ფსიქოლოგიის ინსტიტუტს აუქმებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ფსიქოლოგიის ინსტიტუტს აუქმებენ
ნანახია: 398

ფსიქოლოგიის ინსტიტუტს აუქმებენილიას სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც ფსიქოლოგიის ინსტიტუტი შარშან შეუერთდა, მეცნიერ-თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს

ილიას სახელობის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ფსიქოლოგიის ინსტიტუტს დაფინანსება უწყდება. ინფორმაციას მეცნიერ-თანამშრომლები ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამით ინსტიტუტის ფაქტობრივი ლიკვიდაცია ხდება, რის გამოც შესაძლოა ინსტიტუტში მომუშავე პერსონალი სამსახურის გარეშე დარჩეს.
დიმიტრი უზნაძის მიერ დაარსებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ლიკვიდაციის საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც პროფესორ-მასწავლებლებს სახელფასო დაფინანსება შეუწყვიტეს. რამდენიმე დღეა შენობაში არცერთი პროფესორი აღარ მიდის. მეცნიერ-თანამშრომლებმა საგანგებო წერილი გაავრცელეს. მათი თქმით, ილიას სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა ამცნო, რომ 2013 წლამდე ფსიქოლოგიის მკვლევარებს უხელფასოდ მუშაობას სთავაზობენ, სანაცვლოდ კი კომუნალური გადასახადების ანაზღაურებასა და შტატის შენარჩუნებას ჰპირდებიან.
ღია წერილში, რომელსაც ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები ავრცელებენ, ნათქვამია, რომ მსოფლიოში აღიარებული ფსიქოლოგიის სკოლაში, რომლის ფუძემდებელია გამოჩენილი მეცნიერი, აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე, 70 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კვლევა-ძიება ფსიქოლოგიის ფუნდამენტური და გამოყენებითი პრობლემების ფართო დიაპაზონში.
ეს მუშაობა ემყარებოდა საერთაშორისო აღიარებულ მეცნიერულ კონცეფციას - განწყობის თეორიას, რომელიც წარმოადგენს ქართული მეცნიერული აზრის ერთ-ერთ მწვერვალს და, საზოგადოდ, ქართული კულტურის უდიდეს მიღწევას. დღევანდლამდე ინსტიტუტი წარმოადგენდა ქართულ ფსიქოლოგიაში შექმნილ სამეცნიერო პროდუქციის ძირითად ბაზას.
`წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტს დაარსებიდან 70 წელი უნდა აღენიშნა. ნაცვლად ამისა, მოხდა ინსტიტუტის ფაქტობრივი ლიკვიდაცია. დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს შეუწყდებათ სახელფასო დაფინანსება (ინსტიტუტის სახელფასო ფონდია 132 ათასი ლარი წელიწადში, მეცნიერ-თანამშრომლის საშუალო ხელფასი 150 ლარია). გაუქმდა მათი სამწლიანი ხელშეკრულებები და სთავაზობენ დათანხმდნენ უხელფასოდ მუშაობას 2013 წლამდე ან ათავისუფლებენ სამსახურიდან.
ხაზგასმით გვინდა აღინიშნოს, რომ საუბარია არა მხოლოდ არსებული კონკრეტული სამეცნიერო კონტინგენტის ინტერესებზე (რომლის შემადგენლობაში სამი აკადემიკოსი და 25 მეცნიერებათა დოქტორი), არამედ მისი არაკვალიფიციურობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ისტორიული სამეცნიერო ცენტრის შენარჩუნებაზე საქართველოს ფსიქოლოგთა მომავალი თაობებისთვის~, - ნათქვამია განცხადებაში.
ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ფსიქოლოგიის დოქტორი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ფსიქოლოგიის ინსტიტუტს მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო არ შეუწყდებოდა დაფინანსება. `ილიას უნივერსიტეტმა დაფინანსება ფილოსოფოსებსაც შეუწყვიტა. თავად გიგი თევზაძე ფილოსოფოსია, გული შესტკივა ამ საკითხზე. ალბათ, უფრო რთული პრობლემაა, უფრო მაღლა წყდება ეს საკითხი, მაგრამ მაშინ დოკუმენტში ჩაიწეროს როდემდე ენთუზიაზმი, შემდეგ რა მოხდება? პერსპექტივაში არაფერი არ ჩანს~, - ამბობს რამაზ საყვარელიძე და იქვე სერიოზულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდა თაობა ხედავს, რომ რომელიმე დისციპლინაში ენთუზიაზმით მუშაობენ, მას აღარ გაუჩნდება იმ სფეროში მუშაობის სურვილი. `არქიტექტურულ ძეგლს შეიძლება მიწა მიაყარო, მომავალი თაობა რომ გამოთხრის, ის უფრო ლამაზიც შეიძლება იყოს, მაგრამ მეცნიერებას რომ მიწას მიაყრი, ის მომავალი თაობისთვის მოკვდება~, - აღნიშნავს საყვარელიძე. საინტერესოა, რა გახდა ილიას უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების ფინანსების გარეშე დარჩენის მიზეზი? ფსიქოლოგიის ინსტიტუტისთვის სახელფასო დაფინანსების შეწყვეტა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგო რატიანის თქმით, განათლების სამინისტროს რეკომენდაციების შედეგია. სერგო რატიანი ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით, განათლების სამინისტრომ მათ უნივერსიტეტს 43%-ით შეუმცირა დაფინანსება. რის შემდეგაც, ადმინისტრაცია იძულებული გახდა შაშკინის უწყებისთვის მიემართა. ილიას სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ განათლების სამინისტროს სთხოვა, მათთვის განესაზღვრა, თუ რომელი ინსტიტუტების დაფინანსება უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული. პასუხს გიგი თევზაძეს განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სწერს: - `მიზანშეწონილად მიგვაჩნია, პრიორიტეტულად განისაზღვროს კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია, გიორგი ელიავას ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საქმიანობა~.
`ამ სიაში არ მოხვდა რიგი ინსტიტუტებისა. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ეს დაფინანსება უბრალოდ შეწყდა, ამიტომ ჩვენ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ჩვენს მიერ მიღებული პირველი გადაწყვეტილების თანახმად, მკვლევარებთან უნდა დავამყაროთ ახალი ტიპის ხელშეკრულებები. ჩვენ მათ შევთავაზეთ ხელშეკრულების ტიპი, სადაც შევპირდით მატერიალურ პირობებს. ჩვენ მათ ვთავაზობთ მხარდაჭერას, როდესაც ისინი ჩვენი სახელით წარადგენდნენ გრანტს~, - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი.
ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თითქმის ყველა თანამშრომელმა უხელფასოდ მუშაობის კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. ისინი განათლების სამინისტროსგან პასუხს და ყურადღების გამოჩენას ელოდებიან. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვიპასუხეს, ეს პრობლემა ილიას უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტს შორის უნდა გადაიჭრას. ფსიქოლოგიის მკვლევარები კი ამბობენ, რომ საბჭოთა რეპრესიებს გამოვლილი ინსტიტუტის გაუქმებას არ დაუშვებენ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ დიმიტრი უზნაძეს განწყობის თეორიის კვლევაში საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48