ანზორ ქოქოლაძის "ტექნობუმში" ფინანსური პოლიცია შევიდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ანზორ ქოქოლაძის "ტექნობუმში" ფინანსური პოლიცია შევიდა
ნანახია: 571

ანზორ ქოქოლაძის "ტექნობუმში" ფინანსური პოლიცია შევიდაფინანსური უწყება თავის საქმეს აკეთებს, თუმცა ამ ჩვეულებრივ აქტს წინ წმინდა ქართული ამბავი უძღოდა. ანზორ ქოქოლაძეს თავისი 7 წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და, როგორც ამბობენ, არ თანხმდება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ამასთან, ბოლო პერიოდში ანზორ ქოქოლაძის ყოფილ კომპანია "ელიტ–ელექტრონიქსში" მენეჯმენტი შეიცვალა და კულუარული ინფორმაციით, იგი დავით კეზერაშვილის ჯგუფის ხელში გადადის. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად TBC–ჯგუფი "ელიტ–ელექტრონიქსის" ხელში ცაგდებით, თავის დროზე, თავად არ იყო დაინტერესებული. ჩანს, "ტექნობუმის" თემა გაააქტუალურა კომპანიის ახალმა PR-აქციამ – იყიდე ყველაზე დაბალ ფასად. "ტექნობუმის" მყიდველს ტექნიკის შეძენიდან ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას აძლევდა. ჩანს, ამ ყველაფერმა ერთად, მავანი გააღიზიანა.
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი" ტექნობუმში ფინანსური პოლიციის შესვლის შესახებ იუწყება.
თავად კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბარს ერიდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე გასული წლის აგვისტოში 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავა. მიმდინარე წლის 21 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ამ დროისთვის სააპელაციო წესით არის გასაჩივრებული.

გასული წლის 7 მაისს ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 55% "თიბისი ბანკმა" "თიბისი ბროკერის" საშუალებით 116 ათას ლარად ფარულად შეისყიდა. "ელიტ-ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე ამ გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდა და თავისი კანონიერი უფლებების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქოქოლაძის პატიმრობაში ყოფნა სწორედ აღნიშნულ დავას უკავშირდება, რომელიც სასამართლომ "თი-ბი-სი ბანკის" სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მოგვიანებით ქოქოლაძემ საოჯახო ტექნიკის კომპანია "ტექნობუმი" დააარსა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48