ქართულმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოატყუა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ქართულმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოატყუა
ნანახია: 451

ქართულმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოატყუა მეწარმეთა ნაწილს GPRS-ის სალარო აპარატების შეძენისთვის 290 ლარის გადახდა რეალურად მოუწევს

მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს აღემატება, GPRS-ის სალარო აპარატების შეძენისთვის 290 ლარის გადახდა მოუწევთ.
ამის შესახებ დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, GPRS-ის საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვა-დარიგების პროცესის პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომელიც მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანო გოგიჩაძემ გამართეს.
შემოსავლების სასახურის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, გადამხდელთა ერთი ნაწილი საერთოდ თავისუფლდება სალარო აპარატების ქონის ვალდებულებისაგან. კერძოდ, ეს ეხება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებს, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 30 ათას ლარს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურში ასეთი სტატუსის მქონე 9 713 მეწარმეა დარეგისტრირებული. გასაკვირია, როცა ამ საკითხზე ხდება აპელირება ახალი სალარო აპარატების შემოღებისას, რადგან მირკო მეწერმეებს არც ძველი აპარატების ქონის ვალდებულება ჰქონდათ, შესაბმისად იმ 9 ათასი მეწარმისთვის რეალურად არაფერი შეცვლილა.
მეწარმეთა ნაწილს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ახალი აპარატები უსასყიდლოდ გადაეცემა. საუბარია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებზე, რომელთა წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს არ აღემატება.
იმ მეწარმეებს კი, რომლებმაც სალარო აპარატებში 290 ლარი უნდა გადაიხადონ, შეუძლიათ ისარგებლონ ბანკის ურპოცენტო განვადებით 12 თვის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მთავრობა მეწარმეებისთვის GPღშ სისტემის სალარო-აპარატების უფასოდ დარიგებას აპირებდა. ცოტა ხნის შემდეგ ხელისუფლებამ შეცვალა და განაცხადა, რომ ახალ სალარო აპარეტებს უფასოდ მხოლოდ იმ მეწარმეებს გადასცემდნენ, ვისი წლიური ბრუნვაც 250 ათას ლარს არ აღემატება, დანარჩენებს კი ყიდვა მოუწევდათ. ამასთან, თბილისში ახალი სალარო-აპარატების დარიგება პირველი მარტიდან იგეგმებოდა და წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფაქტია ეს პირობები არ შესრულებულა.
ახალი სალარო აპარატების ნაწილი უკვე შემოტანილია საქართველოში. მის შემოტანას უზრუნველყოფს ტენდერში გამრჯვებული ბულგარული კომპანია Daisy technology, რომელმაც წლის ბოლომდე 100 ათასი აპარატი უნდა შემოიტანოს.
გადამხდელთა რეგისტრაციას კი Daisy technology-ს წარმომადგენელი "ჯორჯიან ნეტვორკ სერვიზი" განახორციელებს. შექმნილია სპეციალური ბაზა, რომელშიც შევა მონაცემები ახალი საკონტროლო სალარო აპარატიდან. შემოსავლების სამსახურს ობიექტს მიუსვლელად შეეძლება მიიღოს 4 სახის ინფორმაცია: დღიური ბრუნვის ჯამი, იგივე Z რეპორტი; X რეპორტი, ანუ ჯამი ძ რეპორტიდან მიმდინარე მოთხოვნამდე; "ჩეკ ტოტალი" და "ჩეკ დეტალი".
"ჯორჯიან ნეტვორკ სერვიზის" ტექნიკური ჯგუფი გადამხდელებს მოემსახურება შემოსავლის სამსახურის სერვის-ცენტრებსა და ოფისებში, დაეხმარება მათ ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრაში, მომსახურეობა კი თვეში 5 ლარი ეღირება. ამ თანხაში შედის GPRS-ის კავშირის ღირებულებაც.
