საქართველოში შობადობა იზრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საქართველოში შობადობა იზრდება
ნანახია: 2419

დემოგრაფიული საკითხი ჩვენი რეალობის უმწვავეს პრობლემათაგანია აგერ უკვე რამდენიმე წელია. მათ გადასაჭრელად გონივრული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. 1989 წლის უკანასკნელი საბჭოთა აღწერის მიხედვით, საქართველოში 5 400 800 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2002 წელს ჩატარებული ეროვნული საყოველთაო აღწერის მიხედვით 4 371 500 ადამიანი დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ ასე ხანმოკლე ისტორიული პერიოდის განმავლობაში (13 წელი) მოსახლეობა საკმაო რაოდენობით შემცირდა, ანუ დაახლოებით მილიონი ადამიანით. რაც ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველობაა, აუნაზღაურებელი დანაკლისია. საქართველოს ამჟამინდელი დემოგრაფიული მდგომარეობის დახასიათება საკმაოდ რთულია, თუნდაც იმის გამო, რომ მოსახლეობის რაოდენობა ზუსტად ცნობილი არ არის, რადგანაც არასრულფასოვნადაა აღრიცხული დაბადებულთა, გარდაცვლილთა და ქვეყნის გარეთ მიგრირებულ ადამიანთა რაოდენობა.
გაეროს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, კლების ასეთი ტენდენციით გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის განახევრდება, რაც ქართველ ერს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს, ანუ ქართველი ერი გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და ეს ზრდა განვითარებად ქვეყნებში არსებული შობადობის მაღალი დონითაა განპირობებული. განვითარებულ ქვეყნებში კი საწინააღმდეგო ტენდენცია ფიქსირდება, ანუ შობადობა მკვეთრად კლებულობს და იზრდება მოსახლეობის დეპოპულაციის პროცესი.
საქართველოს თანამედროვე დემოგრაფიულ მდგომარეობას სისტემატური კრიზისის ხასიათი აქვს, რომელიც შემდეგ პრობლემებს მოიცავს: შობადობის კრიზისულ ზღვრამდე შემცირება, მოკვდავობის ზრდა, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები და დემოგრაფიული პროცესების მართვის დაბალი დონე.
უკანასკნელ ათწლეულში განვითარებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, სამოქალაქო ომმა, დევნილთა ნაკადმა, გაზრდილმა უმუშევრობამ, ასევე ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუარესებამ და მიგრაციის ინტესივობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა არა მარტო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არამედ დემოგრაფიულ განვითარებაზეც.
რაც შეეხება ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი, თავის მხრივ, შემდეგი ორი მაჩვენებლით შეიძლება დახასიათდეს: ახალშობილთა მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და მეორეს მხრივ, ჩვილ (ანუ 0-დან 1 წლამდე) ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი. ამ ორივე მაჩვენებლით საქართველო არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება. მაგალითად, 2007 წლის მონაცემებით საქართველოში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის: ქალები - 77 წელი, კაცები - 69, ხოლო ორივე სქესი ერთად - 73 წელი.
ამ ორივე მაჩვენებლით, საქართველო ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ჩამორჩება. სხვადასხვა გამოკვლევებით დადასტურდა, რომ 2050 წლისთვის ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება, თუმცა ის მაინც უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე დღეისათვის არის ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.
ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის არსებული არცთუ ისე დაბალი დონე, მით უფრო მეტ აქტუალობას იძენს, თუ გავიხსენებთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებულ სოციალურ და ეკონომიკურ კატაკლიზმებს, რის გამოც მნიშვნელოვნად გაუარესდა შობადობის, როგორც აბსოლუტური, ისე შეფარდებითი მაჩვენებლები. მაგალითად, 1990 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 92815 ბავშვი შეადგინა, ხოლო 2006 წელს იგივე მონაცემები 47795-მდე შემცირდა.
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მესამე და მეტი რიგითობის ბავშვის ყოლის მოთხოვნილება. 2000 წელს ცოცხლად დაბადებულთა შორის 85%-ზე მეტი პირველი ან მეორე ბავშვი იყო. მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის ასეთი მნიშვნელოვანი კლება გადამწყვეტ გავლენას ახდენს ზოგად დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე.
