ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან შოთა მურღულიასთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან შოთა მურღულიასთან
ნანახია: 390

ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან შოთა მურღულიასთან”ქუთაისში პარლამენტის შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა, რაც გაუგებარი ფაქტია”

”ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტში საბინაო კომუნალურ მაჩვენებელზეა გატარებული, ალბათ, სხვა კოდი ვერ მოიფიქრეს, თორემ საქართველოს პარლამენტი რომელი საბინაო კომუნალური დანიშნულებისაა”


- ბატონო შოთა, თქვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 4 თვითმმართველი ქალაქის (ფოთი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი) ბიუჯეტის მონიტორინგი ჩაატარა. რას გამოყოფდით მთავარ პრობლემად ამ ქალაქების ბიუჯეტების დაგეგმვასა და აღსრულებაში?
- პირველი და მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ დამტკიცებულ ბიუჯეტს დიდი წონა არ აქვს. ცვლილება იანვრის თვეშივე ხორციელდება, რაც ზრდის მის მოცულობას და წლის ბოლოს რადიკალურად სხვა მაჩვენებლებს ვღებულობთ. როდესაც 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტში 19 ცვლილება შედის, ზოგან 10 ან 14, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შედგენას და დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. წლის განმავლობაში ხდება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მიმართულების მიცემა, თუ რა უნდა დაფინანსდეს. რაც არ არის დადებითი, თუმცა ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბრალი არ არის, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დროულად, თუ რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. ეს ყოველივე კი მეტყველებს გამჭვირვალობის პრობლემაზე. მნიშვნელოვანია ჩართულნი იყვნენ დაინტერესებული პირები, მოსახლეობა, ექსპერტები. ბიუჯეტის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის მოძიების პრობლემაც ფიქსირდება, რადგან რეალურად თვითონ თვითმმართველობამაც კი არ იცის, რა თანხას მიიღებს საბოლოოდ წლის განმავლობაში. მეტი თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ქუთაისის ბიუჯეტის მაგალითი. ვნახავთ, რომ პარლამენტის მშენებლობა საბინაო კომუნალურ მაჩვენებელზეა გატარებული, ალბათ, სხვა კოდი ვერ მოიფიქრეს, თორემ რომელი საბინაო კომუნალური დანიშნულებისაა საქართველოს პარლამენტი.
ასევე აღსანიშნავია ზოგადად ფაქტი, რომ ქუთაისის ბიუჯეტის მონაცემები არ ფიქსირდება არც მერიის და არც საკრებულოს საიტზე. თუმცა განსხვავებული სიტუაციაა ბათუმში. იქ გამორჩეულად ცდილობენ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას და რაც შეიძლება მეტად გასაგები იყოს დაინტერესებულ პირთათვის.
- თქვენი შეფასებით, რამდენად არიან თვითმმართველი ქალაქები რეალურად მათი საკრებულოსა და გამგეობის მიერ თვითმმართულები, ბიუჯეტის დაგეგმვიდან და აღსრულებიდან გამომდინარე?
- ეს უფრო დეკონცენტრაციაა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ცენტრი თავისი მოვალეობების შემსრულებლად ქირაობს და ახორციელებინებს დაფინანსებას, რადგან გრანტების დიდი ნაწილის სახელმწიფოს მხრიდან თვითმმართველობის ფონდში გადარიცხვა დამოუკიდებლობის ხარისხს არ ზრდის. ეს ნიშნავს, რომ არა მარტო თვითმმართველობები, არამედ თვითმმართველი ქალაქებიც არიან დამოკიდებულნი არა საკუთარ თავზე, არამედ ცენტრალური ხელისუფლებაზე. შესაბამისად, მათ თვითმმართველობაზე საუბარი ცოტა რთულია. მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში ინფორმაცია არ გაქვს საპრეზიდენტო, სამთავრობო, თუნდაც რეგიონული განსახორციელებელ პროექტებზე, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, ჩვენთან დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და არ შეცვლილა წლების განმავლობაში.
- არის შემთხვევები, როცა თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტები წლის მანძილზე 10-ჯერ და ზოგჯერ 20 ჯერაც იცვლება. თქვენი შეფასებით, რამდენად მისაღებია თვითმმართველობის ბიუჯეტის ასეთი ხშირი ცვლილება და რა არის ამის მიზეზი?
- ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ცუდია. სიტუაცია შეგვიძლია განვიხილოთ ქუთაისის მაგალითზე. ქუთაისი აკეთებს შესყიდვებს, მის ბალანსზეა პარლამენტის შენობა., რაც მეტად გაუგებარია. გაუგებარია და ამ ყველაფერზე არ არის პასუხი. შესყიდვები რატომ უნდა მოხდეს ქუთაისის და არა ცენტრალური ბიუჯეტისა და სამინისტროს მეშვეობით.
- როგორია თქვენი ასოციაციის რეკომენდაციები? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს თვითმმართველი ქალაქების რეალური დამოუკიდებლობა?
- აუცილებელია, რომ თვითმმართველობებს ჰქონდეთ იმის საშუალება, წინასწარვე იცოდნენ მომდევნო წელს მათ რეგიოონებში განხორციელებული პროექტების შესახებ. ეს თვითმმართველ ქალაქებს საშუალებას მისცემს ნორმალურად დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტები და შემდეგ ამით იხელმძღვანელონ. თუ ეს მოხდება, აღარ იქნება საჭირო ამა თუ იმ თვითმმართველობების ბიუჯეტების წლის მანძილზე 10-ჯერ და 20-ჯერ ცვლილება. არის ფაქტები, როცა რომელიმე ქალაქის ბიუჯეტი თვეში სამჯერ შეცვლილა, 14 რიცხვში, 17-ში და 22-ში მიყოლებით, რაც ყოვლად მიუღებელია.
აქედან გამომდინარე, მთავარი პასუხისმგებლობა ცენტრალურ ბიუჯეტზე მოდის, რომელიც ვალდებულია, რომ დროზე, წლის დასაწყისშივე, განსაზღვროს ყველა თვითმმართველობაში განსახორციელებლი პროგრამა.

ესაუბრა ნინი ლეკიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48