კარლ ბენცი - მჭედელი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ავტომობილის შემქმნა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : კარლ ბენცი - მჭედელი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ავტომობილის შემქმნა
ნანახია: 1662

კარლ ბენცი - მჭედელი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ავტომობილის შემქმნა

კარლ ბენცი არის გერმანელი ინჟინერი, გამომგონებელი, მანქანათმშენებლობის პიონერი. 1885 წელს ააშენა მსოფლიოში პირველი ავტომობილი Benz-ი, (Motorwagen, ინახება მიუნხენში). ამ ავტომობილის გამოგონების პატენტი ბენცმა 1886 წლის 29 იანვარს მიიღო. კარლ ბენცის ოჯახის წინა თაობები მჭედლები იყვნენ და პფაფენორთში ცხოვრობდნენ. კარლ ბენცის მამა თავდაპირველად კვალიფიციური მჭედელი და ოსტატი იყო, მოგვიანებით კი რკინიგზაში ლოკომოტივების მემანქანედ მუშაობდა. კარლ ბენცი კარლსრუეს საშუალო სკოლაში სწავლობდა, მოგვიანებით, დედამისის გავლენით კარლსრუეს ტექნიკურ სკოლაში მოეწყო და გამოსაშვები გამოცდების ბრწყინვალედ ჩაბარების შემდეგ წარმატებით დაასრულა. ტექნიკურ სკოლაში სწავლის დროს ახალგაზრდა კარლის ინტერესს ორთქლის ლოკომოტივები და სხვა ორთქლის სატრანსპორტი საშუალებები წარმოადგენდა. კარლისათვის მძიმე დრო ტექნიკური სკოლის დამთავრების შემდეგ დადგა. ის მრავალ მანქანათმშენებლობით საწარმოში მუშაობდა, როგორც დაქირავებული, მაგრამ მუდმივად იყო ახალი ტიპის ძრავის შექმნის იდეით შეპყრობილი, რამდენადაც იმ დროისათვის გავრცელებული იყო ოტოს ატმოსფერული ძრავები.
1870 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ, ბენცმა სამსახური დატოვა და გადაწყვიტა ნაცნობებთან ერთად სახელოსნო გაეკეთებინა, რომელშიც ექსპერიმენტების გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. მათ პატარა მიწის ნაკვეთი იყიდეს და დაიწყეს მეტალის სათადარიგო ნაწილების დამზადება. ვინაიდან მისი პარტნიორი ძრავის შემუშავების სფეროში ექსპერიმენტის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა, კარლი იძულებული გახდა ოცნებას დამშვიდობებოდა. ბენცი თითქმის შეეგუა ამას. მალე მან ბერტა რინგერი გაიცნო და მასზე დაქორწინდა. ცოლის მემკვიდრეობის წყალობით მან მოახერხა მისი მოუთმენელი პარტნიორისაგან წილის გამოსყიდვა და სახელოსნოს ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ახლა მას შეეძლო მთელი თავისი დრო ახალი ძრავის გამოგონებისთვის დაეთმო. სამწუხაროდ, იგი საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდა და მალე, 1877 წელს გაკოტრდა კიდეც. გრძელვადიან კრედიტზე მას ყველა ბანკმა უარი უთხრა, ამ დროისათვის კი ბენცმა უკვე შეიმუშავა ახალი შიგაწვის ძრავა და წარმოების დასაწყისში წარმოიშვა მოდელის პროტოტიპის შექმნის აუცილებლობა. მიუხედავად მრავალი სიძნელისა, ბენცმა მოახერხა ორტაქტიანი ძრავის ასლის შექმნა, მაგრამ მისი ბაზარზე გატანა ვერ მოახერხა, რადგანაც ერთმა ინგლისურმა ფირმამ ამ დროისათვის უკვე შეიმუშავა და დააპატენტა ანალოგიური ძრავა. თუმცა საპატენტო ბიურომ მაინც გასცა პატენტი საწვავის სისტემაზე, რამაც ბოლოსდაბოლოს მას რიგი ძრავის მოდელების წარმოების საშუალება მისცა. მან ახალი ფირმა დააფუძნა, სადაც პატარა ორტაქტიანი ძრავების დამზადება დაიწყო. 1885 წელს კარლ ბენცმა თავის ინვესტორებთან ერთად კიდევ ერთი ახალი ფირმა დააარსა. დღისით ის თავის სახელოსნოებში მუშაობდა, ხოლო ღამით სახლთან ახლოს, სათავსოში ატარებდა ექსპერიმენტებს. ჟინი, ინიციატივა და მიზანსწრაფულობა ბენცს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვაში დაეხმარა. 1886 წელს კარლ ბენცმა თავისი ახალი ავტომობილის პატენტი მიიღო, რომელმაც მყიდველთა შორის დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია, თუმცა ძრავებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნილება იყო, განსაკუთრებით გერმანიაში. მათ ასევე ლიცენზიით უშვებდნენ საფრანგეთში, ფირმა Panhard et Levassor-ში.
1889 წელს ბენცის წარმომადგენელმა საფრანგეთში ავტომობილი პარიზის საავტომობილო გამოფენაზე გაიყვანა. იმ დროს ჩვენებაზე იყო ასევე გერმანული კომპანია Daimler-ის ავტომობილები. სამწუხაროდ, გამოფენას დიდი გაყიდვები არ მოჰყოლია. ასე გაგრძელდა 1890 წლამდე, მანამ, სანამ რიგ გერმანულ ფირმებს არ გაუჩნდათ ინტერესი ბენცის ავტომობილების მიმართ. დაარსდა ახალი ფირმა, რომელიც მხოლოდ ბენცის ავტომობილებს აწარმოებდა. შემდგომში ბენცი შეუსვენებლად მუშაობდა თავის ახალ პროექტზე, ავტომობილების საცდელი რბოლის ჩათვლით. 1897 წელს მან შექმნა ორცილინდრიანი ძრავა, ჰორიზონტალური მდებარეობით, იგი "კონტრა-ძრავის" სახელით არის ცნობილი. დიდი სპორტული მიღწევების შედეგად მყიდველთა შორის ფირმა Benz-მა მალე მოიპოვა აღიარება და დიდი პოპულარობა. ბოლოს, მრავალწლიანი წარუმატებლობის შემდეგ კარლ ბენცისთვის წარმატების დროც დადგა. 1926 წელს ფირმა Benz-ი Daimler-ს შეუერთდა და წარმოიქმნა კომპანია Daimler-Benz-ი, რომელიც ჩვენს დროშიც არსებობს. კარლ ბენცი 1929 წლის 4 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48