
მარჯანიშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით გამაგრდება არსებული შენობები, გამოიცვლება სახლების სახურავები, ჩატარდება გარე-საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება სადარბაზოების კარები და აღდგება სახლების ფასადები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აშენდება ახალი მრავალფუქციური შენობები, სადაც საფეხმავლო პასაჟი მოეწყობა. ახალი შენობების არქიტექტურა თავსებადი იქნება აღმაშენებლის გამზირის არქიტექტურასთან.
ამჟამად, რეკონსტრუქცია მარჯანიშვილის მოედნისა და მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული.
მარჯანიშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 29 აგვისტოს თბილისის მერი გიგი უგულავა გაეცნო.