„ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო ბანაკი - ბაკურიანი, 2011" დასრულდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : „ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო ბანაკი - ბაკურიანი, 2011" დასრულდა
ნანახია: 350

31 ივლისს, დაბა ბაკურიანში ახალგაზრდა მეცნიერთა რიგით მეორე საერთაშორისო ბანაკი დასრულდა. ბანაკი, რომლის ორგანიზატორია “ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი”, უკვე მეორე წელია კომპანია “ნატახტარის” სპონსორობითა და მხარდაჭერით იმართება.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული ზრდა, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების წახალისება. მასში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და მაგისტრანტები მონაწილეობდნენ, რომლებიც “ახალგაზრდა მეცნიერთა განვიტარების ფონდის” მიერ კონკურსის სახით შეარჩნენ.
ახალგაზრდა მეცნიერები ერთი კვირის განმავლობაში აწყობდნენ სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და დებატებს ისეთ თემებზე, როგორიცაა წყლის რესურსები, ველური ბუნება და ბუნებრივი კატასტროფები. მათ მიერ დამუშავებული თემების პრეზენტაციები წარუდგინეს.
დასკვნით დღეს ახალგაზრდა მეცნიერებმა კომპანია “ნატახტარის”, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს მათ მიერ დამუშავებული მოხსენებები შემდეგ თემებზე: 1. "საქართველოს ძირითადი მდინარეების ეკოლოგიური პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები" (მომხსენებლები - სოფიო მდივანი, სალომე კიპაროიძე); 2. "წყლის დაბინძურების პრობლემა საქართველოში და მისი აღმოფხვრის გზები" (მომხსენებლები - გურანდა ავქოფაშვილი, მარიკა ავქოფაშვილი, ზურაბ სამხარაძე, თათია გელაშვილი, ლიკა ბიწაძე); 3. "საქართველოს რესურსების ალტერნატიული გამოყენება (მომხსენებლები - ირაკლი მოსულიშვილი, ნინო დემურია, ბესარიონ გორჯოლიძე); 4. "ბუნებრივი კატასტროფები, მათი პროგნოზირება და რეაბილიტაციის ღონისძიებები" (მომხსენებლები - ნინო ყვავაძე, ნათია ჯანაძე); 5. "პეპლების, როგორც ეკოჯაჭვის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტის, შენარჩუნების მექანიზმი" (მომხსენებლები - მარიამ ლომთაძე, ირაკლი მარღანია).
“ბანაკის მსვლელობისას სამი პრიორიტეტი იყო წარმოდგენილი, ესაა წყლების გაწმენდა, რაც მეტად აქტუალურია 21-ე საუკუნეში, ველური ბუნება და ბუნებრივი კატასტროფები. საქმე იმაშია, რომ ყველაზე მეტი ნაშრომი წყლის გაწმენდას მიეძღვნა. ჩვენთვის ეს მოულოდნელი იყო, თუმცა ახალგაზრდები უფრო პრაქტიკულები არიან და ალბათ ამიტომ აირჩიეს საკმაოდ პრაქტიკული თემატიკა”, - ამბობს “ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე ღონღაძე.
კომპანია “ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო სურმავა განმარტავს, რომ ბანაკის მიზანია ახალგაზრდების პრეფესიული ზრდა, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების წახალისება. “ჩვენი მიზანი იყო ის, რომ მეცნიერთა ახალგაზრდა თაობა ერთად შეგვეკრიბა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა შეკრება გადავწყვიტეთ, რადგან ამ სფეროს განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში,” - საუბრობს სურმავა.
მსგავისი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საუბრობს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ნუგზარ ქაჯაია: “მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების შემდგომ წინსვლას. ახალგაზრდები ემზადებიან, რათა რეალურად ჩამოყალიბდნენ მკვლევარები, მეცნიერები და მომავალში ჩაიბარონ ეს მეტად მნიშვნელოვანი თანამდებობა და შეძლონ თავიანთი წინსვლის დაფიქსირება“.
ბანაკში მუშაობას დადებითად აფასებენ თავად ახალგაზრდა მეცნიერებიც. “ბანაკის მსვლელობისას დღეები ძალიან მხიარულად გავატარე, მაგრამ ამავდროულად ძალიან შრომატევადი და პროდუქტიუოლიც იყო. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გავეცანი ჩემი მომავალი კოლეგების ნამუშევრებს, გავაკეთეთ საერთო პროექტები და ეს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო ჩემთვის”, - ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი სოფიო მდივანი.
პრეზენტაციის შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერებს ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს. ორგანიზატორთა ცნობით ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ბანაკი მომავალშიც ჩატარდება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48