"ჩემი იდეალია საქართველო, რომლის პრეზიდენტიც იქნება ქურთი" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "ჩემი იდეალია საქართველო, რომლის პრეზიდენტიც იქნება ქურთი"
ნანახია: 495

"ჩემი იდეალია საქართველო, რომლის პრეზიდენტიც იქნება ქურთი"ბატონებს - გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს და დავით ბაქრაძეს
რატომ არ აქვს ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია?



"საქართველო არ არის მრავალეროვანი ქვეყანა"


"მოძახილი"

ასე შეაფასა ბოლოდროინდელ მოვლენებზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მოსაზრებები ესქპერტთა კლუბის წევრმა, პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ. `დეკ~-ის განცხადება ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მედიასაშუალებებში.



"ვფიქრობ, ეს იყო დროული, თუმცა რამდენადმე დაგვიანებული განცხადება. იმ ვითარებაში, როცა სამოქალაქო საზოგადოება ფაქტობრივად ზეგავლენას ვერ ახდენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავებაზე, როცა სარბიელზე ძირითადად დომინირებენ ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური სუბიექტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როცა მედიის თავისუფლება უკიდურესად შეზღუდულია, მისი ხარისხი კი დაბალი, როგორც სარეკლამო ბაზრის, ისე მოქალაქეთა მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით, აუცილებელია კომპეტენტური ადამიანების, ინტელექტუალებისგან შემდგარი, მიუკერძოებელი არბიტრის არსებობა. ბუნებრივია, საკუთარ თავზე არ ვამბობ, მაგრამ `დეკ~-ის წევრები სწორედ ასეთი ადამიანები არიან. მათ უნდა შეაფასონ პოლიტიკოსების `საქმენი საგმირონი”. რატომღაც, დღემდე ექსპერტთა კლუბი ამას თავს არიდებდა. ეს საზიანოა საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის, განსაკუთრებით, პერსპექტივის პრიზმაში. `ქართული აკადემია”, ფაქტობრივად, ერთ კონკრეტულ ძალასთან- `პოლიტიკურ ექვსიანთან~ ასოცირდება, არასამთავრობოების დიდი ნაწილი, ფონდებისა და მთავრობის ხელდასმით ფუნქციონირებს და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ფორვატერში ტრიალებს. ასეთ დროს მიუმხრობელი გაერთიანების არსებობა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის სასარგებლოა. მიუხედავად ამისა, თითქოს ექსპერტთა კლუბის წევრთა ნაწილი, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, დღემდე თავს იკავებდა პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისგან.
ამიტომ, მე მივესალმე ბატონ გია ხუხაშვილის ინიციატივას, რომელმაც ეს გაბედული მისია აიღო თავის თავზე. ვგულისხმობ, პირველმკვალავის როლს და შემოგვთავაზა მიმდინარე მოვლენების ხედვის ვარიანტი. კლუბის წევრთა მიერ განხილვის შემდეგ, შეჯერებული ვარიანტი გამოქვეყნდა მედიაში და შესაბამისი რეზონანსიც მოჰყვა.
თქვენ, როცა კომენტარი მთხოვეთ, იმ საკითხებს შორის, რომლებზეც უნდა ვისაუბრო, დაასახელეთ, თუ რატომ არ აწერს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის 10 წევრზე მეტი ხელს ამ მიმართვას, კლუბის 30 წევრიდან. გარწმუნებთ, აზრთა არანაირ სხვაობას ადგილი არა აქვს, კლუბი ისეთი გაერთიანებაა, რომელიც გამოკვეთილ ინდივიდუალობებს და ინტელექტუალებს აერთიანებს, რაც თავისთავად გულისხმობს აზრთა, მოსაზრებების და პოზიციების მრავალგვარობას. მე შევთავაზე კლუბს ამ `სირთულის~ დაძლევის უმარტივესი გზა: კლუბის სახელით კეთდება განცხადება, თუ მას მხარი დაუჭირა კლუბის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს პლუს ერთმა წევრმა. თუ მხარდამჭერთა რაოდენობა ნახევარზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში, განცხადება კეთდება კლუბის სახელით და მას თან ახლავს ხელმომწერთა სახელ-გვარები.
რა თქმა უნდა, შესაძლოა პლურალიზმისადმი არაკეთილმოსურნედ განწყობილი ხელისუფლების ცალკეულ ჯგუფებს კლუბის გააქტიურება არ მოეწონათ. თუმცა, რახან ისინი დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების ერთგულებას ქადაგებენ, უახლოეს მომავალში ბევრი რამის გადახედვა მოუხდებათ. მათ კი არ უნდა აღიზიანებდეთ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები საზოგადოების მხრიდან, არამედ გაუთავებელ და უსასრულო მონოლოგებს შორის, ხანდახან პაუზასაც უნდა აკეთებდნენ და ადამიანებს უსმენდნენ კიდეც.

