ნანახია: 339
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელი "თაღლაურა“ ფართოვდება. „თაღლაურას“ რიგით მეოთხე რესტორანი ოქროყანაში მთაწმინდის პარკის მიმდებარედ გაიხსნა.
როგორც ქსელის დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რესტორანი 250 ადამიანზეა გათვლილი. მის ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც ღია, ასევე დახურული ბუნგალოები, ყოველ მაგიდასთან დამატებით დაკიდებულია ჰამაკები და გრძელი საქანაო სავარძლები, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის. მისი თქმით, ახლადგახსნილი რესტორანი იმითაცაა გამორჩეული, რომ იქ დამატებით მოწყობილია ბავშვთა გასართობი ადგილი. ივანე მაჭავარიანის განცხადებითვე, „თაღლაურა“ ქსელის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს.
|