ბიძინა ივანიშვილი - კარგი ოლიგარქი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ბიძინა ივანიშვილი - კარგი ოლიგარქი
ნანახია: 380

ნაწილი მეორე

ბიძინა ივანიშვილი - კარგი ოლიგარქი „მან ქონება რუსეთში იშოვა და მერე მშობლიურ სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად. მას იშვიათად ხედავენ, მაგრამ მისი სულგრძელობა უსაზღვროა. ვინ არის ეს იდუმალი ქართველი მილიარდერი?

[ვენდელა სტივენსონი, “Prospect”]

„როდესაც პირველად შევხვდი“ – ამბობს პოეტი კოტე ყუბანეიშვილი – „მხოლოდ ორი დიდი მცველის გამო მივხვდი, რომ ვიღაც იყო. კაფეში შევედით სალაპარაკოდ, მე გადავიხადე იმიტომ, რომ თან ნაღდი ფული არ ჰქონდა. ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა და დავპატიჟე. მკითხა რას ვისურვებდი საჩუქრად და ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, რომ დიუმას სამზარეულო წიგნს ვისურვებდი. ის და მისი ცოლი მართლაც მოვიდნენ ჩემს დაბადების დღეზე და დიუმას სამზარეულო ლექსიკონის ასლები მომიტანა – თვითმფრინავი გაუგზავნია მოსკოვში, ამ ასლებისთვის.“ ივანიშვილმა ბევრჯერ შესთავაზა კოტეს ფინანსური დახმარება, მისი წიგნების გამოცემისთვის, პოპულარიზებისთვის, თარგმანებისთვის. კოტე უარს ამბობდა, თუმცა დაეთანხმა და თავისი ცოლის შვილისთვის, რომელიც გერმანიაში სწავლობდა, ერთი წლის გადასახადი გამოართვა.

მონათხრობიდან და მოგონებებიდან აი ასეთი კაცის ფრაგმენტური პორტრეტი მივიღე – ის 19 წელია ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრობს, ჰყავს ოთხი შვილი (ორი მათგანი მართლაც ალბინოსია), როგორც სჩანს ოთხივე სასიამოვნო, კარგად განათლებული და არათვითკმაყოფილი ადამიანია. ის თავის მეგობრებს ფინანსურად უზრუნველყოფს, თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ყველაზე ახლო მეგობრები მასზე ფინანსურად დამოკიდებულები არ არიან. ივანიშვილის ცხოვრების წესი კარგია - ცურავს აუზში, არ ეწევა, სადილის შემდეგ ერთი ჭიქა კონიაკის გარდა, არაფერს სვამს მიუხედავად იმისა, რომ აქვს ფრანგული ღვინის მარანი, რომლის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აჭარბებს. ყოველდღე ოთხ-ხუთ საათს თავის ოფისში მუშაობს, რუსეთში თავის საწარმოებთან კონტაქტს ტელეფონით, ელექტრონული ფოსტითა და ბლუმბერგის ტერმინალის მეშვეობით ინარჩუნებს. მას ქართველისთვის უჩვეულოდ ადრე უყვარს დაწოლა – საღამოს 10, ან 11 საათზე.

საუბრებში აშკარად ძალიან ცნობისმოყვარეა: ძალიან ინტერესდება დეტალებით და შეუძლია ერთი წლის წინანდელი დისკუსიაც კი გაიხსენოს. „როდესაც რაიმეს უყვები, მყისიერად უჩნდება 20 კითხვა“ – ამბობს ტრიპოლსკი, მისი ძველი მეგობარი, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. როდესაც თეატრის შენობას აღადგენდა, ყველა დეტალი აინტერესებდა, განათება და ელექტროსიმძლავრეები. ხანდახან მასთან ლაპარაკი რთულია, რადგან მზად უნდა იყო ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად“.

ძალიან პედანტურად უჭირავს თავი პოლიტიკისგან შორს. „მე ახალ ქართულ მთავრობას არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები“ – უთხრა მან „ვედომოსტის“ 2005 წელს – „პოლიტიკოსებთან არაფერი არ მაკავშირებს“.

ის არც დოგმატიკოსია არც იდეალისტი. რელიგია მაინცდამაინც არ უყვარს – „მე მატერიალისტი ვარ“ – უთხრა მან „ვედომოსტის“, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე დიდი ქართული ეკლესია მისი აშენებულია. მას სამუშაოზე თავისი დიდი ოჯახის წევრების ან საჩხერელების აყვანა ურჩევნია, თუმცა ამ საკითხში ხისტიც არ არის, ის აფასებს კომპეტენტურობას. მისი კომპანიის „ქართუ ჯგუფის“ მთავარი ოფისი თბილისში, არაფრით გამორჩეულ შენობაშია განთავსებული. ის იქ არასდროს მოდის. იმ ადამიანების თქმით, რომლებიც აქ მუშაობენ, ატმოსფერო პატივისცემითაა განმსჭვალული და სატელეფონო საუბრებში ივანიშვილი ყოველთვის გულთბილია. მე არ მომისმენია არც ერთი ამბავი მის რისხვასა და აფეთქებაზე.

„ქართუ ჯგუფის“ პრეს-სამსახურის თანამშრომელს კომპანიის პროექტების სია ვთხოვე. გაგონილი მქონდა, რომ „ქართუ ჯგუფი“ ყოველთვის 60-ზე მეტ მშენებლობას ან რეკონსტრუქციას აწარმოებს. მან მიპასუხა, რომ ”ქართუს” პროექტებს არასდროს აცხადებენ საჯაროდ. ვკითხე, შევძლებდი თუ არა “ქართუ ჯგუფის” დირექტორთან შეხვედრას. მისი თქმით, ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა და მან არც ის იცოდა, თუ როდის დაბრუნდებოდა.
„როდესმე ვინმეს მისთვის ინტერვიუ ჩამოურთმევია?“ – ვკითხე მე.