"ეთნიკური მეტაფორები"
თქვენ მთხოვეთ, რამეს ხომ არ დავამატებდი განცხადებას, როგორც კლუბის წევრი. როგორც `დეკ~-ის წევრი მას არაფერს დავამატებ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მთლიანად ვეთანხმები გამოქვეყნებულ ტექსტს. დამატებით კი შევნიშნავ, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთ პირველ პირს, კულტურის მინისტრს, ბატონ რურუას უფრო მოზომილი და დასაბუთებული საუბარი მართებს. ქართული საზოგადოება არ არის ღირსი, რომ ბატონმა რურუამ დიდი რეჟისორის, რობერტს სტურუას მოხსნის მიზეზად მის მიერ "ეთნიკური მეტაფორების" გამოყენება დაასახელოს. იქნებ, იქვე ბატონმა რურუამ განმარტოს, რას ნიშნავს `ეთნიკურ მეტაფორა~ და რას მიიჩნევს იგი სტურუას ლექსიკაში ამდაგვარ მეტაფორად.

"ნიკა რურუა VS ანგელა მერკელი"
სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრი ამბობს: `ქართული სახელმწიფო მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული~. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კი მიიჩნევს: `გერმანული საზოგადოება, როგორც მულტიკულტურული ერთობა, არ შედგა~. რა ხდება? დავეწიეთ და გავუსწარით გერმანიას? თურქები და ქურთები საქართველოშიც არიან და გერმანიაშიც. როგორ დავიჯერო ახლა მე, რომ ისინი თავს საქართველოში უკეთ გრძნობენ, ვიდრე გერმანიაში, ყველა თვალსაზრისით.

"საქართველო არ არის მრავალეროვანი ქვეყანა"
მოგიწოდებთ ყველას, ერთხელ და სამუდამოდ, უკუაგდოთ და დაივიწყოთ კლიშე: საქართველო არის მრავალეროვანი ქვეყანა. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ტრიბუნებიდან არაერთგზის ნათქვამი ეს კომუნისტურ-გურული შარჟი მხოლოდ პროპაგანდისტულ ეფექტზე იყო გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის გაჩენიდან, ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულიდან დღემდე საქართველოში მრავალი ეთნოსი ბინადრობდა, საქართველო ყოველთვის იყო და დღესაც არის ქართველების ქვეყანა - საქართველო. შემთხვევით არ დაურქმევია მისთვის სახელად ზვიად გამსახურდიას, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ `საქართველო~ და არა `საქართველოს რესპუბლიკა~ ან სხვა რამე. საქართველო დღეს არის ქართველების ქვეყანა, სადაც ეროვნება-მოქალაქეობა, ჩვენი კანონმდებლობით, არის ქართული და სადაც აღიარებულია ორი ავტონომია - ამ მიწის მკვიდრი აფხაზების და `სამუსლიმანო საქართველოს~ ისტორიული შედეგი აჭარა. შესაძლოა, მოვლენათა გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ვისაუბროთ `სამხრეთელი ოსების~ ავტონომიის აღდგენაზეც. საქართველოში, ქართველების ქვეყანაში, ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც - აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, ბერძნები და ა.შ. ზოგი ადრე მოვიდა იმ მიწა-წყალზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, ზოგი გვიან. მიუხედავად ამისა, ცნება `მრავალეროვანი საქართველო~ არის რელიქტური ცნობიერების პროდუქტი. საქართველოში ცხოვრობენ არა `სხვადასხვა ერები~, არამედ ქართველები და სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ისტორიული სპეციფიკურობიდან გამომდინარე ჩვენ ვაღიარებთ აფხაზებისა და ოსების პრეტენზიების საფუძვლიანობას გაფართოებულ ავტონომიაზე. ჩვენ, მეთქი, ვამბობ და, ბუნებრივია, ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.

