"ნატო” - გზა, რომელიც შორია... » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "ნატო” - გზა, რომელიც შორია...
ნანახია: 382

"ნატო” - გზა, რომელიც შორია...ქვეყანას ჯერ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, რათა სრულად შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს, როგორც თავისი პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ისე უსაფრთხოების სისტემების აგების თვალსაზრისით

ინტერვიუ ატლანტიკური საბჭოს დირექტორთან, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ირაკლი მენაღარიშვილთან

საქართველო რთულ მდგომარეობაშია, მისი მნიშვნელობა ალიანსში კარგად ესმით, ქვეყანას ჰყავს უამრავი მეგობარი, მაგრამ ეს არ არის ის რეგიონი სადაც მარტივად შეიძლება ზოგიერთმა მოთამაშემ, კერძოდ რუსეთმა დათმოს თვისი პოზიციები.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომელიც დღეისათვის 28 სახელმწიფოს აერთიანებს. ორგანიზაცია შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს. ნატოს ძირითადი ამოცანაა წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ნატოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად - ,,ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის’.
საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაში ინტეგრაცია. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო-ს როლს ქვეყნის უსაფრთხოების და სატაბილურობის განმტკიცების საქმეში. საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ გაზეთი ბ&ფ ესაუბრა ატლანტიკური საბჭოს დირექტორს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს.