„არა“.

ივანიშვილს შეუძლია იყოს მოწყალე, მაგრამ თუ იგრძნობს, რომ ატყუებენ (არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, რომ მისი კონტრაქტები გაბერეს, ბიუჯეტები გაწელეს, ჯიბეები ამოივსეს), მას შეუძლია შეუბრალებლად გარიყოს მეგობარი ან ნათესავი. მე რამდენიმე ასეთ შემთხვევას გადავეყარე და არსად შემიმჩნევია, რომ ის განსაკუთრებულად უსამართლოდ მოიქცა.

ის ფულის გაცემის მორალურ საფრთხეს ფრთხილად ეკიდება, ხედავს ნიუანსურ განსხვავებას ქველმოქმედებას, ალტრუიზმსა და მოწყალებას შორის. მან „ვედომოსტისთან“ ამაზე ვრცლად ილაპარაკა. „როდესაც ფილანტროპი ანონიმურია, ის უზომო სიამოვნებას იღებს. სიცოცხლე მას არა მხოლოდ ადამიანებზე წუხილის, არამედ მათი დახმარების შანსს აძლევს“ – განაცხადა მან – „მაგრამ თუ ხალხს ძალიან ხშირად შეახსენებთ რომ ეხმარებით, ეს თვითგანდიდებად იქცევა… მადლიერების მაგიერ ისინი თავს ძალიან დავალებულად იგრძნობენ. ბევრი ადამიანისთვის ამის ატანა რთულია და ეს შეიძლება აგრესიად და აღშფოთებად იქცეს.“

საუბრებმა მის მეგობრებთან, ამბებმა ნარდზე და მის პატარა საზრუნავებზე, ივანიშვილთან მიახლოვების საშუალება მომცა – აი ის, ჯადოქარი ოზიდან, ენით აღუწერელი კაცი არნახული ფუფუნების ეპიცენტრში. მისი სიცოცხლე პასუხია სახარების კითხვაზე -მდიდრის, სამოთხისა და ნემსის ყუნწის შესახებ და კიდევ ექოა იმ დებატების, რომლებიც მე-20 საუკუნეში სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის მიმდინარეობდა: როგორ შეიძლება კაპიტალი ხალხის ძალაუფლებამ დააბალანსოს?

ივანიშვილის კიდევ ერთ მეგობარს, ირაკლი ტრიპოლსკის სადილზე შევხვდი. ისინი ერთმანეთს სტუდენტობიდან იცნობენ. ტრიპოლსკიმ ჭიქა ასწია და მისი სადღეგრძლო წარმოსთქვა. „ამ კაცს გაუმარჯოს“. მერე დალია და ყვითელი ღვინის სიღრმეს ჩახედა. მოგვიანებით ორი დაცლილი ბოთლის შემდეგ მან სამჯერ გადაიწერა პირჯვარი და წარმოსთქვა – „ეს კაცი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის და არა მარტო იმიტომ, რომ მდიდარია…“ ტრიპოლსკის ცოლი კიბოსგან განიკურნა და მისი მკურნალობის ფული ვენაში ბიძინამ გადაიხადა.
ტრიპოლსკი ფილიმონ ქორიძეზე, ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალზე, რომელმაც მსოფლიო სახელი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მოიპოვა, დოკუმენტურ ფილმს იღებდა. თავისი კარიერის მწვერვალზე ის სამშობლოში დაბრუნდა და დარჩენილი სიცოცხლე უძველესი ქართული ჰიმნებისა და ბალადების ნოტებად გადაწერას მოანდომა.

კიდევ ერთ დღეს მე და ტრიპოლსკი ახალ რესტორანში ვისხედით იმ მომღერლებთან ერთად, რომლებიც მისი ფილმის “საუნდტრეკს” მღეროდნენ. რესტორანი ძველ ქართულ სოფელს წააგავდა. მაგიდა დახუნძლული იყო კერძებით: წვნიანი ხაჭაპურები, ქათმის კუჭ-ნაწლავის ცხარე იმერული კერძი, ნიგზვიანი ბადრიჯანი, ბროწეულის მარცვლებით შეკმაზული. სვამდნენ სტუმრებისა და ქართული ტრადიციების სადღეგრძელოს. დანაოჭებული მოხუცები მრავალ ხმაში კეთილშობილებასა და მადლიერებას უმღეროდნენ.

„ვკითხავ ბიძინას, იქნებ შეგხვდეს“ – მითხრა ტრიპოლსკიმ იმ დროს, როდესაც ხელს მართმევდა და ორივე ლოყაში მკოცნიდა დამშვიდობების ნიშნად.

მაგრამ რატომღაც ეს ჩემთვის ბევრს აღარაფერს ნიშნავდა.

უცებ გავაცნობიერე რომ ივანიშვილი იდეოლოგიების საბურველში გავხვიე – ქრისტიანი, კომუნისტი, კაპიტალისტი – არადა, ის არც ერთი ყოვლისმომცველი ფილოსოფიის მიმდევარი არ ყოფილა, უბრალოდ ფილიმონივით საქართველოდან წავიდა, გამდიდრდა და სახელი გაითქვა და ფილიმონივით დაბრუნდა შინ. ის თავისი ბავშვობის მიწამ და მტვერმა ჩამოაყალიბა. მერე კი გარდამტეხი სიმდიდრის დილემებთან მოუხდა ბრძოლა, მაგრამ როგორც სჩანს ეს სიმდიდრე, მან ძირითადად შინ დაბრუნების საშუალებად გამოიყენა.

foreignpress.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48