ბრეივიკის "მანიფესტი" უამრავ დაშიფრულ კოდს შეიცავს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ბრეივიკის "მანიფესტი" უამრავ დაშიფრულ კოდს შეიცავს
ნანახია: 475

ბრეივიკის "მანიფესტი" უამრავ დაშიფრულ კოდს შეიცავსნორვეგიაში ძალისხმევას არ იშურებენ 32 წლის ანდერს ბრეივიკის საქმის გამოსაძიებლად, რომელიც ტერაქტების სერიის მოწყობასა და 77 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნული ტერაქტები 22 ივლისს მოხდა. ტერორისტმა თავი დამნაშავედ აღიარა, მაგრამ არავითარი სინანული არ გამოუხატავს. გამომძიებლებს მან განუცხადა, დანაშაული იმიტომ ჩავიდინე, რომ ყურადღების მიპყრობა მსურდა ჩემი პოლიტიკური მანიფესტისთვისო. შეგახსენებთ, რომ ტერაქტების სერიამდე რამდენიმე საათით ადრე ბრეივიკმა ინტერნეტსივრცეში 1500 გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც კონკრეტულად არის აღწერილი მისი მოტივაცია და ტერაქტებისთვის მზადების ცხრაწლიანი პერიოდი. მისი მიზანი ევროპის გამოფხიზლება იყო, რომელსაც, მისი აზრით, მუსულმანებისგან და მათი ლიბერალური პოლიტიკისგან გამომდინარე, საშიშროება ემუქრება.

დეკლარაციაში, ამასთანავე, ნათქვამია, რომ ბრეივიკი 2002 წელს საიდუმლო საერთაშორისო დაჯგუფების წევრი გახდა და რომ მისი დაკავების ან სიკვდილის შემთხვევაში მისი თანამოაზრენი განაგრძობენ ანდერსის საქმიანობას. ამ ინფორმაციამ ნორვეგიელი გამომძიებლები დააინტერესა და მათ ტერორისტის თანამოაზრეების ძიება მთელი ევროპის მასშტაბით დაიწყეს.

მათი დახმარების ინიციატივა ადგილობრივ ჰაკერთა ჯგუფმა, სახელწოდებით Noria გამოთქვა. მოზარდებმა ბრეივიკის ელექტრონული ფოსტა იპოვეს და გატეხეს იგი. მისი პირადი ინფორმაციის გადმოტვირთვის შემდეგ იგი პოლიციას გაუგზავნეს. თუმცა ნორვეგიის პოლიციელები არ ჩქარობენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესწავლას: კანონი მათ უფლებას არ აძლევს გამოიყენონ ინფორმაცია, რომელიც არალეგალური გზითაა მოპოვებული. გამომძიებლებმა დაკითხვები გარკვეული დროით შეწყვიტეს. 40 საათიანი დაკითხვების შემდეგ, კრიმინალები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბრეივიკი მარტო მოქმედებდა.

ამასთანავე გამოძიების დასახმარებლად ინიციატივა სხვადასხვა ჯგუფმაც გამოთქვა. მასში შედის 400 ექსპერტი მთელი მსოფლიოდან, მიზანი კი ბრეივიკის მანიფესტის შესწავლა და საიდუმლო კოდების გაშიფვრაა. აზრი იმის შესახებ, რომ მანიფესტი, შესაძლოა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდეს, მოუვიდა ნორვეგიელ პროგრამისტს, როლფ ფროიზს. ეს აზრი კი მაშინ დაებადა, რაც გაიგო, რომ ბრეივიკის იდეალი ამერიკელი ტერორისტი, თეოდორ კაჩინსკი იყო. მანიფესტში იგრძნობა კაჩინსკის გავლენა. პროგრამისტმა გაიხსენა, რომ ამერიკელს კრიპტოგრაფია იტაცებდა და საკუთარ გეგმებს დაშიფრული გზით დღიურში იწერდა, რომლის გაშიფვრაც სპეციალისტებმა მხოლოდ 2006 წელს შეძლეს – კაჩინსკის დაპატიმრებიდან ათი წლის შემდეგ და ესეც მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით მოხერხდა.

