საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადება
ნანახია: 280

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებასაქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ეხმაურება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადებას, სადაც ორგანიზაცია- თითქოსდა აპელირებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაზე და აცხადებს, რომ შტატები საქართველოს პროფკავშირების გაძლიერებას ითხოვს და იქვე პროფკავშირების გაერთიანებას აკრიტიკებს.
აღვნიშნავთ, რომ შტატების ხელისუფლება საქართველოს შრომით სფეროში არსებული რთული ვითარების და პრობლემების შესახებ, დეტალურ ინფორმაციას სწორედ პროფკავშირების გაერთიანებისგან იღებს და საკუთარ პოზიციას სწორედ ჩვენს მიერ მიწოდებული კონკრეტული ფაქტების, მონაცემების, სასამართლო დავების გათვალისწინებით აქვეყნებს.
აქვე გვინდა დავძინოთ, რომ შტატების ხელისუფლებას საქართველოში საგანგებოდ აქვს გახსნილი სპეციალური წარმოამდგენლობა “სოლიდარობის ცენტრის” სახით, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან. თანამშრომლობა და სოლიდარობის ცენტრის პროექტები კი რადიკალურადაა განსხვავებული “სოროსის” ცენტრის სტრატეგიისა და მიზნებისგან, ჩვენ კი კარგად ვხედავთ “სოროსის”ცენტრის მიერ დაფინანსებულ და გადამზადებულ გოგო ბიჭებს და მათ არა სახელმწიფოებრივ ქმედებებს.
კარგია, რომ ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ცდილობს დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ აქვე გვაინტერესებს - შეასრულა თუ არა ამ ორგანიზაციამ რაიმე ფორმით თავისი მთავარი ფუნქცია, დაიცვა თუ არა ბიზნესი და ბიზნესმენები, უკვე დასაქმებულებს რომ იცავს? თუ მშრომელთა დაცვა პრესკონფერენციების მოწყობა და კამერებთან პოზირება ჰგონია?! იმის ნაცვლად, რომ კრიტიკით არიან დაკავებულნი ვთხოვთ ორგანიზაციას გაგვაცნონ თავიანთი საქმიანობის კონკრეტული შედეგები თუ რა გაუკეთებიათ! Aასევე გვაინტერესებს, როგორ ახერხებენ უფრო ეფექტურად დასაქმებუთა უფლებებსი დაცვას ჩვენგან განსხვავებით, იქნებ გადავიღოთ.
პროფკავშირების გაერთიანებას აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფ, საარჩევნო ამბიციების მქონე მცირე ჯგუფს აქვს გარკვეული გეგმა და მათი იურისტები აქტიურად მუშაობენ ერთ ერთ უმსხვილეს დეპარტამენტსა და სამინისტროში ალტერნატიული პროფკავშირის შექმნაზე.
ასევე ზოგიერთი რაიონის გამგებელი, ზემდგომთა ბრძანებით – აიძულებს ხალხს დატოვონ პროფკავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.
ეგრეთწოდებული ალტერნატივის შექმნა იგეგმება სექტემბრის ბოლოს, მანამდე კი საზოგადოებას, რომ რაიმე სახის პროტესტი არ გაუჩნდეს, იგეგმება პროფკავშირების და მათი ხელმძღვანელების დისკრედიტაცია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია კი სწორედ ამ სქემის ერთ ერთი ნაწილია და მეტი არაფერი.
პარლამენტის ანუ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ რეფორმირებული პროფკავშირები ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს აფბას, საქართველოს მოსახლეობის უფლებები კი დაუცველი დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია - ჩვენის მხრიდან დებატებში მონაწილეობა იქნება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციის რეკლამირება, მზად ვართ საჯარო დისკუსიაზე და ვიწვევთ ორგანიზაციის წევრებს ორშაბათს, 8 აგვისტოს, 4 საათზე - პროფკავშირების გაერთიანებაში.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48