WikiLeaks - რუსეთთან „ენგურჰესზე" მოლაპარაკებების შესახებ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : WikiLeaks - რუსეთთან „ენგურჰესზე" მოლაპარაკებების შესახებ
ნანახია: 271

WikiLeaks - რუსეთთან „ენგურჰესზე" მოლაპარაკებების შესახებWikiLeaks-ი საქართველოს შესახებ ახალ მასალებს აქვეყნებს. WikiLeaks-ი ვებ-გვერდზე ამჯერად, „ენგურჰესთან" დაკავშირებით საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში, ჯონ ტეფტის საიდუმლო წერილი გამოქვეყნდა.

2009 წლით დათარიღებულ წერილს WikiLeaks-ზე დაყრდნობით „ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ჯონ ტეფტის წერილში დეტალურად არის მოცემული, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის „ენგურჰესის" კონტროლზე გამართული მოლაპარაკებები.

აშშ-ის ყოფილი ელჩი წერილის მიხედვით, ენერგეტიკის მინისტრმა, ალეკო ხეთაგურმა, რომელსაც ტეფტი მოიხსენიებს, როგორც „უნარიან და ფრთხილ ტექნოკრატს", შეხვედრაზე „ინტერ რაოსთან" გარიგებას „ავანტიურა" უწოდა. მინისტრის განცხადებით ამ ავანტურაზე წასვლა საქართველოს „ენგურჰესის" სტაბილური მუშაობის გამო მოუხდა.

ხეთაგურმა ელჩს განუცხადა, რომ აგვისტოს ომის შემედეგ, ის შეხვდა „ჩერნამორენერგოს" დირექტორს რეზო ზანთარიას, რომელიც აფხაზური მხრიდან „ენგურჰესის" მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი.

„ზანთარიამ მოითხოვა ენგურჰესის 50%-იანი წილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის მოწოდების შეწყვეტით იმუქრებოდა" - მოჰყავს ციტატა აშშ-ის ელჩს წერილში.

პარალელურად, ქართველი მინისტრი აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსულ კომპანიასთან, რომელმაც შესთავაზა წინადადება, რომელიც ხეთაგურის აზრით ქართული მხარისთვის ნაკლებრისკიანი იყო.

„ინტერ რაო" დათანხმდა, რომ ენგურჰესის 100% დარჩებოდა ქართულ მხარეს, ჰესის მართვის სისტემას კი, აფხაზურის ნაცლად რუსული მხარე გააკონტროლებდა. რუსული მხარემ ასევე აიღო ვალდებულება, რომ 15 წლის მანძილზე, ყოველწლიურად საქართვლოს, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, 15 მლნ ლარს გადაუხდიდა.

წერილში ნათქვამია, რომ ხეთაგურის ინფორმაციით, 90-იანი წლების შემდეგ აფხაზები ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარდნენ.

ხეთაგური მიიჩნევს, რომ „ენგურჰესის" მართვაში „ინტერ რაოს " შესვლა ამცირებს საომარი მოქმედებების შემთხვევაში, სამხედროების მიერ ჰესის დამბის დაკავების შანსს.

მემორანდუმის მიხედვით, რუსულ კომპანიას ეძლეოდა უფლება მოეხმარა „ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%, ასევე შეეძლო ესარგებლა ქართული გადამცემი ხაზით რუსეთიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის განსახორციელებლად" - ნათქვამია ტეფტის საიდუმლო წერილში.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მემორანდუმის გაფორმების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. როგორც ცნობილია, შეთანხმება რუსეთ-საქართველოს შორის არც საიდუმლოდ გაფორმებულა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48