ნაციონალებმა „ბუდას ქანდაკებას“ ზარბაზნები დაუშინეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ნაციონალებმა „ბუდას ქანდაკებას“ ზარბაზნები დაუშინეს
ნანახია: 558

ნაციონალებმა „ბუდას ქანდაკებას“ ზარბაზნები დაუშინესსტურუას გოლგოთა

„სტურუა მოხსნეს ქსენოფობიისთვის.
ამოცანა გვეკითხება:
მთავრობის რამდენმა წევრმა იცის სიტყვა – „ქსენოფობიის“ მნიშვნელობა.
თუ ვინმემ იცის, მან უნდა დააყენოს მინისტრ რურუას პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი. სტურუას არც სომხებზე და არც ერთ კონკრეტულ სომეხზე არ უთქვამს – მძულსო“.

„ნაციონალების“ ამ შეცდომას, ნუ ჩამითვლით გადაჭარბებად და ჰიპერბოლიზებად და მე თალიბების მიერ კლდეში ნაკვეთი ბუდას ქანდაკებისთვის ზარბაზნების დაშენას შევადარებდი“.

„სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ამასთანავე, მას ტროცკისტულ–ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა დაედო ბრალად. სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. რობერტ სტურუას, იმედია, მხოლოდ ექსორია ემუქრება, თუნდაც „ლონდონის სამეფო ტეატრში“. თუ გაუძლო. ღმერთმა გააძლებინოს“.


"აზდაკის", "ყვარყვარეს", "რიჩარდის" მაგი, ჯადოქარი და შემოქმედი გოლგოთის გზას გაუყენეს. განა `სახიობა~, `თამაშა~, `ბერიკაობა-ყეენობა~ ვინმეს ეპატიება?! ყველა მეფე ერთხელაც ბრაზდება თავის მასხარაზე და მკაცრად სჯის მას. შექსპირის გენია არ არის საჭირო, მიხვდე და დაინახო, რომ ინკვიზიცია დროდადრო იღვიძებს და სულაც არ ჩაკარგულა შუასაუკუნეების წიაღში~, - ამბობს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე, რომელსაც ზაფხულის ხვატით გათანგულ თბილისში იმ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ, რომლებიც დღეს აღელვებს ქართულ საზოგადოებას.