„მე ვიფიქრემ რომ შესაძლოა ბრეივიკის მანიფესტშიც იყოს რაღაც დაშიფრული და დავიწყე ძებნა“, – განაცხადა როლფ ფროიზმა. „მე მინდოდა რომ წამოწყებული საქმისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ტექსტში ძალიან ბევრი ბმულია სხვადასხვა ინტერნეტ გვერდიდან და ეს საეჭვოდ მომეჩვენა. ბმულების ანალიზისთვის სპეციალური პროგრამა დავწერე და აღმოჩნდა, რომ ამ ინტერნეტ გვერდების უმრავლესობა არ იხსნებოდა, სამაგიეროდ უამრავ ციფრსა და ნიშნებს შეიცავდა, რომლებიც საკმაოდ ჰგავდნენ GPS–კოორდინატებს. ციფრები სრულიად უმიზეზოდ გადმოვიტანე რუკაზე და ლივერპულის კოორდინატები ამომიყარა, მაშინ მივხვდი, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო“, – გაიხსენა მან.

„სიტუაცია ძალიან რეალურია. ინფორმაციის მსგავს დაფარვას სტეგანოგრაფია ჰქვია. შიფრისგან განსხვავებით, სტეგანოგრაფიაში იმალება თავად ფაქტი, რომელიც ინფორმაციას ხსნის, რომლის აღმოჩენაც მიზნობრივი ძებნის შემთხვევაშია შესაძლებელი. ყველაზე ხშირად გვხვდება ინფორმაციის დამალვა სურათის საშუალებით: ცნობილია, რომ „ალ–ქაიდა“ ტერაქტების ბრძანებებს ინტერნეტ სივრცეში სრულიად ჩვეულებრივი სურათების გავრცელებით გასცემდა. სწორედ ამ სურათებში იყო დამალული ფარული გზავნილები“.

აღმოჩენის შესახებ ნორვეგიელმა კოლეგებს უთხრა და შექმნა ინტერნეტ–გვერდი, რომლის საშუალებითაც საინფორმაციო უსაფრთხოების ექსპერტებს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. რამდენიმე დღეში მოხალისეებმა შეძლეს ბმულების მონაცემების დამუშავება, მათი რუკაზე გადატანა და გაირკვა, თუ რა იმალებოდა ციფრების მიღმა. მათ მიერ მიღებული შედეგი გამაოგნებელია: კოორდინატები მიუთითებდნენ 40–ზე მეტი სახელმწიფო შენობის ადგილმდებარეობაზე, მემარცხენეთა და ლიბერალური პარტიების ოფისებზე, აეროპორტებზე, სადგურებზე, მეჩეთებზე, ბანკებსა და სკოლებზე. ობიექტების უმრავლესობა მდებარეობს იმ ქვეყნებში, რომელთა შიდა საქმიანობაშიც ბრეივიკის აზრით აუცილებელია ჩარევა, – საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში.

პროგრამისტებმა აღნიშნული ინფორმაცია პოლიციელებს შეატყობინეს. ნორვეგიელმა პროკურორმა, ჰორტ კრაბიმ უპასუხა მათ: „ეს ბრეივიკის გეგმის ნაწილია – მას სურს, რომ მის მანიფესტს რაც შეიძლება დიდი ყურადღება დაუთმონ“. ჰოლანდიის პოლიციამ კი ინფორმაცია ძალიან სერიოზულად ჩათვალა და უკვე მიიღო შესაბამისი გზები მანიფესტში აღნიშნული შენობების დასაცავად.

დოკუმენტის ანალიზი კვლავ გრძელდება. „მკვლელი თავის მანიფესტზე ცხრა წელიწადი მუშაობდა. პოლიციელებმა თქვეს რომ მათ ექვსი წელი დასჭირდებათ მის შესასწავლად. ჩვენ რამდენიმე დღეში აღმოვაჩინეთ მასში საიდუმლო ინფორმაცია. ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად ვიპოვნით ბრეივიკის გეგმების მიზანსა და მისი მანიფესტის ნამდვილ არსს გავშიფრავთ“, – ამბობს როლფ როიზი.


presa.ge
ანანო კვაჭანტირაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48