რატომ იქმნება პედაგოგთა კიდევ ერთი პროფკავშირი? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რატომ იქმნება პედაგოგთა კიდევ ერთი პროფკავშირი?
ნანახია: 239

რატომ იქმნება პედაგოგთა კიდევ ერთი პროფკავშირი?89-ე საჯარო სკოლიდან გამოშვებული პედაგოგი, ლია ნიკოლაიშვილი, რომელმაც სკოლის დირექტორს სასამართლო პროცესებო მოუგო და განაცდურის ანაზღაურებასაც მიაღწია, პედაგოგების პროფკავშირების შექმნასა და დიქტატორული მიდრეკილების მქონე სკოლის დირექტორებზე რევანშის აღებას აპირებს.

ლია ნიკოლაიშვილი, საქართველოს პედაგოგთა ასოციაციის თავმჯდომარე:

- დიახ, სასამართლოც მოვიგე და განაცდურის ანაზღაურებაც, მაგრამ სკოლის დირექტორი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას არ ჩქარობს და კიდევ ერთი პროცესისთვის ვემზადები. წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ 30 ივნისს სკოლაში შევიდა სამინისტროს გენერალური ინსპექცია და ისეთი მასალები დადო, რომ სკოლის დირექტორი ნანა სოლოღაშვილი დღეს სკოლაში კი არა, გისოსებსმიღმა უნდა იყოს, მაგრამ მისმა მართულმა სამეურვეო საბჭომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დატოვა. ამიტომ განათლების განათლების სამინისტროსგან ვითხოვ გენერალური ინსპექციის დასკვნას და სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმს, რომელიც შეეხება ნანა სოლოღაშვილის ტანამდებობიდან გათავისუფლებას. თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლაში მოვიდა დასკვნა მინისტრის ხელმოწერით და რეზოლუციით, რომ დირექტორს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს და როგორ მოახერხა სამეურვეო საბჭომ ამ ადამიანის დატოვება, ესაა საინტერესო.
- კანონით სკოლის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს სამეურვეო საბჭო ...
- კანონით ასეა, მაგრამ საუბედუროდ, პირიქით ხდება. დირექტორი მართავს სამეურვეო საბჭოს, ამიტომ ჩუმად მოიწვიეს სამეურვეო საბჭოს სხდომა. საიდუმლო სერობა მოაწყვეს და დირექტორს უფლებამოსილება გაუგრძელეს. მოკლედ, სოლოღაშვილი სამი თვით დატოვეს მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა მას დოკუმენტებზე ხელის მოწერის უფლება არ აქვს. ამას სასწავლო ნაწილი, დირექტორის მეჯვარე და დაქალი ლალი ტოკლიკაშვილი აკეთებს.
- პედაგოგთა პროფკავშირების შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?
- იმიტომ, რომ სოლოღაშვილისთანა დირექტორების უსამართლობაზე ვიღაცამ ხმა აიმაღლოს. ჯერ სასწავლო წელი არ დაწყებულა და ქალბატონმა ნანამ უკვე 8 პედაგოგი გაუშვა სკოლიდან. მათ შორის სერტიფიცირებული, უძლიერესი პედაგოგი თამარ ფოცხვერაშვილი და მრავალშვილიანი დამლაგებელი, შვილმკვდარი დედა, რომელსაც უსინათლო მეუღლე ჰყავს და სოციალურად დაუცველია. ეს ადამიანები სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ ჩემთან მეგობრობდნენ. განათლების მინისტრმა ტელევიზიით განაცხადა, რომ სკოლის დირექტორს მასწავლებლის გაშვების უფლება აქვს და ამაში ვერ ჩაერევა. ბატონო დიმიტრი, თუკი დირექტორს შეუძლია სერტიფიცირებული მასწავლებლები ასე გააგდოს სკოლიდან, სხვებს რა სტიმული უნდა ჰქონდეთ რომ გავიდნენ გამოცდაზე? მე მოვუწოდებ პედაგოგებს, რომ აღარ აიღონ სერტიფიკატები, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. მხოლოდ ფულის მახეა და სხვა არაფერი... სოლოღაშვილმა სერტიფიცირებული მასწავლებელი