"სახე(ლ)ებმა" საზოგადოებას მეცხრე პუბლიცისტური გამოცემა მოუმზადა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "სახე(ლ)ებმა" საზოგადოებას მეცხრე პუბლიცისტური გამოცემა მოუმზადა
ნანახია: 523

"სახე(ლ)ებმა" საზოგადოებას მეცხრე პუბლიცისტური გამოცემა მოუმზადა წლის "ბიზნეს-კომპანია" "ტოიოტა" გახდა

თბილისში პუბლიცისტური ენციკლოპედია "სახე(ლ)ების" მეცხრე გამოცემის წარდგენა, წლის სახეების დაჯილდოების ცერემონიალი და საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბიზნესმენები, ჟურნალისტთა კორპუსი და ცნობილი ადამიანები დაესწრნენ. წლევანდელი გამოცემაც ავტორებმა ჩვეული მრავალფეროვნებით შემოგვთავაზეს. გამოცემის პირველ ტომი მთლიანად დაეთმო ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ ერთწლიან ქრონიკას, მეორე ტომი, სახელწოდებით: `ბიზნეს-სახეები~, რომელსაც თან ერთვის სპეციალური დამატება `ბიზნეს-სახეები დეტალებში,~ დღეების მიხედვით, ქრონოლოგიურად ასახა ქართული ბიზნესის ერთწლიანი დინამიკა. ენციკლოპედია, ასევე, მოიცავს ქართველი და ამერიკელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სპეციალურ დამატებას `სახე(ლ)ები ამერიკაში~, სადაც ასახულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ბოლო 20-წლიანი ურთიერთობები, მნიშვნელოვანი ორმხრივი ვიზიტები, ქართულ-ამერიკული ოჯახები, ასევე, ისტორიული მასალები ამერიკაში სხვადასხვა დროს ემიგრირებული წარმატებული ქართველების შესახებ.
ორგანიზატორებმა ტრადიცია არც 2011-ში დაარღვიეს და ენციკლოპედიის წარდგენის პარალელურად, `წლის სახეების~ დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. `სახელების~ ექსპერტ-ჟურნალისტების მიერ წლევანდელი ნომინაციები ასე გადანაწილდა. ნომინაციაში: `საუკუნის სახელი” პროფესიულ სფეროებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: თენგიზ არჩვაძე, ლიანა ასათიანი, ფრიდონ სულაბერიძე, ლიანა ისაკაძე, ზურაბ ნიჟარაძე, შოთა ნადირაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, გულიკო ჩაფიძე. `წლის პედაგოგი” - გია მურღულია, `წლის ფოტოხელოვანი” - იური მეჩითოვი, `წლის ტელეპროექტი” - `ნიჭიერი”, `საუკუნის სპექტაკლი” - `მოხუცი ჯამბაზები”, `წლის პუბლიცისტი” - პაატა ნაცვლიშვილი, `წლის ჟურნალისტი” - მარინა ვაშაყმაძე, `წლის საინფორმაციო სააგენტო” - `ინტერპრესნიუსი”, ~წლის წიგნი” – `გმირი”, წლის ლიტერატურული პრემია – `საბა”, `წლის კულტურტრეგერი” - მაკა მეტრეველი. ნომინაციები, აგრეთვე, გადაეცათ საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც. წლის ბიზნეს-კომპანიის ტიტულის მფლობელი გახდა `ტოიოტა,” `წლის დეველოპერი” - `ორბი ჯგუფი”, წლის სარეკლამო კომპანია OUTDOOR.GE, ხოლო წლის სამედიცინო კომპანია –GMS. ჟიურის გადაწყვეტილებით, `წლის ელჩის” წოდება დაიმსახურა მასაიოში კამოჰარამ იაპონია-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ხოლო `წლის სახელმწიფო მოხელე” - რამაზ ნიკოლაიშვილი, სოციალურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელების, საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის. ნომინაციაში გამარჯვებული გახდა თემურ ქეცბაია, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა `წლის მწვრთნელის” პოზიციაზე და საქართველოს ეროვნული ნაკრების სასიკეთო სახეცვლილებისთვის.
ამასთან, `სახეების” დაჯილდოების პარალელურად შედგა საქველმოქმედო აუქციონი. სააუქციონე ექსპონატები უნიკალური იყო იმით, რომ მათი ძირითადი ნაწილი ეკუთვნის წლის სახეებს და სხვაგან და სხვა დროს გამორიცხულია მათი შეძენა, ნებისმიერ ფასად. აქვე მოეწყო თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუქციონიდან შემოსული თანხა მიიმართა ორი მიმართულებით: ნაწილი გადაეცემა საქართველოს ყველა რეგიონში ას წელს გადაცილებულ 75 უხუცესს სუბსიდიების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიების მიხედვით. მეორე ნაწილი კი ფერიცვალების დედათა მონასტერთან არსებული პალიატიური მზრუნველობის ცენტრს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48