"ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაფასების დონე ძალიან დაბალია" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაფასების დონე ძალიან დაბალია"
ნანახია: 351

"ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაფასების დონე ძალიან დაბალია"ინტერვიუ ექსპერტთან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში ტიმოთი ტრეინერთან

ინტელექტუალურ საკუთრებას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საკუთრებას, თავისი ღირებულება აქვს. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, აქტუალური ხდება ინტელექტუალურ სიახლეთა შექმნა და მათი სამართლებრივი დაცვა. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება სათანადოდ დაფასებული და შეფასებული არ არის. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების ცნობადობისა და მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ (EPI), ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების დარგში ტიმოთი ტრეინერი მოიწვია.
ტიმოთი ტრეინერი 20 წელზე მეტია, რაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე მუშაობს. წლების მანძილზე იგი გახლდათ გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის პრეზიდენტი და თანათავმჯდომარეობდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს.


- საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვედი. მიმდინარე წლის თებერვლის თვე ძირითადად თბილისში გავატარე. ამჯერად, თქვენს ქვეყანაში ჩემი ვიზიტი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე ვიმუშავებ. მკაფიოდ მინდა განვსაზღვრო, თუ რას ვგულისხმობ ინტელექტუალურ საკუთრების უფლებაში და რას ნიშნავს იგი. ეს ზოგადი და მრავლისმომცველი საკითხია, რომელიც რამდენიმე კანონს მოიცავს, ესენია: პატენტების, სავაჭრო ნიშნის, საავტორო უფლებების შესახებ კანონები, სამრეწველო პროექტები და ა.შ. ამ კანონპროექტის მიხედვით პროდუქტის გეოგრაფიული ადგილწარმოშობა და მსგავსი საკითხების დაცვაც ხდება.
- თითოეული აქ ჩამოთვლილი უფლება ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს განეკუთვნება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე, მასში მოიაზრება ყველა ზემოთ თქმული უფლება და არანაირად კონკრეტულად რომელიმე. ხშირად, როდესაც ადამიანს ესმის ტერმინი `ინტელექტუალური საკუთრება~ ავტომატურად ფიქრობს, რომ მასში მხოლოდ საავტორო უფლება მოიაზრება. ამდენად, ჩემი საქართველოში ყოფნის ვიზიტის მიზანიც სწორედ ესაა, ვცდილობ უკეთ აგიხსნათ და გაგაცნოთ ამ საკითხის არსი.
- თქვენი დაკვირვების და შესწავლის შედეგად, რისი თქმა შეგიძლიათ დღეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ვითარებაზე?
შემიძლია მკაფიოდ ვთქვა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. `ბევრია გასაკეთებელში” გულისხმობს იმას, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ, შესაბამისი ღონისძიებებით, ყველა ასპექტი უნდა მოიცვან. პირველი ნაბიჯი კომპანიების ცნობიერების ამაღლება უნდა იყოს, რათა მათ უკეთ გაიგონ, რომ საკუთარ ნაწარმზე უფლებების დაცვა კანონიერად შეუძლიათ. მათ უნდა ავუხსნათ, რომ თუ ისინი თავიანთ შექმნილ და წარმოებულ პროდუქციაზე საკუთარ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს დაიცავენ, გაცილებით მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებენ, ვიდრე მანამდე ღებულობდნენ.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს სასამართლოს, პოლიციის, საბაჟოსა თუ სამართალდამცავებისა ეფექტიანად გამოყენება შეეძლოთ, რადგან მათთვის შესაბამისი უფლებების დაცვა სამართლიანად აღსრულდეს.
ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა ხელს უწყობს ახალი კომპანიების შექმნას და უკვე არსებული კომპანიების საქმიანობის გაფართოებას. ხოლო, როდესაც ინვესტიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური გარემოს არსებობა, რომელიც ინვესტორებისთვის ნდობის აღმძვრელი იქნება. მაგალითისთვის, მაიკროსოფტი~ ქართულ ბაზარზე არ შემოვა, თუ მისი უფლებები აქ სათანადოდ დაცული არ იქნება. ასევე `პრადა~ და ა.შ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ქართულ ბაზარზე `ზარა” აპირებს შემოსვლას. როდესაც ვსაუბრობ ეკონომიკურ გარემოზე, ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანაში თუ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები დაცული არაა, შეუძლებელია იქ ვინმემ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელოს და ფული დააბანდოს.
