ნანახია: 291
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მსოფლიო მასშტაბის ეკონომისტები -”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში” კვლევის თანადამფუძნებელი და თანაავტორი ჯეიმზ გვორთნი და ფლორიდის გუბერნატორის ეკონომიკური მრჩეველი, რენდალ ჰოლქომბი იმყოფებიან. მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ უშუალო ინფორმაციის მიღებაა. ცნობილი ეკონომისტების მონაწილეობით 11 აგვისტოს სასტუმრო რედისონში მრგვალი მაგიდა მოეწყო. აღიარებული ფინანსისტების მონაწილეობით დისკუსიას ორგანიზება ეროვნული საინვესტიციო სააგენტომ და ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველომ გაუწია. ცნობილ ეკონომისტებთან ერთად დისკუსიასი მონაწილეობა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ეკონომიკური მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. ჯეიმზ გვორთნმა და რენდალ ჰოლქომბმა ქართველ ფინანსისტებთან და ეკონომისტებთან ერთად ანალიტიკოსებთან ერთად ქართული საფინანსო სექტორის განვითარების ტენდენციები მიმოიხილეს.
|