
თბილისის სატელეკომუნიკაციო ანძის მფლობელი შპს "ალფა-კომის" მმართველობის აუქციონში ამ დროისთვის ერთი ინვესტორი მონაწილეობს . აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge.
საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეს გადახდილი აქვს მოთხოვნილი ბიჯიც, რომელიც 10 000 ლარს შეადგენს და მართვის მოპოვების ღირებულებად ინვესტორის მიერ დაფიქსირებულია 120 000 ლარი.
როგორც ცნობილია, შპს "ალფა-კომი", რომელიც თბილისის ანძის მფლობელია, 4-წლიანი მართვის უფლებით გაიცემა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპანია ელექტრონულ აუქციონზე გააქვს
. მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარია, ხოლო კრედიტორული – 2 917 158.59 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. აუქციონი ხვალ, 17:00 საათზე www.eauction.ge-ზე გაიმართება.
presage.tv