ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საქართველოს ყველა მოქალაქეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საქართველოს ყველა მოქალაქეს
ნანახია: 350

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საქართველოს ყველა მოქალაქეს სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ

ნაწილი პირველი

ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს.

გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს.

ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ "ვედომოსტს" მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა).

ინტერვიუში კარგად ჩანს ჟურნალისტის გამძაფრებული მცდელობა, როგორმე მამხილოს რაიმე არაკანონიერებაში, თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ მან ვერაფერს მიაღწია, პირიქით - ამ ინტერვიუში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამოდენიმე რუსეთისა და არამარტო რუსეთის ბიზნესისთვის უპრეცენდენტო მაგალითები, რომლებსაც დღესაც სიამაყით ვიხსენებ. აი, ერთ-ერთი მათგანი:

1998 წელს, როცა რუსეთის სახელმწიფომ დეფოლტი გამოაცხადა, ჩემი ბანკი ერთადერთი იყო იმ უმსხვილესი ბანკებიდან (სხვადასხვა ტიპის საბანკო რეიტინგებში მე-2-მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ფილიალების რაოდენობით მე-2 იყო "სბერბანკის" შემდეგ), რომელმაც პირნათლად შეასრულა მეანაბრეებთან და ბიზნესპარტნიორებთან ნაკისრი ყველა ვალდებუელბა.

იმავე ინტერვიუში მე ვიხსენებ, რუსეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის სიტყვებს ევროპისა და ამერიკის გაწბილებულ ბიზნესელიტასთან შეხვედრისას, სადაც ის ამბობდა თუ როგორ ზეწოლას განიცდიდა მათგან, რომ ასე უხეშად გადააგდეს ისინი, რის შედეგადაც უამრავი ფული დაკარგეს რუსეთში და რომ მის მძიმე პოზიციას როგორ ამსუბუქებდა ერთადერთი პრეცენდენტით, რომელიც ჩემი ბანკის საქმიანობით შეიქმნა.

ამ პრეცენდენტით და არამარტო ამით, მე უმწიკვლო სახელი მაქვს, როგორც რუსეთის, ისე ევროპის და ამერიკის ბიზნესელიტაში. ამიტომაც, როდესაც სააკაშვილის აბსოლუტურად არადიპლომატიური, შეურაცხმყოფელი განცხადების შედეგად რუსეთის მთავრობის მისამართით, რუსეთის მთავრობა ისე გაღიზიანდა, რომ საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელი და გაუაზრებელი ქართველeბის დეპორტაცია დაიწყო. მაშინაც კი ვერავინ გაბედა ჩემი ბიზნესისთვის ხელის ხლება.

ვფიქრობ, ის გამოცდილება და ის თვისებები, რაც ბიზნესში მრავალწლიანმა მოღვაწეობამ შემძინა, ხელს შემიწყობს სწორად წარვმართო ჩემი საქმიანობა პოლიტიკაშიც.

როგორი მენეჯერი ვარ მე, ამის დასამტკიცებლად თუნდაც ის ფაქტი კმარა, რომ ცხრა წელია რუსეთში არ ჩავსულვარ, მაგრამ ჩემს მიერ აწყობილი ბიზნესსტრუქტურები აბსოლუტურად გამართულად მუშაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები ჯიუტად ცდილობენ რუსულ პოლიტიკასთან მიმაბან და ლამის რუსეთის აგენტად გამომაცხადონ, ვერავინ დამისახელებს ამის დამადასტურებელ თუნდაც ერთ ფაქტს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

როგორც ვთქვი, ცხრა წელი რუსეთში არ ვყოფილვარ და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ზარი ჩემს ტელეფონზე რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან, არ მქონია არცერთი შეხვედრა რუს პოლიტიკოსებთან.
საქართველოს ხელისუფლებას ამის გადამოწმება არ გაუჭირდება, თუმცა მათ ამის გადამოწმებაც არ სჭირდებათ - მათ ისედაც შესანიშნავად იციან, რომ არანაირი კავშირი არ მქონია და არ მაქვს რუსულ პოლიტიკასთან.
ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ბინძურ ჭორებზე და აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას არ ვაპირებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს - საქმე, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაკეთებ საქართველოში, თუ სინდისის ნატამალი აქვს, როგორ შეიძლება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს დაუკავშიროს ვინმემ?
სად არის აქ ელემენტარული ლოგიკა?

საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია.

2008 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რის გამოც ამ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე, ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა მთელი სიმძლავღით ამუშავდა, წამოვიდა სიბინძურის ნიაღვარი ტელეეკრანებიდან, გაზეთებიდან, დაიწყო მუქარები, შანტაჟი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ - ჩემს საქმიანობაში შავი ლაქები და ხარვეზები ვერ იპოვეს - ვერც იპოვნიან მას, რაც ბუნებაში არ არსებობს.
სხვათაშორის, ამ უსაფუძვლო ბრალდებების გასაბათილებლად გამოიცა საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნი, სადაც ამომწურავი პასუხია გაცემული ცილისმწამებლურ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჟურნალისტებს ვთხოვ, ხელახლა ნუ დაიწყებენ საუბარს იმ თემებზე და ხელახლა ნუ მომთხოვენ პასუხს იმ კითხვებზე, რომლებზეც პასუხი უკვე გაცემულია.

და ბოლოს, რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში.
როგორც ზემოთ ვთქვი, მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას.

გაგრძელება მეორე ნაწილში


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48