- ბატონო ვაჟა, მაინც რა შეცდომა დაუშვა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ქსენოფობიის მნიშვნელობა მთავრობის წევრთა უმეტესობამ არ იცის?
- ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას, ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გაგდება კი სწორედ ასეთი ფაქტია, ქვეყნის პირველი პირი იღებს. ბუნებრივია, იგი ეთათბირება თავის უახლოეს გარემოცვას, რომელთა შორის ქართველთაგან, გარდა კახა ბენდუქიძის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, გიგა ბოკერიას, დავით კეზერაშვილის და გივი თარგამაძისა, შედის ნიკა რურუაც. რაც არ უნდა უპატივცემულობის განცდა გქონდეს საქართველოს ხალხისა და ქართული საზოგადოებისადმი, დიდი თეატრალის გაძევება მისივე თეატრიდან, ასეთი უსუსური და უსაფუძვლო არგუმენტებით, არ შეიძლება. ამით ჩვენი ხელისუფალი ბატონები ვერც შიშს ჩაუნერგავენ პოტენციურ ერეტიკოსებს და ვერც საზოგადოებას დაარწმუნებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა დაუსჯელი არასდროს დარჩება. ეს ყველაფერი, უბრალოდ, აღქმული იქნება როგორც უპრიმიტიულესი შურისძიება ძალაუფლების ზენიტში მყოფი ადამიანებისა მსოფლიო სახელის მქონე რეჟისორის მიმართ, რომელმაც გაბედა და ხმამაღლა თქვა სიმართლე, თუმცა, კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, შესაძლოა, გადაამლაშა კიდეც.
კულტურის მინისტრმა უნდა იცოდეს ცნება - ქსენოფობიის უმარტივესი განმარტება. იგი ძველი ბერძნულიდან მოდის და `უცხოს შიშს~ ნიშნავს, შიშს უჩვეულოს მიმართ. ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელების ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის ან სიძულვილის მინიშნებად. ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება რასიზმი. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ცრუს ან ნამდვილს, რომ განხილვის სუბიექტი ან ობიექტი რაღაცით უცხოა.
არაფერი მსგავსი თავის ინტერვიუებში, გამოსვლებსა და სტატიებში რობერტ სტურუას არ უთქვამს. მას არ უთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცუდი პრეზიდენტია, იმიტომ, რომ ის არაქართული წარმოშობისაა. მან თქვა, რომ სააკაშვილი ცუდი პრეზიდენტია, მას არ უყვარს საქართველო, რადგან ის ეროვნებით სომეხია. როცა ეს წავიკითხე, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, უბრალოდ, გამეღიმა. რანაირად ჩაითვლება ასეთი განცხადება ქსენოფობიის გამოვლინებად, მით უმეტეს, არმენოფობიად?! მას არ უთქვამს, რომ სააკაშვილი იმიტომ არის ცუდი პრეზიდენტი, რომ ეროვნებით სომეხია. მან თქვა, რომ სააკაშვილს არ უყვარს საქართველო, რადგან სომეხია.
სად არის აქ ქსენოფობია? ლაპარაკი იყო კონკრეტული ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობაზე და მისი პრეზიდენტობის ავ-კარგზე. წესით და რიგით, პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ენერგიულად და თავდადებით აშენებს დემოკრატიას, ამაზე უნდა გაეღიმა და მისთვის დამახასიათებელი მანერით ეხუმრა.
არაფერი მსგავსი არ მოხდა. სტურუას თავს დაესხა ჟურნალ `ტაბულის~ გარშემო შემოკრებილი ჯგუფი, გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩორგოლეიშვილის ხელმძღვანელობით და დაიწყო ლათინოამერიკული დიქტატურებისთვის დამახასიათებელი შეთქმულების მზადება კულისებში.
- აბა, რა უნდა მოემოქმედა ისეთ პატივმოყვარე ადამიანს, როგორიც ჩვენი პრეზიდენტია?
- ჩვენს პრეზიდენტს განათლება ნამდვილად არ აკლია. მან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში. სტურუას განცხადება არ შეიცავდა პრეზიდენტის პატივისა და ღირსების შემლახავ გამონათქვამებს, უფრო მეტიც, ამ უმაღლესი რანგის ინტელექტუალის მსჯელობაში იოტისოდენა შეურაცხყოფაც კი არ გამოსჭვივის ჩვენი მოძმე ერის, სომხების მიმართ. აბა, `ფობია~ სად არის? არ არის რა არანაირი გადაცდომა, ცივილიზებულ საქართველოში ბრიფინგს გამართავდა პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, ქალბატონი მანანა მანჯგალაძე და პრეზიდენტის სახელით გააკეთებდა გნცხადებას, რომ ცნობილი რეჟისორის, რობერტ სტურუას მიერ ნათქვამი მისი სომხური წარმომავლობის შესახებ მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს ისტორიაც ამით