გიორგი უძილაურიოფიციალურად საქართველოს,როგორც დეკლარირებულად დემოკრატიულ სახელმწიფოს არ გააჩნია სახელმწიფო იდეოლოგია, თუმცა, კონსტიტუციის არაუზენაესობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ბუტაფორიულობის და ამავდროულად ქვეყნის მმართველთა თანმიმდევრული და მკაცრად სისტემატიზირებული პოლიტიკის ფონზე, შეუძლებელია, არ არსებობდეს საერთო ღირებულებები და იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო კონსტიტუციას და სპეციფიური მართვის სისტემას, არამედ საზოგადოების ცხოვრებასაც. შესაბამისად, ქვეყანას მართავს არა კონსტიტუცია და ხელისუფლებათა ბალანსი, არამედ ადამიანების ერთი ჯგუფი რომელსაც აქვს თავისი იდეოლოგიია და აქვს მიზანი _ ეს იდეოლოგია გახადოს რეალურად სახელმწიფო იდეოლოგიად, საზოგადოების (უფრო სწორად მოსახლეობის) იდეოლოგიად.
მმართველი გუნდის წევრები და მასთან აფილირებული ჯგუფები თავს ლიბერტარიანელებად მოიაზრებენ. მოდით საზოგადოებაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები ლიბერტარიანული ხედვით დავინახოთ.დამოკიდებულება სოციალური პრობლემების, სოფლის, ჯანდაცვის და განათლების მიმართლიბერტარიანელების აზრით, მსოფლიოს არეგულირებს საბაზრო ურთიერთობები. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად არ უნდა ერეოდეს საბაზრო ეკონომიკით განპირობებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში. მათ სწამთ, რომ ბაზარი არეგულირებს არა მარტო ეკონომიკას, არამედ სხვა საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ლიბერტარიანელები არ ცნობენ არავითარ სახელმწოფო მხარდაჭერას არცერთი ისეთი სფეროსთვის, რომლიდანაც მოგების მიღება არ შეიძლება, ანუ რაც ეწინააღმდეგება ბაზრის პრინციპებს. მაგალითად, ასეთი სფეროებია სოციალური სფერო (დახმარებები, შემწეობები, სახელმწიფო პენსიები), სოფლის მეურნეობა, საყოველთაო განათლება, საყოველთაო ჯანდაცვა და ა.შ.
ლიბერტარიანელების აზრითეს დარგებიც თავისით დარეგულირდება ბაზრის მიერ. თუ მაგალითად სოფლის მეურნეობას შეუძლია მოგების მოტანა ინვესტორისთვის, ის ჩადებს ფულს და იხეირებს. თუ არა, არ ჩადებს და სოფელი იქნება ისე როგორც იქნება. იგივე დამოკიდებულებაა განათლების სისტემისადმი - თუ ადამიანს უნდა სწავლა, მან ფული უნდა გადაიხადოს, რათა სასწავლებლის მფლობელს ქონდეს შემოსავალი. თუ არაა ფული, არაა განათლებაც. რასაკვირველია ლიბერტარიანელები არ გამორიცხავენ განათლების და ჯანდაცვის არსებობას, მაგრამ თვლიან, რომ ამ სიკეთეებით ხარისხიანად ისარგებლებს მხოლოდ ის, ვისაც მეტი ფულის შოვნა შეუძლია, ვისაც არ შეუძლია, ის ვერც ხარისხინს ვერ მიიღებს და ვერც უხარისხოს, ამიტომ იმან უნდა გაზარდოს თავისი მოტივაცია, რათა ფული იშოვოს და ჩადგეს საბაზრო ურთიერთობების კალაპოტში
