არასამთავრობო ორგანიზაციების ჩრდილოვანი ბიზნესი საქართველოში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : არასამთავრობო ორგანიზაციების ჩრდილოვანი ბიზნესი საქართველოში
ნანახია: 651

არასამთავრობო ორგანიზაციების ჩრდილოვანი ბიზნესი საქართველოშივინ მიხედავს ამ კლანურ-მაფიურ სექტორს, როცა მისი ამდაგვარი არსებობით ხელისუფლება და ოპოზიცია ერთნაირადაა დაინტერესებული


რა არის USAID -ის გულგრილობის მიზეზი



საქართველო და ქართველები ხშირად ვტრაბახობთ უნიკალურობით, უნიკალურია ჩვენი კულტურა, ტრადიციები, ხასიათი და ასე შემდეგ. თუმცა, ეს ჩვენი, უფრო სწორად, ამ თაობის დამსახურება არ არის. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ თანამედროვე საქართველომაც შექმნა გარკვეულწილად უნიკალური ფორმაციები. ამ კუთხით, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი "მიღწევა" არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ისე მოწყობა და ფუნქციონირება, როგორც ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების იდეის მატარებელმა, უნდა ითამაშოს ერთგვარად გამტარის როლი, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, უნდა იმუშაოს საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, თამამად შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივი ბიზნესორგანიზაციის პრინციპით მუშაობენ. მათი საქმიანობა, მხოლოდ შემოსავლების ძიებაა და მეტი არაფერი, ქართული არასამთავრობოები ასრულებენ სხვების მიერ დაკვეთილ პროექტებს და ამაში იღებენ ანაზღაურებას, ისე როგორც, მაგალითად, გზების მშენებელ წარმოებაში ან მარკეტინგული კვლევების კომპანიაში ხდება.
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა. კარგი კონტაქტების დამყარებით, მიმზიდველი პროექტის შედგენით (რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია), დაფინანსების აღება და დონორის მოხიბვლა მარტივია. ზოგადად განწყობა ასეთია, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ გრანტებს იღებენ და მერე ფიქრობენ, რა გააკეთონ. გრანტებს კი, მოარული ხმების მიხედვით,


