ინტერვიუ ”მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ინტერვიუ ”მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან
ნანახია: 370

"ტრაგედია, რაც რიკოთზე მოხდა, განპირობებული იყო იმ ტერიტორიის გეოლოგიური შეფასებების უგულებელყოფით"


"გეოლოგები მუშაობენ, თუმცა სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მათ დაფინანსება არ სჭირდებათ და მათ დასკვნებსაც თითქმის არავინ ითვალისწინებს"



- ქალბატონო ნინო, კოკისპირული წვიმების შედეგად საავტომობილო გზები დაზიანდა, სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რიკოთის უღელტეხილზე რესტორანი `რიკოთი~ დაიტბორა და 4 ადამიანი დაიღუპა. უდიდესი ზარალი მიადგა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს. რამ გამოიწვია მეწყერი საქართველოს რეგიონებში და შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება?
- საქართველოში ძალიან ბევრი მეწყერსაშიში ზონებია და ეს მოულოდნელი არავისთვის არ უნდა იყოს, ზოგადად, მთიანი რეგიონებისთვის ეს დამახასიათებელი თვისებაა. ასე რომ, წელს ამ რაოდენობის ნალექის მოსვლა, შეიძლება არ იყო თავიდანვე პროგნოზირებული, მაგრამ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნალექების რაოდენობა ისევ არასისტემური იქნება, იმიტომ რომ ნამდვილად არის კლიმატის ცვლილება. ყველა მეწყერსაშიში ზონა არის შესწავლილი საქართველოში, უბრალოდ, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც რაღაცას ვაშენებთ, ყოველთვის უნდა იყოს გათვლილი და შეფასებული რა, როდის და სად უნდა აშენდეს. ის ტრაგედია, რაც რიკოთზე მოხდა, ძალიან ბევრ შემთხვევაში განპირობებული იყო იმით, რომ არ იყო გათვალისწინებული იმ ტერიტორიის გეოლოგიური შეფასებები. ამის პროგნოზირება და ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელია, უბრალოდ, უფრო სერიოზული გეგმა უნდა იყოს შემუშავებული საქართველოში, რომ შემდგომში ასეთი პროცესები არ განვითარდეს. სამშენებლო ნორმა რომ ყოფილიყო დაცული და გეოლოგიური გეგმა არ გაეუქმებინათ, შეიძლებოდა ეს ტრაგედია არ მომხდარიყო.
- სტიქიური მოვლენის მასშტაბებს სპეციალისტები პრევენციის ნაკლებობას უკავშირებენ. წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზის მიუხედავად, მთავრობამ თავი არ დაიზღვია. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა ვალდებულება ეკისრება ამ მხრივ მთავრობას?
- სწორედ ეს არის პრევენციის ნაკლებობა, როდესაც წინასწარ პროგნოზირება არ ხდება. უნდა არსებობდეს გეგმა, რომელიც არის სწრაფი რეაგირების, უნდა იყოს ასევე პროგნოზირების გეგმა და ყველა მუნიციპალიტეტი უნდა გააფრთხილონ. მოგეხსენებათ, საქართველოს ზონები არის დაყოფილი მეწყერსაშიშ და არამეწყერსაშიშად. ყველა ეს ადგილი თავიდანვე უნდა იყოს შესწავლილი, შეფასებული და შემდგომში შესაძლოა ტრაგედია მართლაც თავიდან აირიდო.
გამოსავალი არის სწორად შენება, სპეციალისტების აზრის გათვალისწინება, სადრენაჟო სისტემების დაყენება, რეგულარული დაკვირვება ყველა ღელეზე, მშრალ ხევზე, რადგან მსოფლიო კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესია და ჩვენ მას მზად უნდა შევხვდეთ.
