
ეტყობა, ამ სამი, ჩვენი მასშტაბებითსოლიდური კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გერმანულ `ფოლკსვაგენს~ მიბაძოს. გერმანული `ვოლფსბურგი~ შესანიშნავ კლუბად ჩამოყალიბდა. ოღონდ ამ ბედსა და მთავრობას მინდობილ კომპანიებს `ფოლკსვაგენისგან~ განსხვავებით, რომელმაც თავად გადაწყვიტა კლუბის ჩამოყალიბება, მთავრობა, უბრძანა - ასე მოიქეცითო.
საფეხბურთო კლუბმა ~ტორპედო ქუთაისი”, სადაზღვევო კომპანიამ ~ალფა”, ფარმაცევტულმა ~ავერსმა” და ~სილქნეტმა” მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტი 19 ივლისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე `ალფას”, `ავერსსა” და ~სილქნეტს” `ტორპედო ქუთაისის” სპონსორის სტატუსი ენიჭება.
მემორანდუმის ფარგლებში `ტორპედო ქუთაისის” ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაზღვევაზე ~ავერსის” შვილობილი კომპანია ~ალფა” იზრუნებს, ხოლო ~სილქნეტი” კლუბის ერთ-ერთი სპონსორი გახდება.
`ტორპედო ქუთაისის” საფეხბურთო კლუბი ევროპული ტიპის კლუბად ყალიბდება. კლუბი თანამედროვე სპორტული მენეჯმენტის პრინციპებით იმართება, მის ფეხბურთელებს კი საშუალება აქვთ, არამხოლოდ ევროპული სტანდარტების სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ივარჯიშონ და იასპარეზონ, არამედ ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობებით ისარგებლონ. მემორანდუმის გაფორმების შედეგად, პირველად საქართვე
ლოში პრეცენდენტი შეიქმნება, როდესაც კლუბისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებაზე რამდენიმე კერძო კომპანია ერთად იზრუნებს”, - განაცხადა `ტორპედო ქუთაისის” პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ.
საფეხბურთო კლუბზე `ტორპედო ქუთაისი” მზრუნველობა ~ვისოლმა” 2010 წელს აიღო და საქმიანობას სამი მიმართულებით ანვითარებს: ქმნის ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურას, აძლიერებს საფეხბურთო კლუბს და ავითარებს ბავშვთა ფეხბურთს.
ბიზნესი ხომ სახელმწიფომ აიღო თავის თავზე ჩვენთან, ახლა ფეხბურთსაც შეეჭიდა თავისი ერთგული კომპანიების მეშვეობით.
მაგრამ ეს ფეხბურთი რად გვინდა? სინგაპურში, ხომ ფეხბურთი არ არის?