გაუშვა სკოლიდან და სამეურვეო და დისციპლინარული საბჭოს წევრებად და კლასის დამრიგებლად გამოცდებში ჩაჭრილი პედაგოგები უზის, თანაც 20 საათი აქვთ ჩამორიგებული. საქმეთა მმართველს მაია ტყაბალაძეს, რომელმაც თვითონ არ იცის, რა დიპლომი აქვს, ჩემს წინააღმდეგ ჩატარებული მუშაობისთვის მისცა 18 საათი, კლასის დამრიგებლობა და ბიოლოგიის საატები მაღალ კლასში. გენინსპექციას ამ ადამიანის დიპლომის შემოწმება ვთხოვე, იმიტომ, რომ ძალიან საეჭვოა, რომ მას ტავისი ადგილის შესაფერისი განათლება ჰქონდეს მიღებული. გვარების დასახელება შორს წაგვიყვანს, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ ეს ადამიანები დირექტორის მონები არიან, რომლებმაც სასამართლოზე ჩემს წინააღმდეგ მისცეს ცრუ ჩვენება და ამის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ ყველაფრისთვის პასუხი მოეთხოვებათ...
- ჩამომითვალეთ მიზეზები, რისთვისაც კიდევ ერთი პროფკავშირი, ამჯერად თქვენი, უნდა დაფუძნდეს?
- 89-ე სკოლის გარდა, სხვა სკოლებშიც ხდება მსგავსი უკანონობა. ძალიან ბევრი სკოლიდან მიკავშირდებიან განთავისუფლებული პედაგოგები. თუნდაც 180-ე საჯარო სკოლიდან, სადაც უახლოეს ხანებში ბრიფინგის გამართვას ვაპირებ. ამ ადამიანების უფლებებს დაცვა სწირდება და ამისთვის ძლიერი ორგანიზაციის შექმნაა საჭირო. პროფკავშირების შექმნას 100 პედაგოგი სჭირდება, ჩვენთან კი უკვე 300-ზე მეტია. ჯერჯერობით არ მაქვს ადგილი, რომ ეს ხალხი სადმე მივიღო, მაგრამ უახლოეს ხანებში ოფისი მექნება, გამოჩნდნენ დამფინანსებელებიც და სექტემბრის ბოლოს ყრილობის ჩატარებას ვაპირებ, რომ პროფკავშირად ცამოვყალიბდეთ. სკოლებიდან გამოყრილ მასწავლებლებს რომ მოუსმინოთ, გაგიკვირდებათ, ისეთი უმნიშვნელო მიზეზით არაინ გამოშვებულები.
- რომელიმე კონკრეტულ შემთხვევას ხო ვერ გაიხსენებთ?
- რომელი ერთი გავიხსენო... 139-ე სკოლის მასწავლებელი რიტა ჩხიკვიშვილი მანდატურის ოქმის საფუძველზე გაათავისუფლეს, 147-ე საჯარო სკოლიდან ქართულის მასწავლებელი იმიტომ გაუშვეს, მანდატური გისმენდა, რომ გაკვეთილს ვერ ატარებდი წესიერადო და გაკვეთილიდან გამოიყვანა. ცვენი სკოლის პედაგოგს, უძლიერეს ფიზიკოსს, მანდატურმა დაუწერა სამი ოქმი და ახლახანს გაათავისუფლეს. ოქმის დაწერის მიზეზი იცით რა გახდა? ქალბატონი ნინო გაკვეთილს ატარებდა და ბავშვებს ხახუნის ძალაზე ესაუბრებოდა. ბავშვებს რაღაცაზე გაეცინათ და სიცილის ხმაზე შემოსულმა მანდატურმა გამოუცხადა, გაკვეტილს ვერ ატარებო. რამდენიმე დღის წინ ჩვენთან მოსული იყო პედაგოგი, რომელიც სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ბავშვი, რომელიც გაკვეთილის ჩატარებაში ხელს უშლიდა, გარეთ გამოიყვანა და მანდატურს ჩააბარა. ამ ქალბატონმა შინაგანაწესის მიხედვით იმოქმედა, მაგრამ მოსწავლესა და მანდატურს შორის მოხდა შელაპარაკება და ამის გამო დირექტორმა მასწავლებელი გაანთავისუფლა. როცა ასეტი ფაქტები უამრავია და ამდენი ადამიანია დასაცავი, უფლება არ მაქვს, შორიდან მაყურებლის პოზიციით დავკმაყოფილდე. ჩვენი ორგანიზაცია სოლოღაშცილის მსგავსი დიქტატორული მიდრეკილებების მქონდე დირექტორებისგან სისტემის გასაწმენდად და სამართლიანობის აღსადგენად იქმნება და დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც 89-ე საჯარო სკოლის დირექტორის შემთხვევაში, სხვა შემთხვევაშიც სამართალს მივაღწევთ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48