სალარო აპარატების დარიგების პროცედურა 3 ეტაპად მოხდება. ახალ აპარატებზე გადასვლის პროექტი დღეიდან სატესტო რეჟიმში, თავდაპირველად თბილისში ამოქმედდება. რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, ტექნიკური მომსახურების პერსონალი განთავსდება თბილისის მომსახურების სერვის-ცენტრებში. მეორე ეტაპი კი 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და პროექტი განხორციელდება რეგიონებშიც. პროექტის მესამე ეტაპზე კი 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ძველი მოდელები ახლით სრულად ჩანაცვლდება, ხოლო 2012 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება მათი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება.
ახალი სალარო აპარატის მისაღებად მეწარმეები უნდა დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებს. აღნიშნული პროექტი ბიუჯეტს 13 მილიონი ლარი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ თუ ნაწილი მეწარმეებისა აპარატებს უფასოდ მიიღებს, მეორე ნაწილს მისი შეძენა არცთუ იაფად მოუწევთ. თუ საგადასახადოს 100 000 სალარო აპარატის შეძენა 13 მლნ. ლარი დაუჯდა, გამოდის, რომ თითოეულის შესაძენი ფასი 130 ლარი ყოფილა. მაშინ გაუგებარია, როტომ უნდა გადაიხადონ მეწარმეებმა, რომელთა ბრუნვა წელიწადში 100 ათას ლარს აღემატება, 130 ლარიან აპარატში, 290 ლარი?
2011 წლის 1 მარტის მონაცემებით საქართველოში სულ 362 983 ბიზნეს-სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც 246 315 ინდ. მეწარმეა. აქედან გამომდინარე საქართველოს ბიზნეს სექტორს დაახლოებით 300 000 სალარო აპარატი დასჭირდება. თუ 100 ათასი შემოსავლების სამსახურმა შეიძინა, საკუთარი სახსრებით დანარჩენი 200 000-ის შეძენა ბიზნესს საკუტარი ჯიბიდან მოუწევს, თან საგადასახადოსთან შედარებით ბევრად ძვირ ფასად.
ახალი სალარო აპარატების დარიგების თუ სავალდებულო შესყიდვის შემდეგ მეწარმეებს ძველების გადაყრა მოუწევთ. GPღშ სისტემის სალარო-აპარატის გამოყენებისას ინფორმაცია მაშინვე გადაეცემა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზას. კონკრეტული ოპერაცია ავტომატურად მიეწოდება შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერს და ინახება.
საგადასახადო მაკონტროლებლები ირწმუნებოდნენ, რომ სერვერზე ინფორმაციის თავმოყრა მეწარმეს ბიზნესის მართვას გაუადვილებს. მაგალითად, ის ნებისმიერ დროს შეძლებს, შევიდეს მონაცემთა ბაზაში და ნახოს, როგორ ვაჭრობს, როდის ჰქონდა ყველაზე დიდი ან მცირე შემოსავალი. თუმცა სისტემის დანერგვიდან სარგებელს მაკონტროლებლებიც ელიან, კერძოდ, კონტროლის პროცედურების გამარტივებას - შემოსავლების სამსახურს მეწარმეების "გამოსაჭერად" სიარული აღარ უნდა მოუხდეს და კონკრეტული ბიზნესის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოპოვებას სამსახურიდან გაუსვლელად შეძლებს.
მერაბ ჯანიაშვილი, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე:
- ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც ამ სალარო-აპარატით ჩატარდება, პირდაპირ აღირიცხება შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაში. ერთი მხრივ, მაკონტროლებლები აცხადებენ, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა მათ ხარჯებს შეუმცირებს, ანუ იმ ხალხს, ვინც მეწარმეების შესამოწმებლად დადიოდა, ამის გაკეთება აღარ მოუწევს. ხოლო მეორე მხრივ, ახალი სისტემის დანერგვით ბიზნესის ადმინისტრირება უნდა გამარტივდეს. მე კი ვფიქრობ, რომ GPღშ სისტემის დანერგვა სახელმწიფო უწყების ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. წარმოიდგინეთ ათეულობით და ასეულობით ათასი გადამხდელი საქართველოს მასშტაბით. ახლა მეწარმეებს გამორჩევის პრინციპით, რიგრიგობით ამოწმებენ. ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ მონაცემთა ბაზაში სერვერზე ინფორმაციის ძალიან დიდი მოცულობა მოიყრის თავს, იმდენი, რომ მის შემოწმებას საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსი დასჭირდება. შესაბამისად, ამ სტრუქტურაში თანამშრომლების დამატება დასჭირდებათ და სახელმწიფოსაც ხარჯი გაეზრდება.
