კომუნალური გადასახადების ზრდის ტენდენცია გრძელდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : კომუნალური გადასახადების ზრდის ტენდენცია გრძელდება
ნანახია: 299

კომუნალური გადასახადების ზრდის ტენდენცია გრძელდება1 ივლისიდან თბილისის მოსახლეობა დასუფთავების გაზრდილ გადასახადს გადაიხდის

პირველი ივლისიდან დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრება - ყოველ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი იქნება, დღგ-ს გარეშე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 24 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა - მას შემდეგ, რაც საკითხს სამჯერ უყარეს კენჭი. საკრებულოს 34-მა წევრმა 8-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი დედაქალაქში დასუფთავების მომსახურებისთვის გადასახადის დაანგარიშების წესის შეცვლას.
თბილისის მერია დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე მან ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რეალურ გათვლებს ეფუძნება. თბილისის მერის მოადგილემ ტარიელ ხიზანეიშვილმა 24 ივნისს საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მერიამ ექვსი თვის წინ გაზარდა დასუფთავების მოსაკრებელი და გახადა 2.50 თეთრი, გაიზარდა იმ მოქალაქეების განცხადებების რაოდენობაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ბინაში მითითებულზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს და მონაცემების კორექტირებას მოითხოვდნენ.
ხიზანეიშვილი ამბობს, რომ შემოსავლები დღითი დღე მცირდება. ამის გამო მერიას თვეში ამ დარგის მილიონლარიანი სუბსიდირება უწევს: `ჩვენი გათვლებით, შემოსავალი სამი მილიონი ლარი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, დღევანდელი მონაცემებით, ფაქტობრივი შემოსავალი 2 მილიონი ლარია~.
მერიის პოზიცია ამ ეტაპზე შემდეგია: რეალურად, ამ გადაწყვეტილებით დასუფთავების გადასახადი გაეზრდება თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 25 პროცენტს, შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ნაწილს და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ოჯახებს.
ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებს თბილისის საკრებულოს რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი - `ეს პრობლემები, რაც არსებობს, გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში არ არის მოწესრიგებული მოსახლეობის აღრიცხვიანობა. როცა არ ვიცით, სულ რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ბუნებრივია, შეუძლებელია დავეყრდნოთ იმ მრიცხველების მონაცემს, რომლებიც ოჯახებშია და არანაირ ცნობას სულადობის შესახებ არ გვაძლევს. ჩემი ფორმულა ასეთია: ვთქვათ, ვიცით, რა ჯდება დასუფთავება, ისიც ვიცით, რა მოცულობის ნარჩენები გროვდება ქალაქში. ერთადერთი, რაც არ ვიცით, არის ადამიანების რაოდენობა ამ ქალაქში და თუ ეს სამი აბსოლუტური მონაცემი გვაქვს ან გვექნება, მაშინ ძალიან ადვილია დავადგინოთ, რა ჯდება ერთი ადამიანი, ნარჩენების თვალსაზრისით. მარტივი არითმეტიკაა~.
`ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, თბილისის მერიის ინიციატივა გაუგებარი, ალოგიკური და უპრეცედენტოა: `ამ ინიციატივაში ლოგიკას ვერ ვხედავ. არ გამიგია, რომ რომელიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობდეს და დარწმუნებული ვარ, არც რაიმე ბიოლოგიური გათვლა იარსებებს ამისა, რომ ვინც 1 კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს, 5 თეთრის ღირებულების დაბინძურებას ახდენს, და ამის არც ეკონომიკური დასაბუთება არ არსებობს~.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულოს წინააღმდეგობაში პარლამენტის მიერ ამ წელს მიღებულ, `ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ~ კანონთან, კერძოდ მისი მე-12 პრიმა მუხლი, რომელიც დასუფთავების მოსაკრებლისთვის ზედა ზღვარს აწესებს 3 ლარის ოდენობით.
`ამ გადაწყვეტილებით საკრებულომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და წინააღმდეგობაში მოვიდა პარლამენტის გადაწყვეტილებასთან, რადგან `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა”, - აღნიშნავს `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ წევრი ზაზა გაბუნია.

გიორგი კაპანაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48