დამოკიდებულება ეროვნული საკითხის, კულტურისა და სამშობლოს მიმართაზრი, რომ სააკაშვილს ქართველი ერის გადაშენება უნდა ხალხში ინტუიტიურად გაჩნდა, თუმცა ეს ხედვა ინსტიტუციურია ლიბერტარიანიზმისთვის.ლიბერტარიანიზმი ზოგადად, არ თვლის ერების არსებობას აუცილებლად. ლიბერტარიანელები თვლიან, რომ საზოგადოება არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანი ცალცალკეა და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, თვლიან, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი სოლიდარობა, არსებობს მხოლოდ კერძო ინტერესები და წარმატების სურვილი, შესაბამისად იზიარებენ პრინციპს ?დამიანი ადამიანისთვის მგელია, ანუ ბუნებითი სამართალი მართავს სამყაროს - ძლიერი იმარჯვებს, სუსტი კვდება. ლიბერტარიანელები თვლიან, რომ სახელმწიფომხოლოდ მინიმალურად უნდა გამოიყენო, რათა დაიცვა საბაზრო ურთიერთობების წესები ატომიზებული ინდივიდების შეჯიბრებაში. საბაზრო ეკონომიკა, გამდიდრების და წარმატების სურვილი კი არ ცნობს არც ეთნიკურობას, არც კულტურულ იდენტობას, არც ტრადიციებს და არც სახელმწიფოთა საზღვრებს. ყველას, ყველა სახელმწიფოში აქვს გამდიდრების სურვილი, შესაბამისად ლიბერტარიანული იდეოლოგიისთვის ერი, კულტურა, ტრადიცია, სამშობლო და ა.შ. ცარიელი სიტყვებია. უფრო მეტიც, ხელისშემშლელი ფაქტორია, რადგან ეს ბალასტები ხელს უშლიან საბაზრო ურთიერთობების უნივერსალიზაციას და გლობალიზაციას. ანუ ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულად საქართველოს მმართველი ჯგუფის რამდენიმე წევრის კაპრიზი - გადააშენონ ქართველი ერი, მათსავით ფიქრობენ სხვა ქვეყნების ლიბერტარიანელებიც - მათ სწამთ, რომ ერები, კულტურები და ა.შ. სრულიად ზედმეტია ინდივიდისთვის. ამავე მიზეზით ლიბერტარიანელებს არ მიაჩნიათ პრობლემად ყველაფრის განსახელმწიფოებრიობა -გაყიდვა. ტყე, მიწა, მთა, მდინარე, ჭალა და ა.შ. ლიბერტარიანული გაგებით საბაზრო ეკონომიკას დაქვემდებარებული საქონელია და არა სამშობლოს სიმდიდრე, მამული, ეროვნული საგანძური ან მშვენიერი ბუნება.
დამოკიდებულება ეკონომიკის მიმართლიბერტარიანელები, როგორც თავისუფალი ბაზრის ადეპტები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო დაბალია გადასახადები, მით უფრო მეტ ინვესტორს უჩნდება სურვილი დააბანდოს ფული ქვეყანაში. მეტი ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას და ხალხის დასაქმებას. რაც მეტი ადამიანი დასაქმდება, მით ნაკლები ფული ექნება გადასაყრელი სახელმწიფოს არამომგებიან სფეროებზე(სოცუზრუნველყოფა, ჯანდაცვა, განათლება...). ლიბერტარიანელები, საშუალება რომ ქონდეთ დღესვე გააუქმებდნენ ყველა სოციალურ შემწეობას, სოციალურ დაზღვევებსა და დაწყებითი განათლების დაფინანსებას, რომ არა სოციალური ჯანყის შიში. დღეს თუ ხელისუფლება იძლევა რამე შეღავათებს, აკეთებს ამას არა ჰუმანური არამედ პრაგმატული მოტივაციით, ის იცავს თავს. იდეალური ლიბერტარიანიზმის პირობებში კი ყოველგვარი შემწეობები, დახმარებები და სხვა სუფსიდირება გამორიცხულია.
დიდი დაკვირვება არაა საჭირო იმის აღმოსაჩენად, რომ ლიბერტარიანული იდეოლოგია ხშირად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში არსებულ რელობასთან და აჩენს ლოგიკურ კითხვებ, შევეცდებით ავხსნათ ამ ალოგიკურობათა შინაარსი და მიზეზები.
