"ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტი თანხა "ცენტრ-პოინტმა" გადაურიცხა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტი თანხა "ცენტრ-პოინტმა" გადაურიცხა
ნანახია: 1061

"ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტი თანხა ამჟამად გაკოტრების პირას მყოფმა `"ცენტრ-პოინტმა" გადაურიცხა

პარტიების დაფინანსება უმწვავესი პრობლემაა. ქართველი ბიზნესმენები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ ბედავენ ოპოზიციური პარტიებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას. ისინი ან ჯადოქრობით, ან ბიუჯეტიდან მათთვის კანონის შესაბამისად გამოყოფილი სახსრებით არსებობენ.
სულ სხვა ვითარებაა მმართველი "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების თვალსაზრისით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი 2008 წლის საფინანსო დეკლარაციისა და ქონებრივი მდგომარეობის ანგარიშის მიხედვით ბევრმა კომპანიამ შეიტანა ნაციონალების სალაროში სოლიდური თანსები. ბიზნეს-სტრუქტურები განსაკუთრებით აქტიურობდნენ გასული წლის თებერვალში. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები მაისში ჩატარდა და მმართველი პარტიის ტრიუმფით აღინიშნა. გადარიცხვების შესახებ ფაქტებიც ამ ტრიუმფის შესაფერისია.
პირველობა არავის დაუთმო "ცენტრ-პოინტმა", რომელსაც, როგორც სამშენებლო კომპანიების უმეტესობას, გაკოტრების საფრთხე ემუქრება. არადა, სახელმწიფო მათ დახმარებას და გადარჩენას არ ჩქარობს. ჩვენი სამშენებლო კომპანიების გარკვეული ნაწილი ხომ რაღაც პირამიდასმაგვარი პრინციპით მუშაობდა. ყოველ მომდევნო კორპუსს წინა კორპუსში ბინების გაყიდვიდან ან ბანკიდან აღებული კრედიტით აშენებდა. ასეა თუ ისე, "ცენტრ-პოინტი" "ნაცმოძრაობის"2008 წლის დამფინანსებელთა შორის ლიდერია, მან 123 859 ლარი შესწირა პარტიას.
საკმაოდ შთამბეჭდავია 100 000 ლარიან "ქველმოქმედთა" ნუსხა. ესენია: "მადნეული", შპს "თერგი", შპს "ჯორჯიან ტრანზიტი", "თბილავიამშენი", შპს "ბლოკ ჯორჯია", "პოპული", შპს "რიელთი გრუპ", "აქსისი" შპს "დერბი".
განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო პარტიისათვის 18 თებერვალი, როცა 30-მა კომპანიამ 600 000 ლარი ჩაურიცხა. არც 12 თებერვალი აღმოჩნდა ნაკლებად შემოსავლიანი. 22-მა კომპანიამ 569 000 ლარი ჩაურიცხა მმართველ პარტიას. ქველმოქმედების ბუმი განმეორდა მარტის დასაწყისში, ყველაზე იღბლიანი დღე 12 მარტი აღმოჩნდა. 16-მა კომპანიამ 585 000 ლარი შეიტანა დიდი და ნათელი მომავლისათვის ბრძოლის საერთო ფერხულში.
მოცემული ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, კერძო კომპანიებს არც კერძო პირები ჩამორჩნენ. მათი შემოწირულობების ჯამმა გასულ წელს 693 000 ლარი შეადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ამ მხრივ 11 მარტი აღმოჩნდა, როცა 5-მა ადამიანმა, 5-მა კერძო პირმა ჯამში 150 000 ლარი გაიღო პარტიისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
ვინ არიან ეს კეთილი ადამიანები, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია.
იმედია, მემატიანეები ამ დიდ სახელებს შთამომავლობას შემოუნახავენ.
ეს სია და ეს ციფრები მაინც მოკრძალებულად გამოიყურება იმ საარჩევნო და PR-კამპანიის მასშტაბების გათვალისწინებით.
და მაინც, ამ მონაცემების გაცნობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პარტიის მთავარი დონორები ჩრდილში ამჯობინებენ ყოფნას. მაგალითად, არსად ჩანს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ფირმების კვალი, არადა, საზოგადოებრივი აზრი მას ნაციონალების ერთ-ერთ დონორად მოიაზრებს. ისე, როგორც ადრე ბადრი პატარკაციშვილის დახმარების კვალი არ ჩანდა, თუმცა საზოგადოებამ იცოდა, რომ იგი ბევრ პარტიას აფინანსებდა.
ნაციონალების ფინანსური ანგარიში უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, სრულია თუ არა იგი. ანგარიში საზოგადოებას უნერგავს ჩვევას, რომ პარტიების დაფინანსება ტრანსპარანტული უნდა იყოს.

გიორგი ზარიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48