ნანახია: 445
"საქართველო სომხებისთვის ისევეა "აღთქმული მიწა", როგორც ისრაელი ებრაელებისთვის
არნოლდ სტეპანიანის ვნებანი
ვიღაცამ "სომხური კარტის” გათამაშება გადაწყვიტა კავკასიაში. ისევ ამოქმედდა მეხუთე კოლონა საქართველოში, ისევ გვიტევენ ჩვენი ძმები - სომხები. ამჯერად მხოლოდ ერთ ფაქტს შევეხები. არასამთავრობო ორგანიზაცია `მრავალეროვანი საქართველოს~ ხემლძღვანელმა ზოგიერთი ქართველის გამონათქვამები და საზოგადოების ერთი ნაწილის განწყობა ქსენოფობიად და არმენოფობიად მონათლა. პარლამენტის არცთუ გააზრებული და გონივრული ნაბიჯის დაგმობაა არმენოფობია და სათაურად ჩემს მიერ მოტანილი ციტატა და უამრავი ამისთანა გამონათქვამი, ცალკეულ სომეხ პოლიტიკოსებს, მწერლებს და მოქალაქეებს, რომ ეკუთვნით არა? იქნებ ბატონი სტეპანიანი ამაზე დაფიქრდეს და მერე აკეთოს ბრტყელ-ბრტყელი ბრალდებები. `მრავალეროვანი საქართველო~ ქართული ოგანიზაციაა, თუ სომხური? რაღაც არ მახსოვს ამ ორგანიზაციას დაჩაგრული აზერბაიჯანელები, ბერძნები, ოსები დაეცვას, არადა მათი შევიწროების ფაქტები სამწუხროდ იყო. არც ბაგრამიანის რაზმის მოქმედების დაგმობა მახსოვს აფხაზეთში ქართველების მიმართ, ბატონ სტეპანიანის მიერ. თუ მხოლოდ საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეთა დაცვაა მისი მიზანი, ორგანიზაციას `მრავალეროვანი საქართველო~ რატომ ჰქვია? "ბ&ფ"-მ პირველმა აღიმაღლა ხმა სომხების ისტორიული დამსახურების წარმოსაჩენად საქართველოსა და ქართველი ერის ისტორიაში (`თბილისი, რომელიც სომხებმა ააშენეს~, "ასტვაწ ინჩუ ჰამარ" და ა.შ.). მოდი ქართველებმა ვიზრუნოთ სომხებზე საქართველოში და ჩვენმა სომხებმა - ქართველებზე, ხოლო თავგახურებულ რადიკალებს მივუჩინოთ თავიანთი ადგილი კუთხეში და ვუბრძანოთ გაჩუმდნენ. საგნებს კი თავიანთი სახელები დავარქვათ, თორემ ქართველებიც და სომხებიც გამოუვალ ჩიხში აღმოვჩნდებით და ~დიდი სომხეთისა” და ~დიდი საქართველოს” ნაცვლად, ორივე ერი კიდევ უფრო გაიფანტება მთელს მსოფლიოში და გაქრება როგორც სახელმწიფო.
ლევან მზიანიშვილი
|