ნანახია: 486
მილიონები დასავლეთის მიერ მოყირჭებული მომღერლებისათვის, ვითომდა ტურიზმის ასაყვავებლად და უარი ბავშვებს, მათი ბაღში აღსაზრდელად კაპიკების გამოსაყოფად, საკრებულოელი ”ნაცი” ძიების მიერ თქმული.
ინდივიდუალური გადასახადი ბავშვთა ბაღებში.
ქალაქის მერიამ დღეს საბავშვო ბაღების "მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ შეიქმნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი – თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო, რომელიც თბილისელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი მეთოდოლოგიით სწავლებასა და გაუმჯობესებულ მომსახურებას სთავაზობს. მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითოეულ ბაღს შესაძლებლობა ექნება, დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხარისხის შესაბამისი, ინდივიდუალური გადასახადი დააწესოს, მაგრამ ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება. თუ რა თანხას მოიცავს ერთი ბავშვის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, მერიის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის. რეფორმის აზრი მარტივია - ხალხს უძვირდება ცხოვრება, ბაღი ოჯახების უმეტესობისათვის მიუწვდომელი ხდება.
|