მსოფლიოში ბამბის ფასი იზრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მსოფლიოში ბამბის ფასი იზრდება
ნანახია: 219

მსოფლიოში ბამბის ფასი იზრდებასაქართველოში ტანსაცმლი კიდევ უფრო გაძვირდება

ეკონომისტები მომხმარებლებს უახლოეს მომავალში, ბამბის ტანსაცმლის გაძვირების შესახებ აფრთხილებენ. რადგან ბამბის ფასი პიკს აღწევს, ტანსაცმლის ფასებიც გაიზრდება. საქართველოს ტანსაცმლის მაღაზიები ვარაუდობენ, რომ ფასების დაახლოებით 4 თვეში აიწევს.

წინა ზაფხულიდან მოყოლებული ბამბის ფასი იზრდება. მარტში, სასაქონლო ბაზარზე, ერთი გირვანქა ბამბის ფასი 2 დოლარი გახდა. ბამბის ფასი რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა. ჯერ კიდევ ერთ წლის წინ, 1 გირვანქა ბამბის ფასი 0.70 დოლარს შეადგენდა.

ბამბის ფასის მკვეთრი ზრდა ჩინეთის მიერ წარმოებულ ნედლეულზე დიდ მოთხოვნასთან არის დაკავშირებული. ავსტრალია, რომელიც ბამბის წარმოებასა და ექსპორტში მეოთხე ადგილას იყო, წელს უღარიბეს მოსავალს ელის. ამის გამო, ავსტრალია, წელს, ბამბის ბაზრიდან გამოვიდა. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მიზეზთა შორის, რის გამოც ბამბის ფასი იზრდება. უახლოეს მომავალში, ერთი გირვანქა ბამბის ფასის გაზრდა 2.20 დოლარამდე არის პროგნოზირებული.

ცუდმა ამინდებმა ჩინეთში, ინდოეთსა და პაკისტანში ახლახან მომხდარი ბამბის ნაკლებობა გამოიწვია. წყალდიდობამ ბამბის მინდვრების ათასობით აკრი გაანადგურა და ბამბის გლობალური ნაკლებობა გამოიწვია. ჩინეთიმსოფლიო ბამბის ნომერ პირველი მწარმოებელი და იმპორტიორია. 25 მილიონი ბამბის ფერმერით, ჩინეთი მსოფლიო ს ბამბის 50%-ით ამარაგებს.

ტანსაცმლის ფასი საქართველოში, ჯერჯერობით არ შეცვლილა, რადგან ამჟამად, საქართველოში იყიდება ტანსაცმელი, რომელიც ბამბის ფასების გაზრდამდე იყო დამზადებული. თუმცა ფასების გაზრდას, ქართული მაღაზიები, მომავალ 4 თვეში ელიან.

თბილისის Next-ის, მთავარი ბუღალტერი, დავით ზაკიძე, ამბობს, რომ მათი მაღაზია ფასებს არ გაზრდის მიუხედავად იმისა, რომ ქსელის ბრიტანულმა მაღაზიებმა, ამ სეზონში, ფასები 8%-ით გაზარდეს. თუმცა ნედლეულის ბამბის ფასების მატებამდე რომ არ შეეკვეთათ, ფასები 18%-ით გაიზრდებოდა.

Tradeline–ს კი ბამბის ფასების გაზრდის გამო ტანსაცმლის ფასების გაზრდა მოუწიათ.ეს მაღაზია საქართველოში Levis-ის, Docker-ის, Lee-ს, wrangler-ის, Rifle-ის, Burlington-ის და Falke-ს ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია.მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერის ეთერ გვარაძის თქმით, ზოგიერთი ტანსაცმლის ფასი 10%-ით გაიზარდა, ზოგიერთის 20%-ით, მაგრამ დიდმა ნაწილმა ფასების ზრდა საერთოდ არ განიცადა. „ევროპელი მომწოდებლები საქართველოს ბაზრის გათვალისწინებას და ფასების შესაბამისად დარეგულირებას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ მომწოდებლები თავად გვთავაზობენ დასადებ ფასებს, ჩვენ ხშირად უფრო დაბალ ფასად ვყიდით ტანსაცმელს, რათა ქართველ კლიენტების შესაძლებლობებს მოვერგოთ,” – აცხადებს გვარაძე.


სავაჭრო ქსელი ‘Brand’ და ქსოვილების ქარხანა ხელვაჩაურში ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებს აერთიანებენ. დირექტორი, ნანა კლდიაშვილი, ამბობს, რომ ფასების გაზრდა საყოფცხოვრებო ნივთებზეა მოსალოდნელი, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ბამბას შეიცავს. რაც შეეხება ტანსაცმელს, სავაჭრო ქსელი მათ ფასებს არ გაზრდის.

მსოფლიო ბრენდების, PUMA-ს და Adidas-ის ქართული პარტნიორი, Ajara Textile–ი ფიქსირებულ ფასებს შეინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ ფასი ბამბაზე იზრდება. “თურქი პარტნიორები გვაწვდიან ნედლეულს, რისგანაც ვაწარმოებთ ტანსაცმელს. ამიტომ ჩვენ მათ ვუგზავნით ჩვენს კოლექციას და ისინი მას მთელს მსოფლიო ში ავრცელებენ. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ნედლეულის ფასების ზრდა ჩვენთვის არ არის მოსალოდნელი.” – ამბობს, ‘Ajara Textile’-ის ფინანსური მენეჯერი, გია ლომინაძე.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48