ნანახია: 264
დეზერტირების ბაზრობის ნაცვლად ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი შესაძლოა უკვე ივლისის ბოლოს დაიწყოს. ამის შესახებ რადიო ~კომერსანტს” ~თბილისი მოლის” გენერალურმა დირექტორმა განუცხადა. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ახალი სავაჭრო კომპლექსის მშენებლობას. ამჟამად გარკვეული საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და მშენებლობის დაწყება ან მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ან უკიდურეს შემთხვევაში სექტემბერში მოხდება. ამჟამინდელი დეზერტირების ბაზრობის ადგილას სამ სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი უნა აშენდეს, რომლის პირველი სართული აგრარული ბაზარი იქნება, ხოლო დანარჩენ სართულებზე სხვადასხვა მაღაზიები განთავსდება. პროექტის განხორციელება 15-დან 20 მილიონ დოლარამდე ჯდება. ეს იძულებითი ნაბიჯია, დეზერტირების ბაზრის ქვეშ `მეტროს~ კომუნიკაციების არსებობამ, სხვა სახის ნაგებობის მშენებლობა ბაზრის ნაცვლად შეუძლებელი გახდა. ამიტომ, გადაწყდა ისევ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. იმ საკმაოდ მკვიდრად ნაგებ შენობას, რას ერჩოდნენ, გაუგებარია. მაგრამ ერთი 15-20 მილიონი რა მოსატანია, მთავარი ხომ ნგრევაა და ისტორიული ნაგებობების ნეოკლასიკურ-ნაციონალისტურ ფერებში შეღებვა.
|