დასრულდებოდა. მით უმეტეს, რომ პირადად მე და ქართული საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს ეჭვი არ გვეპარება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეროვნებით ქართველობაში. პრეზიდენტის ეთნიკური წარმომავლობის მიმართ საზოგადოების ინტერესი ბუნებრივი და გასაგებია და ეს ინტერესი დაკმაყოფილებული უნდა იქნას. პრეზიდენტი ხომ უმაღლესი თანამდებობის მქონე საჯარო პირია?! ხოლო, რაც შეეხება გვარგადაკეთებულების თემას, სირაქლემას პოზა, ამ საკითხთან მიმართებაში, ვითარების დასარეგულირებლად არ გამოდგება. საქართველოში ბევრი გვარგადაკეთებული ადამიანია, საქართველოში ყველას აქვს უფლება აირჩიოს ის გვარი და ის ეთნიკური კუთვნილება, რომელიც მას სურს. ოღონდ, საჯარო პირად გახდომის შემთხვევაში, მან უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი და თუ დაისმება კითხვები, გააცნოს მედიის მეშვეობით ყველას მისი წინა ორი-სამი თაობის სახელები, გვარები, სამუშაო და შრომითი ბიოგრაფია, ეთნიკური წარმომავლობა და ასე შემდეგ.
რაა აქ გაუგებარი და სადაო?! თუ ვინმეს მამას ან ბაბუას გვარი აქვს გადაკეთებული, ღმერთმა შეარგოს ქართველობა და ქართული გვარ-ჯილაგი. ამის გამო, განა საქართველოში ოდესმე ვინმე დაუწუნიათ?! განა დავით აღმაშენებლის დედა სომეხი არ იყო, განა თამარის დედა, ბორენა, ოსი არ გახლდათ, განა ჩვენი სათაყვანებელი ერის მამის, ილია ჭავჭავაძის დედა, ბებურიშვილის ქალი, წარმომავლობით და წინაპრებით სომეხი არ იყო?! განა ჩვენ ყველა ამათ და უამრავ სხვას არ ვეთაყვანებით?! რა ქსენოფობიაზეა საუბარი?!
- ახლა კონკრეტული ხელოვანია შერისხული. მას სომხებისადმი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ. ამ სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავთ?
- მინისტრმა რურუამ ყველაფერი თავის თავზე უნდა აიღოს, საზოგადოებას და რობერტ სტურუას ბოდიში უნდა მოუხადოს და რუსთაველის თეატრში ნებისმიერი მისთვის სასურველი ამპლუა შესთავაზოს. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი დაემსგავსება მდაბალ შურისძიებას პიროვნული შეურაცხყოფისთვის. არადა, ხელისუფლებას ამ სიბრტყეში უნდა თემის გადატანა.
სტურუა მოხსნეს ქსენოფობიისთვის.
ამოცანა გვეკითხება:
რამდენმა მთავრობის წევრმა იცის სიტყვა - `ქსენოფობიის~ მნიშვნელობა.
თუ ვინმემ იცის, მან უნდა დააყენოს მინისტრ რურუას პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი. სტურუას არც სომხებზე და არც ერთ კონკრეტულ სომეხზე არ უთქვამს - მძულსო.
`ნაციონალების~ ამ შეცდომას, ნუ ჩამითვლით გადაჭარბებად და ჰიპერბოლიზებად და მე თალიბების მიერ კლდეში ნაკვეთი ბუდას ქანდაკებისთვის ზარბაზნების დაშენას შევადარებდი.
სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა დაედო ბრალად. სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. რობერტ სტურუას, იმედია, მხოლოდ ექსორია ემუქრება, თუნდაც `ლონდონის სამეფო თეატრში~. თუ გაუძლო. ღმერთმა გააძლებინოს.
საბჭოთა ხელისუფლების უმძიმეს წლებში ეროვნულობისა და თავისუფალი სულის შენარჩუნებაში დისიდენტებთან ერთად, შეიძლება, დისიდენტებზე მეტადაც, უზარმაზარი როლი შეასრულა ქართულმა შემოქმედებითმა ინტელიგენციამ. ამაზე საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მალე მოვა. ელდარ შენგელაიას `ცისფერი მთები~ საბჭოთა წყობილების ეპიტაფია იყო. რობერტ სტურუას შემოქმედება კი ქართული თავისუფალი სულის, ეროვნული თვითშეგნების და ზოგადასაკაცობრიო ღირებულებების რეანიმაცია საქართველოში. აღარ გავყვები ამ მრავალრიცხოვან რიგს. ეს ხალხი ამ ხელისუფლებამ ერთხელ უკვე `ჩარეცხა~, ახლა განადგურებას შეუდგა?! ეს ჩვენი ხელისუფლებაა, ჩვენი დები და ძმები არიან, პარლამენტარები, მინისტრები, სახელმწიფო მოხელეები. ჩვენ, ქართული საზოგადოება მათ ვეუბნებით - სტურუას დევნას - არა! აღმშენებლობას, კი ბატონო.
- და მაინც, ყველაფერი დემოკრატიამდე, მის საზღვრებამდე და ქართულ-სომხურ ურთიერთობებამდე მიდის...
