კურორტის მშენებლობა დევნილების საჭირობებზე უფრო მნიშვნელოვანია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : კურორტის მშენებლობა დევნილების საჭირობებზე უფრო მნიშვნელოვანია
ნანახია: 210

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, „შვიდვარსკვლავიანი“ კომპლექსი ანაკლია გახსნა – ეს იყო პასუხი სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნაზე.

როგორც 22 აგვისტოს, სახელმწიფოს მეთაურმა გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, ანაკლია, რომელიც აფხაზეთისგან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, „სან-ტროპეს და ნიცას“ კონკურენციას გაუწევს და დაამტკიცებს, რომ საქართველოსთვის „მთავარი მიზანი მშვიდობაა“.
თუმცა ხელისუფლების დავალებით შემუშავებული პროექტი, რომლის ფასი 16.5 მილიონი ევროა (დაახლოებით 23.8 მილიონი დოლარი) იმ პირობების მკვეთრი კონტრასტია, რომელშიც დღეს აფხაზეთის ომის გამო დევნილი ათობით-ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და რომელთა მდგომარეობაც, სააკაშვილის თქმით, მასაც მოსვენებას არ აძლევს.

ანაკლიის მშენებლობის საორიენტაციო ფასი (ამ მხრივ იფიციალური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის), დაახლოებით ექვსჯერ აღემატება დევნილთა სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტს. საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ამ სამინისტროს კომპეტენციაა.

ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელი დღისთვის, 88 000 აფხაზური ოჯახიდან, რომლებსაც საცხოვრებლის მიღების უფლება აქვთ, მხოლოდ მეოთხედის განსახლება მოხდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებლებში.

კითხვაზე, თუ რა განსაზღვარავს ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობას ბიუჯეტისთვის, ჩინოვნიკებისგან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა დევნილების საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ მარტიაშვილი ამტკიცებს, რომ გამოყოფილ თანხებს შორის, სხვაობა არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის ლტოლვილები მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის.