რატომ არსებობს მკაცრი სახელმწიფო კონტროლი ბაზარზე თუ თუ ლიბერტარიანელები თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას აღიარებენსინამდვილეში, ლიბერტარიანიზმი სხვა არაფერია, თუ არა ოლიგარქების მიერ გამოგონილი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ოლიგარქების ოლიგარქობას და მათ ინტერესებს არგებს არა მარტო კანონებს და საზოგადოებებს, არამედ სახელმწიფოს, როგორც იძულების აპარატს. ოლიგარქებს სახელმწიფო სჭირდებათ როგორც მოდარაჯე ძაღლი ხალხის აგრესიისგან დასაცავად. ამ მოდარაჯე ძაღლმა ისინი რომ დაიცვას და თან პრობლემები რომ არ შეუქმნას, ამიტომ ძაღლს ევალება მხოლოდ ხალხის კბენა ანუ ძალადობა. ამიტომ მოსწონთ ოლიგარქებს სახელმწიფო მინიმალური ფუნქციებით _ მდიდრების ინტერესების დაცვა და არავითარი პასუხისმგებლობა. გავიხსენოთ, თუ რა გააკეთა სააკაშვილის გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ახალმა რეჟიმმა დაიწყო ნადირობა კორუმპირებულ თუ არაკორუმპირებულ მდიდრებზე, მათ ერთი პერიოდი ქონდათ ინიციატივა დაეწესებინათ სიმდიდრის გარეგნული ნიშნის გადასახადი, თუმცა საბოლოოდ მაინც რეკეტის სტილი აირჩიეს. 2 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რევოლუციამდელ მდიდრებს ფული და ქონება დაეთმოთ ხელისუფლებისთვის, ოფიციალურად სოციალურად დაუცველი ფენების მხარდაჭერისთვის, არაოფიციალურად კი ფული გაქრა. სამაგიეროდ, რამდენიმე წელიწადში საქართველოში გაჩნდა ოლიგარქთა ახალი ჯგუფი _ ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დღეს ბენზინის მაგნატია და ლოტორეის მონოპოლისტი, ბეჟუაშვილების კლანი მძიმე მრეწველობას აკონტროლებს, ცეზარ ჩოჩელი კვების მრეწველობას, ოქრუაშვილი დევნილი ოლიგარქია, ბენდუქიძე სამშენებლო ბიზნესშია, შარანგიების კლანი ტრანსპორტში და მომსახურების სფეროში, ტილიკა და ზარალა აკონტროლებენ სასტუმროების, კავშირგაბმულობის, საბანკო, ბენზინის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროებს, გურგენიძე საბანკო სფეროს, ნაყოფია ქართულ-რუსულ მადნეულს და ა.შ. ამ ახალი ოლიგარქების დიდი ნაწილი ხელისუფლებაში ან არის ან იყო და კვლავ მასთანაა აფილირებული. ისინი თავს ლიბერტარიანელებად აღიარებენ და აფინანსებენ ერთ-ერთ ლიბერტარიანულ ჟურნალს, რომელსაც ასევე ხელისუფლებასთან აფილირებული ფიგურა მართავს. მოკლედ სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაშორა რა რევოლუციამდელი ოლიგარქები, თავად შეითავსა ოლიგარქობა და დღეს მდიდართა ფენას თავად წარმოადგენს. ეს ახალი მდიდრები, ვისაც გააჩნია ესა თუ ის ბიზნესი, საწარმოები, საბადოები, მომსახურების სფეროები და ა.შ. მუდამ შეეცდებიან დაიცვან საკუთარი სიმდიდრე, რისთვისაც მუდმივად შეეწინააღმდეგებიან ისეთ კანონებს, რომლებიც ამ სიმდიდრებს ხელყოფს. მაგალითად, შეეწინააღმდეგებიან გადასახადების გაზრდას, შესაბამისად შეეწინააღმდეგებიან სოციალური სფეროების დაფინანსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა და განათლება ხელმიუწვდომელი იქნება ღარიბებისთვის. ღარიბები უფრო გაღარიბდებიან. ოლიგარქების ჯგუფი შეეწინააღმდეგება ისეთი შრომის კოდექსის მიღებას, რომელშიც დაქირავებულს ექნება რამე უფლება(კომპენსაციის მოთხოვნის, გასაჩივრების, სამუშაო საათების ლიმიტის, პროფკავშირების...) შესაბამისად დაქირავებულები მუდამ იქნებიან დამოკიდებულნი დამქირავებლის კეთილ ნებაზე და მოუწევთ დაბალი ხელფასით დაკმაყოფილება, რაც გამორიცხავს მათ გადაქცევას საშუალო კლასად. სამსახურის დაკარგვის შიშით დაქირავებულები ხმას არ ამოიღებენ უსამართლობის წინააღმდეგ და ეცდებიან ამ სიჩუმეში რაც შეიძლება მეტი ხანი შეინარჩუნონ სამსახური.
თუ დაბალი გადასახადები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, რატომ არ ჩანს არც ინვესტიციები და არც ახალი სამუშაო ადგილები?ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ დაბალი გადასახადები ან მარტივი პროცედურები საკმარისი არაა. ინვესტორი აფასებს რისკებს, სწავლობს მუშახელის სიძვირეს, ხელისუფლების გამჭვირვალობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, აზრს ეკითხება სხვა, გამოცდილების მქონე ინვესტორებს და მხოლოდ მერე შედის ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოში ამერიკული ინვესტიციების სიმცირე საკმარისი ინდიკატორია სხვა ბიზნესმენებისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი კი არა დემოკრატიაა, ინვესტორები სხვა ინვესტორებს რომც ეპატიჟებოდნენ საქართველოში, შემოსული ინვესტიციები არაა საკმარისი უმუშევრობის პრობლემის გადასაწყვეტად.