გარდა ამისა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება შეცდომების გამოსწორება. მოგეხსენებათ, სალარო-აპარატით სარგებლობისას ადამიანი შეცდომასაც უშვებს, შესაძლოა, უნებლიეთ სხვა ღილაკს დააჭიროს თითი. თუ ახლა შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია, ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, რადგან ინფორმაცია განხორციელებული ოპერაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაში ავტომატურად აისახება. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ამ სიახლით მეწარმეთა დაჯარიმების შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდება და ბიზნესის ტოტალური კონტროლი განხორციელდება.
ძალიან ძნელია, შემოსავლების სამსახურის კაპრიზის, რეფორმების გამო, მეწარმეებმა გაუთვალისწინებელი ხარჯები გაწიონ. თუ მთავრობას უნდა ადმინისტრირების გამკაცრება და სალარო-აპარატის რეგისტრაციის არნახულად მაღალი გადასახადის გადახდა. თუ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ თანხას გადაახდევინებენ, ცხადია, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000 ლარიანი ზღვარი:
1. პედაგოგის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა ინდივიდუალური სწავლების ფარგლებში; 2. დატარებითი ვაჭრობა; 3. ტანსაცმლის ინდივიდუალური კერვა, ქსოვა, გადაკეთება, ფეხსაცმლისა და ჩანთების რემონტი და სხვა მსგავსი საქმიანობა; 4. ღვეზელის, ნამცხვრის, ხაჭაპურის და სხვა არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის ცხობა და რეალიზაცია; 5. ინდივიდუალურად თმის შეჭრა, ღებვა, ვარცხნა და სხვა მსგავსი საქმიანობა; 6. საათების, საიუველირო ნაწარმის, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი; 7. ტაქსებით მომსახურება; 8. საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება; 9. შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება; 10. საყოფაცხოვრებო საქონლის და პირადი მოხმარების საგნების რემონტი; 11. თარგმნითი მომსახურება.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩამოთვლილი 11 სფერო შეადგენს იმ საქმიანობების ძირითად ნაწილის, რომლითაც შესაძლებელია სწორედ გარკვეული შემოსავლის, კერძოდ 30 ათას ლარამდე, მიღება და ყველა ეს სფერო მოხვედრილია იმ ჩამონათვალში, რომელზეც მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება არ ხდება.
გარდა აღნიშნულისა, არსებობს უფრო ზოგადი კლასიფიკაციაც. ეს არის აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება:
1. საქმიანობები რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას; 2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას; 3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება; 4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა; 5. სათამაშო ბიზნესი, ეს უკანასკნელი კი არათუ მიკრო ბიზნესის კატეგორიიდან გამოირიცხა, არამედ ფინანსთა სამინისტროს ახალი გადაწყვეტილებით საერთოდ აიკრძალა.
გარდა საქმიანობის სფეროებისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მისაღებად კიდევ ერთი ბარიერი შემოსავლის სახეებია, რომლებიც მიუხედავად მეწარმის სტატუსისა არ ხვდებიან დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში.
შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას:
1. ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი; 2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი; 3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები; 4. ჩუქებით მიღებული შემოსავალი; 5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზციით: ა) უძრავი ქონება, ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება, გ) ფასიანი ქაღალდები; 6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი; 7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი; 8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი; 9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი; 10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48