ტექნიკური ხარვეზი თუ მომხმარებლების დაჩაგვრაფასიანი ”უფასო კავშირი” მობილური ოპერატორებისგანმომხმარებლები მობილურ ოპერატორ `ჯეოსელს~ თაღლითობაში ადანაშაულებენ. მოგეხსენებათ, ახლახანს `ჯეოსელმა~ თავის მომხმარებლებს შიდა ქსელში 0-თეთრიან ტარიფი შესთავაზა. კერძოდ, საუბრის წამოწყება 5 თეთრი ღირს, ხოლო შემდეგ წუთის საფასური 0 თეთრია.
რათქმაუნდა, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მობილური ტელეფონით შედარებით ხანგრძლივად სარგებლობენ ეს ტარიფი ხელსაყრელია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კავშირი წყდება, მომხმარებელს კი ზარის ხელახლა განხორციელება და შესაბამისად, კვლავ 5 თეთრის გადახდა უწევს.
როგორც `ჯეოსელის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა, აბონენტების საჩივარი კომპანიაში ამ თემაზე არ შესულა და შესაბამისად, მას ინფორმაცია არ აქვს.
`შეიძლება, ამის მიზეზი ბევრი რამ იყოს, მათ შორის – ტექნიკური შეფერხებაც. უფრო დეტალურად საკითხში უახლოეს დღეებში გავერკვევი, თუ, რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემა მართლაც არსებობს~, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ანალოგიურ პრეტენზიას გამოთქვამენ სხვა მობილური ოპერატორის, კერძოდ კი `მაგთის~ აბონენტები. აბონენტები, რომლებიც `ბანის~ ტარიფის, `ზეროს~ მომხმარებლები პრეტენზიას გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ზარის წამოწყების შემდეგ რამდენიმე წუთში კავშირი წყდება და საჭირო ხდება ზარის ხელახლა განხორციელება და, შესაბამისად, ანგარიშიდან მორიგი 5 თეთრი იჭრება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მობილური კავშირით შიდა ქსელში განხორციელებული ზარების 85%-მდე 1 წუთს არ აღემატება, ხოლო გარე ზარების შემთხვევაში 50%-ს აღემატება. ანუ, მომხმარებლების უმეტესობა 1 წუთზე მეტს არ საუბრობს, შესაბმისად ზარის წამოწყების ღირებულების გამო უმეტესობა ეგრეთწოდებული `0 თეთრიანი~ ტარიფებით შესაბამის სარგებელს ვერ ღებულობს. ამას ისიც ემატება, რომ ნაწილი მომხმარებლებისა, რომელიც ცდილობს ამ ტარიფით ისარგებლოს ტექნიკური ხარვეზისა თუ სხვა მიზეზთა გამო იძულებულია, რომ რეკლამირებულ ტარიფებზე მეტი გადაიხადოს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მობილურით საუბარზე ტარიფების შემცირება გასული წლის თებერვლიდან დაიწყო, რასაც საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ კვლევა ამ ბაზრის შესახებ, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული მობილურით საუბრის ფასების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იყო. ინფორმაციისთვის, 2010 და 2011 წლებში ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის მიუხედავად, კავშირგაბმულობა ერთადერთი სფერო იყო სადაც ტარიფებზე კლების ტენდენცია დაფიქსირდა.