დღეს, იმ ინვესტიციების ნახევარზე მეტი, რომელიც საქართველოში შემოდის უცხოეთიდან, რეალურად უცხოური კი არა ქართულია, ეკუთვნის ახალ ქართველ ოლიგარქებს, ანუ ხელისუფლებას, რომელიც შეფარულად ცდილობს ხალხის სახელით წართმეული ფულის ლეგალიზებას. მაგალითად სადმე ბათუმში უცხოური კომპანიის სახელით აშენდება სასტუმრო, რომელზეც დაიხარჯება 20 მილიონი დოლარი და რომელშიც დასაქმდება 20 ადამიანი. აშენდება შოკოლადის ქარხანა 50 მილიონად და იმ საწარმოში დასაქმდება 15 ადამიანი (თანამედროვე ტექნოლოგიებით მეტი არცაა საჭირო). სწორედ აქ არის ლიბერტარიანიზმის ერთ-ერთი დიდი სიმახინჯე. თანამედროვე პერიოდში ინვესტიციების რაოდენობა უნდა იყოს კოლოსალური იმისთვის, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, საბაზრო ეკონომიკის კანონებით ქვეყანაში მეტნაკლებად მაინც გამოსწორდეს დასაქმების საკითხი. დღეს არცერთი უცხოელი ინვესტორი არ ჩადებს მილიარდ დოლარს იმისთვის რომ დაასაქმოს 1000 ადამიანიც კი. ტექნოლოგიურად ამის აუცილებლობა არაა, ხოლო თუ ბიზნესს ბევრი მუშახელი ჭირდება ინვესტორი საქაერთველოში კი არ შემოვა, წავა იქ სადაც იაფი მუშახელია, მაგალითად ჩინეთში ან ბანგლადეშში. მოკლედ, საქართველოში არ შემოვა ის ინვესტიციები, რომლებიც ხალხის დასაქმებას წაადგება. იმ ინვესტიციებით იხერიებენ მხოლოდ ახალი ქართველი ოლიგარქები და მათი შთამომავლები.
ამის გარდა, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ლიბერტარიანელთა ხედვა, რომლის თანახმად დაბალი გადასახადი ქმნის მეტ სამუშაო ადგილს, შესაბამისად უკეთესია ეკონომიკისთვის. ლიბერტარიანელთა, მათ შორის ქართველ ლიბერტარიანელთა გულის გასახეთქი წერილი გამოაქვეყნა 14 აგვისტოს ?იუ იორკ თაიმსში უმდიდრეს ადამიანთა პირველი სამეულის წევრმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა. ბაფეტი ითხოვს შეწყდეს სუპერ მდიდრების განებივრება დაბალი გადასახადებით და აცხადებს, რომ გაცილებით დაბალ გადასახადებს მოსდევს გაცილებით ნაკლები სამუსაო ადგილების შექმნა. ბაფეტის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნეოლიბერალური მიდგომა ეკონომიკისადმი მცდარი და საშიში მიდგომაა.
ლიბერტარიანული ავტორიტარიტარიზმის პარადოქსილიბერტარიანიზმს კლასიკური სახით არსად არ უარსებია და ვერც იარსებებს, ეს იდეოლოგია გამოიყენება მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესების დასაცავად. ამ დაცვის პროცესში კი ოლიგარქების კასტად ქცეული მმართველები იძულებულნი არიან დაამყარონ დიქტატურის ესა თუ ის ფორმები, რომელიც კომიკურს ხდის ლიბერტარიანიზმს როგორც იდეოლოგიას.
საქართველოს ხელისუფლებასუწევს გამოიყენოს ამერიკელ ნეოკონსერვატორთა ყველაზე რექციული იდეოლოგიის ილეთები რათა გაიმყაროს ხელისუფლებაში ყოფნა. სწორედ ამ ილეთების გამოყენებისთვის არის დაახლოებული სააკაშვილი მსგავსი ტიპის ლიდერებთან (ბუში, მაკ კეინი, ჩეინი, ვულფოვეცი). ქართველმა ლიბერტარიანელებმა ეკონომიკურ ლიბერალიზმზე დაამყნეს ავტორიტარიზმი და გარდაუვალი ნეპოტიზმი -კლანიზმი, რის შედეგადაც საქართველოში ეკონომიკური ლიბერალიზმი შერჩევითია და ვიწროკლანური. რეალურად კი არანაირი ლიბერალიზმი არ არსებობს, ხელისუფლებაში მყოფი ოლიგარქთა ჯგუფი მკაცრად აკონტროლებს ინვესტიციების შემოსვლასაც და მათ გადანაწილებასაც, რათა არ დაუშვას კაპიტალის უკონტროლოდ დატოვება და მისი გადადინება პოლიტიკურად არასანდო წრეებში. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ქართველი ლიბერტარიანელები დეკლარირებენ რა ბაზრის კანონების პრიმატს, მკაცრად არეგულირებენ ეკონომიკას, ოღონდ არა სახელმწიფოს, არამედსაბაზრო ეკონომიკის სახელით, სინამდვილეში, ოლიგარქთა კერძო ინტერესების სამსახურში.