ხშირ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს უცხოურ ინვესტიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ უცხოურმა ქვეყნებმა მათ ქვეყანაში ინვესტიციები ჩადონ, თუმცა საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მეტად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით მოხდეს პროდუქციის შექმნა და წარმოება, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა შეძლონ განვითარება და შესაბამისი პროდუქციის წარმოების გაზრდა, რისთვისაც გამოიყენებენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემას. უცხოური კომპანია შესაძლოა დღეს შემოვიდეს, მარამ ხვალ საწარმო დახუროს და ქვეყნიდან გავიდეს. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს არა უცხოურ ინვესტიციებზე, არამედ ადგილობრივი, შიდა პროდუქციის გაზრდაზე და, შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გამოყენებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ა.შ. ხელშეწყობაზე.
- თქვენი შეფასებით, რამდენადაა საკმარისი ის ძალისხმევა, რასაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ხარისხის ასამაღლებლად და ამ საკითხის საერთაშორისო სტანდარტებთან მისაახლოებლად იჩენს ქართული სახელმწიფო?
- ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია კანონები. როგორც წესი, ვიდრე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას აუცილებელია ჰქონდეს კანონები და მინიმალური სამართლებრივი გარემო. რა თქმა უნდა, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ კანონიც. როგორც წესი, ეს ყველაზე მარტივი ნაწილია მთელი ამ პროცესისა, მიუხედავად იმისა, რომ კანონების მიღებას ხანგრძლივი დრო სჭირდება. გაცილებით უფრო რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს იმ ყველაფრის უზრუნველყოფა, რაც ქვეყანაში კანონის მიღების შემდეგ უნდა განხორციელდეს და დარეგულირდეს. ეს კი გულისხმობს იმას, თუ რამდენად იაზრებენ და ახორციელებენ კანონით უფლებამოსილი და ვალდებული უწყებები თუ სახელმწიფო ორგანოები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ შესაბამისი პროცედურების გატარებას და თუ რამდენად ახდენენ ისინი საკუთარი ვალდებულებების და უფლებამოსილების აღსრულებას.
- საქართველოში ყოფნის პერიოდში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით თქვენ სემინარები ჩაატარეთ, შეხვდით სხვადასხვა ადამიანებს. მათ შორის თუ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებულნი და უფლებამოსილნი არიან ქვეყანაში აღნიშნული კანონმდებლობის სრულყოფილ აღსრულებას შეუწყონ ხელი და თუ მიეცით მათ გარკვეული რეკომენდაციები?
- სემინარი `საქპატენტისთვის” ჩავატარე, მაგრამ, როგორც ასეთი, მათთვის რეკომენდაციები არ მიმიცია. ეს იყო თებერვალში, ერთ დღიანი სემინარი. სემინარზე მათ საავტორო უფლების, პატენტის და სავაჭრო ნიშნის მაგალითების მიხედვით გავაცანი, თუ როგორ რეგულირდება და როგორ წარიმართება ეს პროცესები შეერთებულ შტატებში, თუნდაც სასამართლოების მიერ. `საქპატენტის~ როგორც სახელმწიფო უწყების ფუნქცია, რა თქმა უნდა, სასამართლოს ფუნქციებს არ ატარებს.
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით თუ გაქვთ გარკვეული შენიშვნები? თუ არის მასში რაიმე პუნქტი შესაცვლელი?