სადღეისოდ ქვეყნების უმრავლესობაში, შობადობის შემცირებისა და მოსახლეობის დაბერების ფონზე, უმთავრესი ამოცანაა ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა და მათი დაავადებების მიმართ რეზისტენტულობის გამომუშავება.
საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ბავშვთა ჯანმრთელობა წარმოადგენს. ეს თავისთავად დაკავშირებულია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობზე, ასევე ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მართვაზე. მნიშვნელოვანია, ასევე, ახალშობილის მოვლა ადრეულ ნეონატალურ პერიოდში, მეთვალყურეობა ბავშვის განვითარებაზე, სოციალური და ფიზიკური პირობები, კერძოდ, სიღარიბე და არაკეთილსაიმედო გარემო შეიძლება იმ სოციალურ ფაქტორთა რიგში აღმოჩნდეს, რომლებიც გამანადგურებლად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
შობადობის არსებული დაბალი დონე მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, რომელთა შორის სოციალურ-ეკონომიკურის გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვის ყოლის მოთხოვნილების შემცირებას აქვს, რაც ყველა ქვეყნისთის ისტორიულად გარდაუვალი პროცესია. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა და ვერც ის აცდება ისტორიული განვითარების მაგისტრალურ ხაზს. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში განვითარებულმა უმწვავესმა სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა საგრძნობლად დააჩქარა ეს პროცესი. ამიტომ თანამედროვე პირობებში, როდესაც პრობლემატურია ყოველი მომდევნო რიგითობის ბავშვის გაჩენა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უკვე გაჩენილი ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნების საკითხი. ამ მხრივ, კი საქართველო ბოლო წლებში მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, ანუ მაღალია ახალდაბადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამ პრობლემის დაძლევაში განსაკუთრებული როლის შესრულება ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა-განვითარებას შეუძლია, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო დედობის უზრუნველყოფა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო აღწერებს შორის (1989-2002წწ) პერიოდში, საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის ხარჯზე, საქართველოს მოსახლეობა დაახლოვებით 20%-ით, ანუ მილიონი ადამიანით შემცირდა. ეს მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დანაკარგია საქართველოსთვის, რადგანაც ქვეყნიდან გასულ ადამიანთა შორის სწორედ ახალგაზრდა, შრომისუნარიანი და რეპროდუქციულ ასაკში (15-49) მყოფი ადამიანები სჭარბობენ.
ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში აბორტების რაოდენობა კვლავ მაღალი რჩება. საქართველოში უკანასკნელ წლებში გამოვლენილია ფერტელური ასაკის ქალთა ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია, რასაც ხელს უწყობს ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხში ქალთა განათლების არასაკმარისი დონე. სხვა შემთხვევაში ძნელი ასახსნელია ის გარემოება, რომ ოჯახის დაგეგმვის პროცესში აბორტს კვლავ წამყვანი ადგილი უკავია, რომლის მხოლოდ აღრიცხული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 2005 წელს 19734 შეადგინა, მათ შორის 6710 (34%) – "მინი აბორტია". 2005 წელს ორსულობა ხელოვნურად შეწყვიტა 15 წლამდე ასაკის 6 გოგონამ. ასევე სტაბილურად მაღალია აბორტების რაოდენობა 15-19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (2005 წ.- 1406, 2004 წ.- 1494,2003 წ.- 897, 2002 წ. - 789).
იმედისმომცემია ორიოდ კვირის წინ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, 2008 წელს, წინა წლებთან შედარებით, იმატა ახალშობილთა რიცხვმა და მათი უდიდესი ნაწილი არა პირველი ან მეორე, არამედ მესამე და მომდევნო ბავშვია. ამის უმთავრეს მიზეზად, რაღა თქმა უნდა, საქართველოს პატრიარქის ინიციატივა უნდა ჩავთვალოთ, რომლის თანახმადაც, პატრიარქი თავად ხდება ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის ნათლია.

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48