- ასე მასშტაბურად არ განვაზოგადებდი. ჩვენ, ქართველები და სომხები ოცდახუთი საუკუნეა გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, იყო ერთობა, მეგობრობა, თანადგომა, იყო შური, ქიშპი და მტრობაც, ომიც. ახლა, ჩვენ, ორი ძირძველი ერი დამოუკიდებლები ვართ, ჩვენ-ჩვენი სახელმწიფოები გაგვაჩნია, ამიტომ, ყველა თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და, როგორც ძმებმა, მოვილაპარაკოთ. ქართველმა და სომეხმა მეცნიერებმა, ობიექტურ უცხოელ მკვლევარებთან ერთად, მოდით, დაადგინონ იმ უამრავი ეკლესიიდან, სომხები რომ ჩემულობენ, მეცნიერთა საკრებულომ გაარკვიოს, ვისი რომელია. მეცნიერებმავე გვითხრან, ბაგრატიონები და ბაგრატუნები, სპერიდან და ერთი ძირიდან მოდიან თუ არა. ჯვრის მონასტერი, სტეფანოზმა, ბოლოსდაბოლოს, სომხებს ააგებინა თუ ქართველ ხუროთმოძღვრებს, შოთა რუსთაველი მართლა სომეხი იყო თუ ქართველი, აქვთ თუ არა ამის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი ჩვენს ძმებს - სომხებს. და, ერთხელ და სამუდამოდ, აგვიხსნან ჩვენმა მეგობარმა სომხებმა, თუ სომეხი იყო რუსთაველი, ქართულად რატომ დაწერა `ვეფხისტყაოსანი~. ან, იქნებ, რომელიმე სომეხმა პოეტმა რატომ არ შექმნა რაიმე, `ვეფხისტყაოსანზე~ უკეთესი. ასეთი ჯიბრით კაცობრიობა უდაოდ მოიგებდა...
- რას გვეტყვით საიმედოს?
- მე მჯერა, და მე ვარ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთიანი კავკასიის იდეის გულწრფელი და გულმხურვალე მხარდამჭერი. მე იმედი მაქვს, რომ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო და კავკასიის ყველა ხალხი სულ მალე იცხოვრებს ევროკავშირის ტიპის გაერთიანებაში. დღეს ეს თითქოსდა ზღაპარია, მაგრამ პირადად ჩემთვის უახლოესი პერსპექტივის რეალობაა. ამ მიმართულებით მე ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის ხედვას. ოღონდ, ვიდრე დავამთავრებდე, ხაზგასმით, გამოკვეთილი შრიფტით, გთხოვთ, დაბეჭდოთ შემდეგი:
შესანიშნავ მსახიობს - თაკო აბაშიძეს გორის თეატრიდან აგდებენ. ამის შესახებ ჩემთვის ამ დღეებში გახდა ცნობილი. მიზეზი, მის მიერ ორი წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვებია, რომ მას ქობულეთში არ სიამოვნებდა სომეხი დამსვენებლების უმრავლესობის გარემოცვაში ყოფნა. რა თქმა უნდა, ქალბატონმა თაკომ ამ განცხადებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს, მაგრამ მისი გაგდება თეატრიდან მორიგი არასასურველი პრეცედენტი იქნება. ასეთი პრეცედენტების სიმრავლე კი საფრთხეს უქმნის ქართველების და სომხების მრავალსაუკუნოვან ძმობას. თუ მოვლენების არასასურველი გზით განვითარება არ შეჩერდა, ლათაიები ქალკედონიტი სომხების მიერ აშენებულ ქართულ ეკლესიებზე და მათ მიერ ქართული სახელმწიფოს აღორძინება X-XIII საუკუნეებში, ვერ აგვაცილებს დაძაბულობის გაღრმავებას ჩვენს შორის.
`რობერტ სტურუას საქმე~ ყველა თვალსაზრისით საჯილდაო ქვა და `ნაციონალების~ ხელისუფლების სერიოზული გამოცდაა.
რა გამოდის, ჩვენი სასიქადულო რობიკო სტურუა ქსენოფობია და არმენოფობი, მსახიობი თაკო აბაშიძე სომხებს ვერ იტანს და ასე შემდეგ. ზოგიერთ ქართველს არ უყვარს სომხები და ამის გამო, ჩვენი მთავრობა საქართველოში ქსენოფობიის და არმენოფობიის არსებობას ადასტურებს?!
მეგობრებო, რა ხდება `დანიის სამეფოში~.
ახლა, ჩვენ რაღა ვქნათ? ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ და სომხები არ გვძულს? ვა, რა საინტერესო თვალსაზრისია! მოდით, ჩვენ გვიყვარდეს სომხები, მათ ქართველები და ბუბა კიკაბიძისა და ფრუნზიკ მკრტიჩიანივით შევეჯიბროთ ერთმანეთს მეგობრობასა და სიყვარულში. ყველას კი, მოდით ნურც სომეხს დავავალდებულებთ გულზე ვეხატოთ და ვუყვარდეთ და ნურც ქართველს მოვთხოვთ იმავეს სომხების მიმართ.
თუ გულზე ხელს დავიდებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ სომხები. მათი რიცხვი ძალიან მცირეა, მაგრამ ასევე არიან ქართველთმოძულენი სომხეთში, ასევე მცირე რაოდენობით. რა, ჩვენ თვითგვემას მივეცეთ, მაშინ როცა ანტიქართული საქმიანობისთვის ერთი სომეხიც კი არავის გაუკიცხავს, თუნდაც აფხაზეთში ქართველების მარბიელი ბაგრამიანის რაზმიდან?
ასე რომ, `ფობია~ ყოველთვის ორმხრივია. ეს უნდა ახსოვდეთ ჩვენს `სახელმწიფო მამებს~, ჭკუას რომ გვარიგებენ ეკრანებიდან.
ქართველოფობია შობს არმენოფობიას და პირიქით. ეს ყველაფერი კი უფრო მეტია და სახიფათო, ვიდრე ქსენოფობია.
- გმადლობთ

ესაუბრა


ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48