"ჩემი იდეალია საქართველო, რომლის პრეზიდენტიც იქნება ქურთი"
საქართველო რომ ქართველების ქვეყანაა, ეს სადაო არ არის. ნებისმიერი ეროვნების ადამიანის, თუ როგორც ახლა ამბობენ, ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანის ყველა უფლება საქართველოში ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული. მე ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, რომლის პრეზიდენტად, თავისუფალი არჩევნების მეშვეობით, ხალხი პრეზიდენტად აირჩევს ეროვნებით ქურთს, იეზიდს, სომეხს ან აზერბაიჯანელს. ქართველებს, ზოგიერთი ჩვენი მეზობლისგან განსხვავებით, ამის დაშვება შეგვიძლია. საქართველო რომ ტოლერანტული ქვეყანაა, ეს მითი როდია. მაგრამ, ეს ქურთი, ოსი ან აზერბაიჯანელი ჟურნალისტებს უნდა იწვევდეს, ბრიფინგს აწყობდეს და თავის თავზე თუ წინაპრებზე ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდეს.
და მთავარი, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ამ დოკუმენტის და ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად საზოგადოება იმსჯელებს, რამდენად შეესაბამება მოცემული ქურთის, იეზიდის თუ აზერბაიჯანელის საქმიანობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თუ შეესაბამება, რა პრობლემაა?

"ბატონებს - გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს და დავით ბაქრაძეს"
"რატომ არ აქვს ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია?"

მაშ შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, `მურა დათვმა~ იმჟამად მოქმედი უსაფრთხოების კონცეფცია თავზე გადაგვახია, საქართველო ორად გახლიჩა, კომუნიკაციები მოშალა, თავდაცვის სისტემა დაანგრია და ჩვენ ამას ვერ დავუპირისპირეთ წინააღმდეგობის ეფექტიანი სისტემა, ცხადი გახდა, რომ უსაფრთხოების წინა კონცეფცია იყო ფარატინა ქაღალდი. ქვეყნის ხელისუფლების დარჩენა და ეკონომიკის თუ სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩამოუშლელობა, აგრეთვე, ნაწილობრივი რეაბილიტაცია ევროპა-აშშ-ს რუსეთთან ვაჭრობის შედეგი იყო და არა ჩვენი მთავრობის გააზრებული პოლიტიკის შედეგი.
დავანებოთ თავი წარსულს. მე ვეკითხები ბატონებს - ბოკერიას, ადეიშვილს, მერაბიშვილს და ბაქრაძეს: რა იქნა ის დოკუმენტი, რომელიც ამდენი ხანია მიმოდის პარლამენტსა და უშიშროების საბჭოს შორის, რომელსაც დროდადრო იხილავენ მშენებლები, `შრომითი კოლექტივები~, გაცხოველებით აანალიზებენ მეცხოველეები და სხვანი და რომელიც ვერასგზით ვერ გახდა ჩვენი სამეცნიერო თუ ინტელექტუალთა წრეების სამსჯელო თემა. რა იქნა ეს დოკუმენტი?
როგორ შეიძლება სუვერენულ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ეროვნული უშიშროების კონცეფცია (სამსჯელო საკითხია ისიც, ამ კონცეფციას "უშიშროების" უნდა ერქვას თუ "უსაფრთხოები"). ბატონებო, გთხოვთ, არა კი არ გთხოვთ, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მოვითხოვ, დააჩქაროთ აღნიშნული დოკუმენტის განხილვა, მიღება და რეალურ სამოქმედო დოკუმენტად ქცევა. ასევე, აუცილებლად მოვითხოვ იმავე დოკუმენტში უფრო მკაფიოდ და ცალკე გამოიყოს `ეკონომიკური უსაფრთხოების" ნაწილი, აგრეთვე "სასურსათო უსაფრთხოების" მონაკვეთი.

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48