საარსებო მინიმუმი შემცირდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საარსებო მინიმუმი შემცირდა
ნანახია: 306

საარსებო მინიმუმი შემცირდაივნისში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 158,6 ლარით განისაზღვრა

საქართველოში 2011 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 23,32%-ით გაიზარდა.
`საქსტატის~ ინფორმაციით, 2011 წლის ივნისში ამ მაჩვენებელმა 158,6 ლარი შეადგინა, ერთი წლის წინათ კი 128,6 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მაისში - 166,4 ლარს, რაც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
2011 წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 140,5 ლარს შეადგენს, ერთი წლის წინათ კი - 113,9 ლარს შეადგენდა, 2011 წლის მაისში - 147,4 ლარს.
ამავე პერიოდში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 266 ლარით განისაზღვრა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 215,7 ლარი იყო, 2011 წლის მაისში - 279,1 ლარი.
ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის ივნისში 140,5 ლარს (2010 წლის ივნისი - 113,9 ლარი) შეადგენს, ორსულიანის - 224,7 ლარს (2010 წლის ივნისი - 182,2 ლარი), სამსულიანის - 252,8 ლარს (2010 წლის ივნისი - 205 ლარი), ოთხსულიანის - 280 ლარს (2010 წლის ივნისი - 227,8 ლარი), ხუთსულიანის - 316,1 ლარს (2010 წლის ივნისი - 303 ლარი), ექვსულიანის და მეტი - 373,6 ლარს (2010 წლის ივნისი - 303 ლარი).
წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმის 4.7%-იან შემცირებას ინფლაციური პროცესების მოთოკვას უკავშირებენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ინფლაციის ბოლო მაჩვენებელი გამოქვეყნდა, მთელ რიგ პროდუქტებზე ფასების აწევა მოხდა. ამ ფონზე, კი შემცირებული საარსებო მინიმუმი არსებულ სიტუაციას რეალურად ვერ ასახავს.
რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ საქართველოში ფასი გაიზარდა შაქრზე. ერთი ტომარა შაქარი სავაჭრო ქსელებში 100 ლარი ღირს. ერთი კვირის წინ მისი შეძენა 93 ლარადაც შეიძლებოდა. ფასის ასეთ ცვლილებას საქართველოში შაქრის უმსხვილესი დისტრიბუტორის, `ქუალითი შუგარის~ ხელმძღვანელი საერთაშორისო ბაზარზე ფასის მატებას უკავშირებს. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე შაქრის გაძვირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ზრდამ უკვე 10% შეადგინა.
ფასები გაიზარდა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობაზეც. თბილისის მოსახლეობას მგზავრობის საფასური 60%-ით გაუძვირდა და 50 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუწევს.
გარდა ამისა, თითქმის 80%-ით გაძვირდა ხორცი და ა.შ.
საარსებო მინიმუმის შემცირების მიზეზად ინფლაციის დონის დაწევა არც თუ მთლად დამაჯერებელი არგუმენტია, რადგან ექსპერტთა ნაწილი თავად ინფლაციის ამგვარ შემცირებას საეჭვოდ მიიჩნევს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ფასების დონის 4%-იანი შემცირება გაყალბებული მაჩვენებელია.
`ეს მონაცემი აბსოლუტური ბლეფია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ივნისში ხორცის ფასი ძალიან გაიზარდა, სხვა პროდუქციაზეც ფასები დროის ასე მოკლე პერიოდში ვერ დაიწევდა”, - აცხადებს ჯავახიშვილი.






 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48