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ კანონში შესაძლოა რაღაც ცვლილებების შეტანა საჭირო გახდეს. დეტალურად ვერ ვიხსენებ კანონის ყველა პუნქტსა და მუხლს, რომელიც შეიძლება გადახედვას დაექვემდებაროს. საქართველოში არის სურვილი, რომ ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამებოდეს. ევროკავშირში კი ამჟამად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ კანონპროექტზე გადახედვისა და გარკვეული პუნქტების შეცვლის პროცესი მიმდინარეობს, ევროკავშირს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს. შესაბამისად, მოლოდინი მაქვს, თუ საქართველოს კვლავ ექნება სურვილი ამ კუთხით ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი კანონმდებლობა ჰქონდეს, ქართული კანონების ცვლილების საკითხი დღის წესრიგში დადგება. ზოგადად, როგორც წესი, ინტელექტუალური საკუთრების სფეროც არაა გამონაკლისი, კანონები აქაც გადახედვას ექვემდებარება ხოლმე, მით უმეტეს ტექნოლოგიური სიახლეების და პროცესების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული კანონები სულ უფრო მეტად მოითხოვს გადახედვას და ცვლილებებს.
- თქვენი აზრით, რამდენადაა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეული საავტორო უფლებების დაცვის საკითხი?
- შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ფართო ფენებს არც კი აქვთ გააზრებული და არ ესმით, რას ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა. ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით ავუმაღლოთ ცოდნის დონე, ვუთხრათ, თუ რას მოიცავს და რას გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მათი დაცვა. აუცილებელია ჩატარდეს საფუძვლიანი განხილვა და მსჯელობა, თუ რას ემსახურება, რისთვის არის კარგი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა. იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაციასაც გავეცანი საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობით, იკვეთება, რომ ქართულ საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაფასების დონე ძალიან დაბალია.
- თუ შეგიძლიათ გამოყოთ ერთი ან რამდენიმე მიმართულება, სადაც საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე საუკეთესო და ყველაზე უარესი მდგომარეობაა?
- სამწუხაროდ, საქართველოში არავის გამოუვლენია ის სფერო, სადაც ინტელექტუალური უფლებების დაცვის აღსრულება ძლიერია. არიან გარკვეული პირები გარკვეულ დარგებში, რომელთაც ნამდვილად აღელვებთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება, მათ სურთ ამ კუთხით ვითარების გაუმჯობესება. მაგრამ აქ არავისგან მსმენია, რომ ესა თუ ის დარგი ინტელექტუალური უფლების დაცვის მხრივ განსაკუთრებულად ძლიერი იყოს. შესაბამისად, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ საუკეთესო მაგალითის მოყვანა გამიჭირდება.
ხოლო რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე უარეს მაგალითს, ეს, ალბათ, ფილმები, მუსიკა, პროგრამული უზრუნველყოფაა. ამ კუთხით მართლაც, რომ ყველაზე რთული ვითარებაა. სამწუხაროდ, საქმე იმაშია, რომ ადამიანებს არ ესმით და ვერ იაზრებე, რატომ არის მნიშვნელოვანი ნამუშევრის და რაღაც ნაწარმის დაცვა. ალბათ, გასართობი დარგები კარგი მაგალითია იმის წარმოსაჩენად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროდუქციაზე ინტელექტუალური უფლებების დაცვა.
სხვათაშორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა ხელს უწყობს ათასობით ადამიანისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნას. ხაზგასმით ვამბობ, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირდაპირ უკავშირდება სამუშაო ადგილებს. თბილისში, როდესაც დივიდის ან კომპიუტერული დისკების მაღაზიას ჩავუვლი, ვფიქრობ, ხომ არ მეყიდა რომელიმე მათგანი. როდესაც დივიდის ან სიდის ვიძენთ, ეს მხოლოდ ფილმის ან სიმღერის ასლის შეძენას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ჩვენ რაში ვიხდით ფულს. ჩვენ ფულს ყველა იმ საათში ვიხდით, რომელიც დაიხარჯა იმისთვის, რომ კონკრეტული მუსიკა თუ ფილმი ზუსტად იმ სახით მოსულიყო ჩვენამდე, რა სახითაც ის შემსრულებელმა, ავტორმა შექმნა, შემდეგ შეასრულა და მასზე დახარჯა დრო. ჩამწერი სტუდიების ანაზღაურებაც შედის ამ ფასში, რომლებმაც უზრუნველყვეს იმ ხარისხით და იმ დონეზე მომხდარიყო