ქართველი (და არა მარტო ქართველი) ოლიგარქი ლიბერტარიანელები პრივილეგიების შესანარჩუნებლადაყალიბებენ ძლიერ, მკაცრად ცენტრალიზებულ, ვერტიკალურ სახელმწიფო აპარატს, რომელიც ძალადობს დანარჩენ ხალხზე. საქართველოს ხელისუფლებამ ნეოკონსერვატორებისგან გადაიღო პრინციპი ციხეს შედეგი მოაქვს ანუ ურჩების სასტიკი დასჯა. სააკაშვილის ცნობილი ნულოვანი ტოლერანტობა მისი ნოუ ჰაუ სულაც არ არის. ეს პრინციპი ნეოკონსერვატორებმა ბუშის პერიოდში აამუშავეს ამერიკულ პოლიციაში როგორც კარგი საშუალება სოციალურად დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ. ა.წ. აგვისტოს დასაწისში ცნობილმა სოციოლოგმა ლოიკ ვაკანმა ავტორიტეტულ საიტზეOპენ Dემოცრაცყგამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ამხილა აშშ-ს ნეოლიბერალური რეჟიმი სიღარიბის წინნაღმდეგ პოლიციური რეპრესიების გატარებაში. ამერიკული ციხეები, ქართული ციხეების მსგავსად ეს არის ხელისუფლების ყველაზე ოპტიმალური ხერხი სიღარიბესთან და სოციალურ პრობლემებთან საბრძოლველად.
ორი საკითხი, რაშიც განსხვავდებიან ქართველი ლიბერტარიანელები ამერიკელი კონსერვატორებისგან არის დამოკიდებულება ეროვნული თვითმყოფადობისა და რელიგიის მიმართ. ნეოკონსერვატორებისთვის ეროვნული იდენტობის დაცვა გამაერთიანებელი ფაქტორია, ქართველი ოლიგარქი ლიბერტარიანელებისთვის საფრთხე. ნეოკონსერვატორები ქრისტიანულ მორალს იცავენ, ეწინააღმდეგებიან აბორტს, სექსუალური უმცერესობების უფლებების ზრდასა და ქორწინებამდელ სექსს, ქართველი ლიბერტარიანელები პირიქით.
ზოგადად ლიბერტარიანელობა, კონკრეტულად მისი ქართული მუტაცია და საერთოდ მსოფლიოში მოქმედი ნეოლიბერალიზმი არანაირ კავშირში არ არის დემოკრატიასთან და მითუმეტეს ისეთ ცნებებთან, როგორიცაა სახელმწიფოს ვალდებულება მოქალაქის მიმართ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მდიდარის და ღარიბის თანასწორობა კანონის წინაშე, სოლიდარობა და ა.შ. ეს იდეოლოგიები უბრალო ხალხის დასაბოლებელი საშუალებებია და მეტი არაფერი, რადგან ისინი არ გამოხატავს ამ უბრალო ხალხის ინტერესებს და არ მოაქვს მათთვის შედეგები.
უბრალო ხალხზე, მშრომელებზე, უმუშევრებზე, საშუალო ფენებზე ზრუნვა შეუძლია მხოლოდ ამავე წრეების ინტერესების გამტარებელ იდეოლოგიას, მემარცხენე იდეოლოგიას. იდეოლოგიას, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს - იყოს პასუხისმგებელი ხალხზე, ყველა მოქალაქეზე. ეს იდეოლოგია ებრძვის ნეოლიბერალურ, ოლიგარქიულ მერიტოკრატიას და ქვენის ბედზე პასუხისმგებლობას, პოლიტიკას თანაბრად ანაწილებს ყველა მოქალაქეზე. მემარცხენე იდეოლოგიის პროდუქტია საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო. ამ იდეოლოგიას სოციალ-დემოკრატია ქვია.
გიორგი უძილაური
www.europian.ge