღალატის ტოლფასი შეცდომა იყო, საქართველოდან წასვლა რომ დავაპირე. წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა?

როგორც გითხარით, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ ვცდებოდი, თუმცა არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ჩემი ოჯახიც, სხვა ქართული ოჯახებივით, ორი წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის იმედით და თანადგომით შიში ვძლიეთ.

შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა – ახლა ხმამაღლა, მთელი ხმით, მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკის დროა, რომ მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სიმართლე.

ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ "ქართული ოცნება" - ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო!


დასასრული


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48