"100 ახალი საავადმყოფო" კვლავ პროექტად რჩება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "100 ახალი საავადმყოფო" კვლავ პროექტად რჩება
ნანახია: 319

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. სამინისტრო ვალდებულია მიისწრაფვოდეს სიცოცხლისთვის ჯანმრთელი ატმოსფეროს შექმნისკენ და ამ მიმართულებით გაატაროს სახელმწიფო პოლიტიკა შრომის, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში.
სამინისტროს პოლიტიკაში ამ მიმართულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა 2003 წლიდან შეიძინა, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და რეფორმების გატარება აუცილებელი გახდა. საქართველომ უარი თქვა მართვის არსებულ ძველ მოდელებზე. ეს ჯანდაცვის სფეროსაც შეეხო და ამ მიმართულებითაც დაიწყო სისტემური ცვლილებები.
ყურადღება გადატანილი იქნა ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობდა საქართველოში 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობას. ნაწილობრივ, ეს პროექტი მომზადებული იქნა საბიუჯეტო სექტორის რეფორმის პროგრამის ჩარჩოებში. პროექტის მიზანი იყო სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საავადმყოფოების პრივატიზება და ქვეყნის დედაქალაქში თუ რეგიონებში არსებული საავადმყოფოების გაყიდვა. ამის შედეგად მოქალაქეებს უნდა მიეღოთ შესაძლებლობა ესარგებლათ თანამედროვედ აღჭურვილი საავადმყოფოებით და კვალიფიციური ექიმების მომსახურებით, ანუ გაზრდილიყო მომსახურების ხარისხი. გარდა ამისა, მკურნალობა უნდა გამხდარიყო უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური თვალსაზრისით.
2007 წლიდან ამ პროცესს უკვე ჩაეყარა საფუძველი და დაიწყო საავადმყოფოების და სამკურნალო დაწესებულებების კერძო კომპანიებზე მიყიდვა, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობი იყო, რა პრინციპით ხდებოდა ამ საავადმყოფოების შერჩევა. ბევრი ძვირადღირებული საავადმყოფო მიყიდული იქნა 1000 ამერიკულ დოლარად ქართულ-ჩეხურ სამშენებლო კომპანიაზე, "ბლოკ ჯორჯია". საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც `ბლოკ ჯორჯიას~ უნდა აეშენებინა 25 ახალი საავადმყოფო და აღეჭურვა ისინი თანამედროვე ტექნიკით, ხოლო პერსონალი კი ამ ახალ საავადმყოფოში გადაეყვანა.
მაგრამ კომპანიამ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავდა 3 სტრატეგიას: 1) არ შეეჩერებინა პროგრამის განხორციელება; 2) პროექტიდან `ბლოკ ჯორჯიას~ ჩამოცილება; 3) საავადმყოფოების რეფორმის გადაბარება სადაზღვევო კომპანიებზე.
რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობისთვის რეფორმის შეჩერება უსიამოვნო ფაქტი იქნებოდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ რეფორმის გატარების საწყის ეტაპზე დაშვებული იყო რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა. ამჟამად, პროექტი გადაცემული აქვთ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც მის განხორციელებას შეუდგნენ და აშენებენ 15, 20 და 25 ადგილიან საავადმყოფოებს. ახალი საავადმყოფოების მშენებლობა იგეგმება რეგიონებშიც. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ მშენებლობების პირველი ეტაპი 2011 წლის სექტემბერში დასრულდება. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 100 საავადმყოფოს ნაცვლად აშენდება 150.
საქართველოს პარლამენტში `100 ახალი საავადმყოფოს~ პროექტი ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი მაგდა ანიკაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ უნდა ჩაატაროს გამოძიება და გაარკვიოს, როგორ და რატომ გადაეცა `ბლოკ ჯორჯიას~ საავადმყოფოები დაბალ ფასად და რატომ არ შეასრულა მან ნაკისრი ვალდებულებები. `საავადმყოფოების სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემა მოწმობს, რომ ხელისუფლებამ ჯანდაცვის განვითარების არასწორი პოლიტიკა შეიმუშავა~, - აცხადებს ანიკაშვილი.
ხელისუფლების ოპონენტები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვას და სადაზღვევო სფეროს შეხების ცოტა წერტილები გააჩნიათ და სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ, ამიტომ უცნაურია, რომ ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში ფინანსური სექტორი ჩაერთო.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგვიძლია წავიკითხოთ, რომ სამინისტროს აქვს ჯანდაცვის სფეროს განვითარების საიმედო პროექტი, რომლის განხორციელების ვადებში მითითებულია 2003-2011 წლები. სამინისტროს განცხადებით, ეს პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 16 100 000 დოლარს შეადგენს. მიუხედავად გეგმის გრძელვადიანობისა, საქართველო ჯერ კიდევ ახალი და თანამედროვე საავადმყოფოების მოლოდინშია.
თამარ მიხანაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48