რომელშიც სიმართლე ბევრია, ფონდები მთავრობასთან შეთანხმებული სიებით გასცემენ. ასეთი სიების არსებობა არც დღეს არის გამორიცხული.
მართლაც, საინტერესოა, რა სარგებელი მოაქვს მათ ფუნქციონირებას საზოგადოებისთვის და რა კრიტერიუმებით აფასებენ უცხოელი დონორები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა პროექტებსაც აქტიურად აფინანსებენ. თუმცა, პროექტების დაფინანსებამდე, საინტერესოა, თვით ამ პროექტების შინაარსი, ვინ არიან დაინტერესებული მხარეები და რა მიზანი აქვს მათ განხორციელებას. საქართველოში მოქმედი ფონდების ძირითად მიზნებს წარმოადგენს: დემოკრატიული საზოგადოების შექმნა, თავისუფალი მედიის განვითარება, კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობა, მეცნიერების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ა.შ.
საინტერესოა, რამდენად სრულდება ზემოთ აღნიშნული მიზნები, იმ პროექტების დაფინანსებით, რომლებსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. რამდენად პირნათლად ასრულებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობებს და რამდენად შეაქვთ წვლილი აღნიშნული მიზნების მიღწევაში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ მოხალისეების შრომას, როცა სოლიდურ თანხებს იღებენ პროექტების განხორციელებაში. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე დაფინანსებული პროექტის კონკრეტულ ღონისძიებებზე დაფინანსების მიღების შემდეგ იწყებენ ფიქრს. თვალშისაცემია მათი ინდიფერენტული დამოკიდებულება პროექტის მიღმა დარჩენილი, თუმცა არანაკლებ აქტუალური საკითხებისადმი. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროექტები ერთჯერადად ხორციელდება და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი ან ორი წელია, ის პერიოდი, რომელიც დონორის მიერ ფინანსდება, ხოლო შემდეგ პროექტის შედეგზე და განვითარებაზე (Fეედბაცკ-ზე) არავინ ფიქრობს. შედეგად კი, მხოლოდ პროექტის ხანგრძლივობაზე ორიენტირებული არასამთავრობო გვრჩება.
მეორე მხარეს დგას დონორი ორგანიზაცია, რომლის ფუნქციებშიც არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი და მონიტორინგი შედის. იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედება არ შეესაბამება მათ მიზნებს, შეუძლიათ უბრალოდ შეუწყვიტონ დაფინანსება ან სხვადასხვა საშუალებებით კორექტივები შეიტანონ მათ საქმიანობაში.
კითხვით, თუ როგორ ხორციელდება პროექტების კონტროლი, მივმართეთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს, სადაც გვიპასუხეს: "ჩვენი შინაგანაწესი შეთანხმებულია დონორ ორგანიზაციებთან და შეჯერებულია საქართველოს კანონმდებლობასთან. საკმაოდ მკაცრ მონიტორინგს ვატარებთ, როგორც პროგრამულს, ასევე, ფინანსურს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება თანხების გადარიცხვა".
ჰაინრიხ ბიოლის ფონდში კი ამბობენ: "ჩვენ გვაქვს სისტემა, რომლის მეშვეობითაც ვახდენთ პროექტების მონიტორინგსა და კონტროლს. გაგვაჩნია ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ხდება პროექტების კონტროლი".
ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო" აცხადებს: "ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო" მუდმივად ახდენს დაფინანსებული პროექტების ფინანსურ და შინაარსობრივ მონიტორინგს როგორც განხორციელების პროცესში, ასევე მისი დასრულებისას. ამასთანავე, ფონდის იმ პროგრამის წარმომადგენლები, რომლის ფარგლებშიც გაცემულია გრანტი, კურირებენ დაფინანსებულ პროექტებს – მუდმივ კავშირში არიან პროექტის განმახორციელებლებთან, სრულ ინფორმაციას ფლობენ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, უწევენ მათ საკონსულტაციო დახმარებას და მონაწილეობენ დაგეგმილ ღონისძიებებში.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად შეესაბამება განხორციელებული პროექტების შედეგები ფონდის მიზნებს, ჰენრიხ ბიოლის ფონდში გვიპასუხეს: `შედეგები სრულიად შეესაბამება ჩვენს მიზნებს, რადგან, პროექტი ზუსტად უნდა პასუხობდეს ჩვენს ყველა მოთხოვნას. დაახლოებით 95 %-ით, ისინი სრულდება. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის მიმდინარეობისას რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ხელშეკრულება წყდება, მაგრამ 9 წლის მანძილზე სულ რამდენჯერმე მოხდა ასეთი შემთხვევა".
ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო” გვპასუხობს: `როგორც წესი, ფონდი ისეთ პროექტებს აფინანსებს, რომლებიც შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან და მისიასთან. თუმცა, მიზნის სრულად მიღწევა გარკვეულ შემთხვევებში რთული და შეუძლებელიც კია, ცვალებადი გარემო პირობების თუ სხვა მიზეზების გამო. ის ფაქტი, რომ დღეს არასამთავრობო ოგანიზაციების დიდი ნაწილი აქტიურია, ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ეწევა სხვადასხვა თემების ადვოკატირებას და, ასე თუ ისე, მონაწილეობს გადწყვეტილების მიღების პროცესებში, ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოში განვითარების გარკვეული გზა განვლო. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ჩვენს ფონდს წვლილი მიუძღვის".
რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, უფრო ღრმად ჩავიხედოთ ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობებში. მაგრამ შეგვიძლია არსებული სიტუაციები შევადაროთ საერთაშორისო ფონდების საქართველოში ფუნქციონირების მიზნებსა და მისიებს. შეგვიძლია დავინახოთ, თუ რა ხდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში, როგორია მედიის თავისუფლების ხარისხი, ან გამოსწორდა თუ არა მდგომარეობა მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში. სფეროებში, რომელთა განვითარებაზეც საერთაშორისო დონორები და ფონდები მუშაობენ, პროგრესი ნაკლებად, ან საერთოდ არ შეინიშნება.
თავის დროზე, ედუარდ შევარდნაძეს უთხრეს, დახმარებები იფლანგება, ჰუმანიტარული დახმარება კი დარიგების ნაცვლად ბაზრობებზე ხვდება, მავანნი ამით ჯიბეს ისქელებენო. მერე რა, განა ის ფული ქართველების ჯიბეში არ ჩადის, თანაც ნაწილი მიზნობრივად იხარჯება, უარი რომ ვთქვათ, იმასაც დავკარგავთო.
ასეთი იყო "თეთრი მელას" სიბრძნე.
ახლა "შავი პანტერების" დროა. "ის ნაწილიც" და "ეს ნაწილიც" "ჩვენებისაა".
ამათი არ მიკვირს, USAID -ის გამკვირვებია, - ამდენი ფულის განიავებით უნდათ ამერიკელებს სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბება საქართველოში და დემოკრატიის ტრიუმფი? ზღაპარია ეს! ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის "ატკატების" ამბავიც, გრანტიჭამიების სექტის ჩამოყალიბების ისტორიაც და ყველაფერ ამასთან დაკავშირებული მაქინაციებიც. გახსოვთ "აირექსის" ხელმძღვანელის ისტორია, რაღაცაში რომ ვერ მოურიგდა მავანთ და ასტრონომიული ციფრები რომ დასახელდა მის მიერ შეჭმული? დღევანდელ `აირექსში~ ვითომ უკვე ფრთიანი ანგელოზები მუშაობენ?
არასამთავრობოების მიერ შედეგიანად დიდი თანხების ხარჯვა რომ უნდოდეს, USAID-ს ამის მიღწევა არ გაუჭირდებოდა.
ხოლო რატომ არ უნდა, საკითხავი სწორედ ეს არის!

ეკა ღვინჟილია
ლევან მარტაძე





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48