მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა მაინც ძვირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა მაინც ძვირდება
ნანახია: 355

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა მაინც ძვირდება "ტრანსპორტის გაძვირებას დედაქალაქში 2012 წლამდე უნდა ველოდოთ, რადგან მომავალ წელს არჩევნებია და მიზანშეწონილი არ იქნება ტრანსპორტის გაძვირება"

გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მეტროთი მგზავრობაც გაძვირდეს, ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ მერიის კულუარებშიც.
მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში ახალი სამარშუტო ტაქსები გამოჩნდა, ერთ_ერთი ვერსიით მეტროს გაძვირება მოხდება სამარშუტო ტაქსების სასარგებლოდ, რათა მოხდეს მგზავრთა ნაკადის გადანაწილება.
როგორც ცნობილია, დედაქალაქში სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირების შემდეგ მგზავრთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა მეტროსა და ავტობუსებში.
პარლამენტში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირების პერსპექტივა საერთოდ არ მოსწონთ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის განცხადებით, მას მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძლო გაძვირების შესახებ არაფერი სმენია და მიაჩნია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ უნდა გაძვირდეს.
არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ იანვრიდან სამარშუტო ტაქსით მგზავრობაც ერთ ლარამდე გაძვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას მიკროავტობუსის მძღოლები ავრცელებენ. მათი თქმით, ასეთ ვითარებაში ახალ სამარშუტო ტაქსებზე მუშაობა არამომგებიანი იქნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით. მათი თქმით, სამარშრუტო ბიზნესი კერძოა და მათ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ. კომენტარზე კატეგორიულ უარს ამბობენ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსშიც“, რომელიც თბილისის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის უფლებას 20 წლით ფლობს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში კი ამბობენ, რომ ეს ბიზნესი კერძოა და, შესაბამისად, ისინი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან.
რაც შეეხება ახალ სამარშუტო ტაქსებში დაპირებულ შეღავათებს, რომლის თანახმადაც მეორე და მესამე მგზავრობა პირველთან შედარებით იაფი უნდა იყოს, ჯერ არ ამოქმედებულა. აღნიშნული მექანიზმი დიდი ხანია მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქმედებს.
ფასის ზრდას თან უნდა ახლდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაც, თუმცა ყველაფერი პირიქით ხდება - რაც დრო გადის მუნიციპალური ტრანპორტით მგზავრობა სულ უფრო მოუხერხებელი და არაკომფორტული ხდება.
რამდენიმე თვის წინ ყვითელი ავტობუსების მარშუტები შეამცირეს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში მგზავრებს მინიმუმ ორი ავტობუსის გამოცვლა უხდებათ, ეს თავისთავად იწვევს მგზავრობის საფასურის გაორმაგებას, ასევე შემცირდა ხაზებზე მათი რაოდენობა, გაიზარდა შუალედები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალი მიკროავტობუსების შემოსვლის შემდეგ ხაზზე მათი რაოდენობა შემცირდა, ასევე რამდენიმე მარშუტი გაერთიანდა.
მოქალაქეების თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების შემთხვევაში ხელისუფლება მათ საარსებო საშუალების შოვნის შესაძლებლობასაც წაართმევს, რადგან არსებული ხელფასით გადაადგილება უკვე შეუძლებელი იქნება.
მას შემდეგ, რაც ტენდერი ჩატარდა და გამარჯვებული კომპანიები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, "თბილისის მიკროავტობუსის” სახით ქალაქში სატრანსპორტო მონოპოლია ღიად შეიქმნა, თუმცა ამ მონოპოლისტსაც აქვს პირობა შესასრულებელი, რომლის თანახმადაც ახალი სამარშუტო ტაქსების შემოყვანა იანვარში უნდა დასრულდეს, ამას კი, რა თქმა უნდა, დიდი ფულადი რესურსები სჭირდება, სწრაფი ამონაგები, თუნდაც ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხარჯზე (ტენდერის მსვლელობისას ერთმნიშვნელოვნად იყო ნათქვამი, რომ ფასი არ უნდა მომატებულიყო).
ტრანსპორტის გაძვირებას დედაქალაქში 2012 წლამდე უნდა ველოდოთ, რადგან მომავალ წელს არჩევნებია და მიზანშეწონილი არ იქნება ტრანსპორტის გაძვირება.

თაკო ოსიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48