ჩაწერა, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნებოდა. ყველა ტექნიკური თანამშრომლის ხელფასი ჩვენს მიერ გადახდილ ფულში შედის, ასევე ავტორის მიერ რეპეტიციებზე დახარჯული დროც. ერთი სიმღერა რომ ავიღოთ, მის შექმნაზე სხვადასხვა პირის მიერ შესაძლოა 100 საათი დაიხარჯა. გარდა ამისა, ფასში აგრეთვე შედის დისკზე დატანილი ჩამწერი სტუდიის ლოგო, მისი დამზადების ხარჯები და სწორედ ამ კომპანიების მიერ ხდება რისკის შეფასება, თუ რამდენად გაყიდვადი იქნება ესა თუ ის პროდუქტი. შესაბამისად, როდესაც ყიდულობ პროდუქტის არაოფიციალურად დამზადებულ ასლს, ეს ამ სისტემიდან ფულის გამოცლას ნიშნავს. ერთ-ერთი ძირეული რამ, რაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, არის მომხმარებლისათვის ბაზარზე არჩევანის გაფართოება. ვინაიდან, მე თუ თქვენს ბაზარზე ჩემი საკუთრების უფლების, სავაჭრო ნიშნის, პატენტის თუ საავტორო ნიშნის დაცვას შევძლებ, ეს ნიშნავს რომ აქ იქნება გარემო, სადაც კონკურენცია იქნება თავისუფალი, სამართლიანი და, შესაბამისად, მეტ კომპანიას გაუჩნდება სურვილი ამ ბაზარზე დამკვიდრებისა.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ბაზრისთვის პრობლემატურია, ყველა ქვეყნის წინაშე დგას ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები და პრობლემები. გარკვეული ქვეყნების ბაზარზე ამას უფრო მწვავე ხასიათი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე სხვა ქვეყანაში.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ საავტორო უფლებების დაცვის ხარისხის ამაღლების საქმეში საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პროფესიული გაერთიანებების აქტიურობა? რა კუთხით უნდა გააქტიურდეს საზოგადოება?
- ქართულ ბაზარზე ყველა ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი შეიძლება იყოს. ძირითადად იმის გამო, რომ ძალიან დაბალია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონე. ორი კვირის განმავლობაში, როდესაც სხვადასხვა აუდიტორიასთან მიწევდა მუშაობა, ხაზს ვუსვამდი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დადებით მხარეებსა და შედეგებს. ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავაცნობიერებინოთ საზოგადოებას, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა არ გულისხმობს მხოლოდ კანონის განსაზღვრული ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა და საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ მას თუ აქვს პოტენციალი შექმნას გარკვეული ნაწარმი, მათ სისტემა შესაძლებლობას აძლევს, რომ თავიანთი შემოქმედების შედეგად მიიღონ შემოსავალი. მხოლოდ ამ ასპექტზე, ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ სხვადასხვა ღონისძიების გატარების შესახებ ხაზგასმა, როგორიცაა გაყალბებული, უკანონოდ დამზადებული, არალეგალური საქონლის ბაზრიდან ამოღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ვრცელი საკითხია და ყველა იმ მხარეს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, შეუძლიათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანონ ცნობიერების ამაღლების კუთხით თქვენს ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებაში.
თუმცა, ჩვენი შეკითხვაა მათ მიმართ, რამდენად კარგად იცნობენ ისინი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხს, იმისათვის რომ წარმატებით შეძლონ ცნობიერების ამაღლებისათვის მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. აუცილებელია ისინი გარკვეულნი იყვნენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებში, ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, რათა წარმატებით მოახერხონ თავიანთი ფუნქციებისა და მისიის შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მათ ამ საკითხში ჩარევით საზოგადოების ინფორმირებულობა კი არ გაიზარდოს, არამედ მათთვის ეს საკითხი უფრო ბუნდოვანი გახდეს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ მხარის სწორი მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. მინდა, რომ ინტელექტუალური უფლებების დაცვის მიმართ იყოს მიუკერძოებელი და დაბალანსებული მიდგომა, შემოქმედ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები დაცული იქნება.

ესაუბრა თეონა ჭიტაძე









 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48