"ა, ბარჟომ? მა, საქართველო? განა ჩვენ კი არ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა?"სომხები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელს ჩვენზე ადრე მოაწერენპოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის სომხეთს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა აქვს. ამის შესახებ სომხეთ-უკრაინის ეკონომიკურ ფორუმზე, სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა განაცხადა.
`ჩვენ ინვესტორთა დაცვისა და მათთვის მოქმედების თანაბარი, კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის ყველა მექანიზმი გაგვაჩნია. სომხეთი ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახლა, წარმატებული საბაზრო ეკონომიკის სტატუსის მოპოვებას ცდილობს”, – თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, სომხეთი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებს, რაც დამატებითი გარანტი იქნება ქვეყნების ინვესტორებს შორის ეფექტური კონტაქტების დასამყარებლად.