2011 წლის ივლისში მშპ 4,2 პროცენტით გაიზარდა, ”საქსტატის” ავტორიტეტი იმდენივეთი შემცირდა. ნდობა მისი მონაცემებისადმი კვლავ დაბალიასაქართველოში 2011 წლის ივლისში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ წინასწარ მონაცემებს „საქსტატი" ავრცელებს.
„საქსტატის" მონაცემებით, 2011 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 3,9% შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ მაისში გაკეთებული პროგნოზით, 2011 წელს საქართველოს რეალური მშპ 5,5%-ით გაიზრდება. ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელმაც ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ მშპ 2011 წელს 5,5%-ით გაიზრდება. სააგენტოს Fitch პროგნოზით, 2011 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2012 წელს - 6%-ით.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ფრანგულ გამოცემას LaTribune განუცხადა, საქართველოში მიმდინარე წელს, 2010 წლის მსგავსად ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 6,5% იქნება.