- 2002 წლის 24 ნოემბერს პრაღაში, ნატოს სამიტზე, საქართველომ გააკეთა განცხადება ნატოში გაწევრიანების, სურვილის შესახებ და მზადყოფნა გამოთქვა, დაეწყო ალიანსთან თანამშრომლობა ახალი პროგრამის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის აიპაპის (IPAP) ფარგლებში. რამდენად ზედმიწევნით ახორციელებს საქართველო აღებულ ვალდებულებებს და რაში დაეხმარება საქართველოს IPAP-ის ეფექტურად განხორციელება?
- IPAP სპეციალურად ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში შეიქმნა, რათა ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, ვისაც ალიანსში გაწევრიანების სურვილი ჰქონდა, ხელი შეეწყოთ მათი როგორც შიდა პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ისე უსაფრთხოების და კერძოდ თავდაცვის სისტემის მოწესრიგების და იმ სტანდარტებზე მოწყობის საქმეში რომელიც აუცილებელია ალიანსის წევრობისათვის. IPAP როგორც პროგრამა სწორად ამ სამიტზე იქნა მიღებულ და საქართველო გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა სურვილი შეერთებოდა მას და პირველი, რომელმაც ორ წელიწადში IPAP მიიღო კიდევაც. IPAP-ის მიზანი გახლავთ ორი ძირითადი მიმართულებით: ქვეყნის პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სისტემის, კერძოდ კი თავდაცვის სისტემის გარდაქმნის მიმართულებით მოძრაობა. ქვეყნის წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სწორედ მასში გათვალისწინებული მიზნების მიღწევის შესაბამისად ფასდება, როგორც ჩვენი ისე ალიანსის მხრიდან.
სამხედრო რეფორმა საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ, როგორც საქართველო-ნატოს საბჭოს უკანასკნელი სხდომის ფინალურ დოკუმენტშიც აღინიშნა, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი შეიარაღებული ძალების თანამედროვე სტანდარტზე მოწყობის და ორგანიზების თვალსაზრისით. ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი პოლიტიკური ცხოვრების ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. საუბარია სასამართლო რეფორმაზე და ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნაზე; მედიის თავისუფლების უზრუნველყოფაზე და ამ სფეროს ისე მოწყობაზე, როგორიც ეს დემოკრტატიულ საზოგადოებას ახასიათებს; სახელისუფლებო რგოლებს შორის სათანადო ბალანსის ჩამოყალიბებასა და ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლის უზრუნველყოფაზე. ქვეყნის სტაბილურობა უნდა დაეფუძნოს კარგად დაბალანსებული, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას. ამ გზაზე ჩვენ ჯერ კიდევ საკმაო მანძილი გვაქვს გასავლელი.
- ბუქარესტის სამიტზე იყო იმედი, რომ საქართველოს მისცემდნენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ,,მაპს (MAP) მაგრამ, ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. დღეს აკმაყოფილებს თუ არა საქართველო ნატოს სტანდარტებს?
- რა თქმა უნდა, ჯერ არა. ეს არაერთხელ ითქვა ნატოს გენერალური მდივნების მიერ და ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომაზეც. ქვეყანას ჯერ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი რათა სრულად შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს, როგორც თავის პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ისე უსაფრთხოების სისტემის აგების თვალსაზრისით.
- ნატო ყველაზე ეფექტური თავდაცვითი და უსაფრთხოების სტრუქტურაა მსოფლიოში. ნატოს წევრობით, საქართველოს უსაფრთხოება რამდენად იქნება დაცული, როცა რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%. როგორ უნდა დაბალანსდეს რუსეთთან ურთიერთობა?
- ის, რომ ნატო მსოფლიოში ყველაზე ეფექტური თავდაცვითი ალიანსია ამაში ეჭვი არავის ეპარება. ნატოს წევრობა ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოების სანდოდ დაცვას, ამიტომაც იყო საქართველოს საზოგადოების და მისი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სწორად ამ მიმართულებით ემოძრავათ. 2008 წლის ომის შედეგად შექმნილი სიტუაცია სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოსთვის. აქ საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთი წინააღმდეგია ნატოში საქართველოს წევრობისა, საუბარია ქვეყნის მთლიანობის დარღვევაზე, საომარი სიტუაციის არსებობაზე მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოსთან რაც, რა თქმა უნდა ხელის შემშლელია ნატოში გაწევრიანებისთვის. საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი რუსეთთან უნდა დაეფუძნოს ხანგრძლივ ვადიან, კარგად გააზრებულ სტრატეგიას. ამგვარი სტრატეგია სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს. საქართველოს აქვს საკმაოდ საინტერესო განცხადებები კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა იქცეს სერიოზულ, თანმიმდევრულად რეალიზებად პოლიტიკად და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ყოველგვარმა მცდელობამ, სწრაფად გადაეწყვიტა კონფლიქტების პრობლემა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო და ჩვენ ამან ჭკუა უნდა გვასწავლოს. უდავოა, რომ საქართველომ არა მხოლოდ უნდა განაცხადოს იმის შესახებ, რომ იგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას სცნობს, არამედ საქმით დაამტკიცოს, რომ სრულიად გამორიცხულია რაიმე სხვა სახის მოულოდნელობის წინაშე ალიანსის დაყენება. ეს ალიანსისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა. საქართველომ მკაფიოდ წარმოდგენილი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს და ეს სვლა მშვიდობიანი უნდა იყოს, სწორედ მშვიდობიან შეჯიბრში უნდა ვაჯობოთ მას, ვისაც სურს, რომ ქვეყნის ევრო - ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.
- თუ არის მოსალოდნელი, რუსეთის მხრიდან საომარი ოპერაციების განმეორება. დაუშვებს თუ არა რუსეთი საქართველოს ნატოში შესვლას ე.წ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად?
- ამ საკითხზე მარტივი პასუხი არ არსებობს. მოვლენების განვითარების კვალობაზე უნდა მოხდეს დაგეგმვა იმ ნაბიჯებისა, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. რუსეთისთვის საქართველოს ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის ნებისმიერ სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანება, მათი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოიაზრება. საქართველომ უნდა იმუშაოს იმ მიმართულებით, რომ ეს რეალობა შეცვალოს. თუკი საქართველო იქნება მშვიდობისმოყვარე და ამავე დროს საკმარისად მოტივირებული, რუსეთს მოუწევს შეეგუოს რეალობას, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.
- საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამოშობს ნატოს ოპერაციებში ავღანეთში. საქართველო გახდა აქტიური პარტნიორი ალიანსის სამშვიდობო საქმიანობისა რაც ქვეყნის ევრო-ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რა დამაბრკოლებელი ფაქტორი არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მისცეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა? ეს ფაქტი ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ევროპელ ლიდერებს აქვთ რუსეთის მიმართ შიში?
- რუსეთის გავლენას სრულად ნუ გამოვრიცხავთ ამ პროცესებზე იმიტომ, რომ რუსეთი მუშაობს თავისი მიზნის მისაღწევად არა მხოლოდ სამხრეთ-კავკასიურ სცენაზე, არამედ ყველგან, სადაც შეუძლია თავისი ზემოქმედების ინსტრუმენტები გამოიყენოს. კონკრეტულად ევროპასთან ურთიერთობაში, მას ასეთი ინსტრუმენტები გააჩნია. თუმცა ყველაფრის რუსეთის ბოროტი განზრახვით და მის მიერ ძირგამომთხრელი საქმიანობით ახსნა არასწორი და არაკონსტრუქციული იქნებოდა. თუ ჩვენი საშინაო დავალების შესრულებაში ხარვეზები არ დავინახეთ, ვერასდროს შევძლებთ ამ ხარვეზების გასწორებას. ამიტომ უნდა მივიღოთ ის აზრი, რომ მათ ვინც საქართველოს აკრიტიკებდა ნაკლები არგუმენტი უნდა ჰქონოდა იმისთვის, რომ საწინააღმდეგოდ მიეცათ ხმა. საქართველო რთულ მდგომარეობაშია, მისი მნიშვნელობა ალიანსში კარგად ესმით, ქვეყანას უამრავი მეგობარი ჰყავს. მაგრამ ეს არ არის ის რეგიონი სადაც მარტივად შეიძლება ზოგიერთმა მოთამაშემ, კერძოდ რუსეთმა დათმოს თვისი პოზიციები. ამიტომ ჩვენ გაათკეცებული ძალისხმევა მოგვიხდება იმისათვის რათა ჩვენი სტრატეგიული არჩევანი რეალიზებული იქნეს.
- ნოემბერში საქარველოში ჩრდილო - ატლანტიკური საბჭოს სხდომაა დაგეგმილი. რას უნდა ველოდოთ ამ სხდომიდან?
- ეს კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ეს ძალიან სერიოზული გზავნილია მსოფლიო თანამეგობრობისთვის, როდესაც ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭო, ალიანსის უმაღლესი მმართველი ორგანოს სხდომა იმართება პარტნიორ და არა წევრ ქვეყანაში, ამიტომ ეს სერიოზული ხელშემწყობი მომენტი უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმედი მაქვს, ეს გზავნილი სათანადოდ იქნება აღქმული როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.
- თუ შეგიძლიათ გააკეთოთ პროგნოზი, როდის შეიძლება ველოდოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?
- ჩვენ ამას ნამდვილად მოვესწრებით, ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ...

მთვარისა ჭიღლაძე









 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48