„ხელისუფლებისთვის ეს უდაოდ პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრიც და პრეზიდენტიც კი ყველა გამოსვლაში გადაადგილებულ პირთა პრობლემის პრიორიტეტულობაზე საუბრობენ“ – აღნიშნავს იგი.
ხოლო დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი, რომლის კომპეტენციაშიც გადაადგილებულ პირთა დახმარების სფეროში მთავრობის საქმიანობის კოორდინაცია შედის, საერთაშორისო დონორების მხრიდან მატერიალური დახმარების გათვალისწინებით არის შედგენილი. „ამ პროცესში ყველა შერეული სამინისტრო და უწყებაა ჩართული“ – განაცხადა ჩინოვნიკმა.
აფხაზეთიდან დევნილებისთვის სახლების და სხვა ტიპის საცხოვრებლის მშენებლობა 2009 წლის იანვარში დაიწყო – ორ თვეში მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დონორებმა განაცხადეს, რომ დევნილებისთვის საცხოვრებლის გამოყოფის პროცესს დააფინანსებდნენ.
საცხოვრებლის მშენებლობაზე, რემონტსა და დახმარების სხვა პროგრამებზე მარტო ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას სამი სხვადასხვა გრანტის ფორმით 150 მილიონი ევრო (დაახლოებით 151.4 მილიონი დოლარი) გამოუყო.
აშშ-ს მთავრობამ დევნილთა საჭიროებებისთვის 83 მილიონი დოლარი გამოყო და ახლახანს 92 შენობის, ასევე გადაადგილებულ პირთა 12 დასახლებისთვის წყალმომარაგების და კანალიზაციის რემონტისთვის 34.67 მილიონი დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო. სხვა დონორები, მაგალითად გაერო-ს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი სხვა საცხოვრებელი პროექტების დაფინანსებას ეხმარება.
მინისტრის მოადგილე თამარ მარტიაშვილი აღიარებს, რომ იმ სახსრების მოცულობა, რომელსაც თავად საქართველოს მთავრობა გამოყოფს, შედარებით მცირეა. მას კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია, რადგან აქ ასევე შედის სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან ირიბი მხარდაჭერა უზარმაზარია.
განსახლების საქმეში მთავრობის წვლილი – „შვიდასამდე“ შენობა, ახალი გზები, ელექტრო და გაზმომარაგება, ასევე სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაა.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ სულ რაღაც რამდენიმე თვეში ცალკეულ სახლებში განათავსა ათაობით-ათასი დევნილი სამხრეთ-ოსეთიდან, რომლებმაც რეგიონი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დატოვეს.
თამარ მარტიაშვილის თქმით, ეს სამუშაო „ისეთი თვალშისაცემი“ არ არის, როგორც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მაგრამ მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მთლიანობაში გადაადგილებულ პირთა დასახლებასთან დაკავშირებული სამუშაოს დასრულება 2014 წლისთვის, დათქმულ ვადაზე ორი წლით გვიან იგეგმება.
გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობა უცხოური დონორების დახმარებით საპორტო ქალაქ ფოთშიც მიმდინარეობს, მაგრამ მშენებლობის ტემპები აქ საგრძნობლად განსხვავდება ანაკლიის მშენებლობის ტემპებისგან.
ახლახანს 32 შენობიან კომპლექსში აფხაზეთიდან დევნილი 1 200 ოჯახი ჩაასახლეს. ფანჯრებზე თეთრი ფარდები კიდია, სახლებში ახალი ავეჯია, შესასვლელი კი ჯვრით არის შემკობილი.
აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმიდან დევნილი თინა ჭითანავა სამოც წელს გადაცილებული ქალბატონია. მისი თქმით, მათთვის მიცემული ოროთახიანი ბინა, რა თქმა უნდა ჯობია საერთო საცხოვრებელში ტარაკნებით სავსე ოთახს, სადაც ის სეპარატისტული რეგიონიდან გამოქცევის შემდეგ ოჯახთან ერთად, 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. „რა თქმა უნდა ეს უკეთესია, ვიდრე ძველი საცხოვრებელი“ – ამბობს იგი.
თუმცა ზოგჯერ კითხვებს აჩენს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი. ზოგიერთ შენობაში ბინების კედლებზე საღებავი დასკდა, ლამინატი იატაკზე ამობურცულია.
ამ ადამიანების ნაწილს, რომლებსაც ხშირად არა აქვთ საჭირო ნივთები, ცარიელ ლეიბებზე სძინავთ, ხშირად სამ-სამს ერთ ოთახში.
ზოგიერთის თქმით, მათ მეზობელ ანაკლიაში მშენებლობაზე დასაქმების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ეს იმედი გაუცრუვდათ.
მართალია ახალი კურორტისა და დევნილების საცხოვრებლის მშენებლობებს შორის კონტრასტი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი კურორტია, თუმცა ლტოლვილთა და დევნილების განსახლების სამინისტროს კურსი – დაასახლოს იძულებით გადაადგილებული პირები – კვლავ მტკიცეა – ამბობს ანტი-კორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის თბილისის ოფისის ანალიტიკოსი ლაშა გოგიძე.
„ვერ ვიტყვით, რომ ამ ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამინისტორს პრიორიტეტული ამოცანა არ არის“ – ამბობს იგი.
ჰუმანიტარული საქველმოქმედო ცენტრის „აფხაზეთის“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გვალიასაც მიაჩნია, რომ ხელისუფლება პირობას ასრულებს და გადაადგილებულ პირებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს, თუმცა ამას მოსალოდნელზე ნელა აკეთებს.
„როგორც სჩანს, დევნილების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამინისტროსთვის მართლაც ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა“ – ამბობს იგი.
მინისტრის მოადგილე მარტიაშვილის თქმით, შეფერხებები სამუშაოების ღირებულების და იმ ადამიანთა დიდი რაოდენობის ბრალია, რომლებიც განსახლებას ექვემდებარებიან.
თუმცა მსგავსი დაპირებების მიუხედავად, გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მკაფიო ინფორმაციის არ არსებობა და ამ ადამიანებამდე საკუთარი გეგმების მიტანაში უუნარობა, ხშირად იმას იწვევს, რომ ბევრი დევნილი თავს დავიწყებულად და მიტოვებულად გრძნობს – დასძენს ეკა გვალია.
„როდესაც დევნილთა სამინისტრო რაღაცას ამბობს, ისინი ფიქრობენ რომ ყველაფერი ცუდადაა და კიდევ უფრო ცუდად იქნება“ – ამბობს ის გადაადგილებულ პირებზე – „ეს ასე არ არის, მაგრამ დევნილებს ხშირად არა აქვთ ოფიციალური ინფორმაცია“.
„ამ ეტაპზე, ლტოლვილების უმრავლესობას კვლავ მიაჩნია, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს“.
მარტიაშვილი საპირისპიროს ამტკიცებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის სამინისტროს დევნილებთან მუდმივი კონტაქტი აქვს ცხელი ხაზის საშუალებით. „ვფიქრობ, ჩვენმა მთავრობამ, დონორების და უცხოური ქვეყნების მთავრობების დახმარებით ძალიან წარმატებული სამუშაო ჩაატარა და უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია“ – დარწმუნებულია იგი.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48