გეოლოგები მუშაობენ, თუმცა სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მათ დაფინანსება არ სჭირდებათ. სამწუხაროდ, მათ დასკვნებსაც თითქმის არავინ ითვალისწინებს. ახლა სახელმწიფოს 10 მილიონი ლარის ზარალი მიადგა, არ ჯობდა, თავის დროზე გამოეღოთ ხელი? დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციას მოუმზადებლები ვხვდებით.
სპეციალისტების აზრი რომ გაეთვალისწინებინათ, არც რესტორანი უნდა ყოფილიყო იმ ადგილზე. ანუ იქ, სადაც, სავარაუდოდ, მეწყრის ჩამოწოლის საშიშროება იყო. ხომ უნდა არსებობდეს გეოლოგიური დასკვნა?
- რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთდროულად გამოწვეულია კლიმატის გლობალური ცვლილებითა და ტყის მასივების უკონტროლო, უსისტემო ჩეხვით. კლიმატის ცვლილების გამო მომატებულია ტენიანობა, ერთ დღეში ერთ ადგილზე შეიძლება მთელი წლის ნალექიც კი მოვიდეს, მერე შეიძლება ამას ხანგრძლივი გვალვა მოჰყვეს, რაც გარემოზე უარყოფითად მოქმედებს. ტარდება თუ არა საქართველოში ყოველწლიურად მონიტორინგი, როგორც ეს უცხოეთში ხდება, რათა დადგინდეს, რა რაოდენობის წყლის გატარება შეუძლია ამა თუ იმ მდინარეს, ხომ არ ხდება ხევების გამოფიტვა და ასე შემდეგ?
- საერთოდ, ჩვენში ყველა ხევი წვიმით კვებაზეა დამოკიდებული, მშრალი ხევიც არაფრისგან არის დაცული. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ტყის მასივების მდგომარეობა.
კანონით, მათი პირწმინდა ჭრა დაშვებულია ფერდობის 5 გრადუს დახრილობაზე, რაც მთაში ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს. ფერდობის 35 გრადუს დახრილობაზე ზემოთ ჭრა აკრძალულია, თუმცა, ჩემი აზრით, ჭრა 25 გრადუსზე ზემოთ უნდა იყოს აკრძალული. ჩვენი მთები არამდგრადია, ამიტომ ჭრის აკრძალვაც შესაბამისი უნდა იყოს.
- თბილისში ახალი მაგისტრალი შენდება. ვაკე და საბურთალო ერთმანეთს კიდევ ერთი გზით დაუკავშირდება. თუმცა, ცნობილია, რომ ეს ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონას მიეკუთვნება, თქვენი აზრით, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს აღნიშნული მაგისტრალი?
- ეს ტერიტორია მართლაც არის მეწყერსაშიში ზონა. მაგისტრალის მშენებლობა იყო რისკთან დაკავშირებული, ამისთვის მსოფლიოში არსებობს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადება, რომელმაც რეალურად უნდა დადოს სურათი, სად არის საფრთხე და შემდგომში, როცა იცი, რა საშიშროება შეიძლება მოყვეს ამას, მერე ინჟინრული გადაწყვეტის მოფიქრება ნამდვილად შესაძლებელია. საჭიროა მკაფიოდ იყოს გათვლილი ყველაფერი. არ დაგვენგრეოდა გომბორის გზაც, იქ რომ ყოფილიყო გარემოს ზემოქმედების შეფასება კარგად გაკეთებული და შესაბამისი ნებართვა აღებული, ამ შემთხვევაშიც ნებართვა არ არის აღებული და არც მაშინ იყო ნებართვა აღებული.
- როგორ ფიქრობთ, სწორად მიმდინარეობს თუ არა ინფრასტრუქტურის მშენებლობა საქართველოში და, საერთოდ, როგორ იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების გარემოსდაცვითი შეფასება?
- რეალურად არანაირი არიდების, სადრენაჟე სისტემების, ასე ვთქვათ, წინასწარი პროგნოზირება როგორ უნდა გაკეთდეს, სად უნდა გავიდეს წყალი, რა უნდა მოხდეს თუ ღვარცოფი განვითარდება, ამის პროგნოზირება ნამდვილად შეიძლება. ამ შემთხვევაში, შესწავლა არის აუცილებელი, განსაკუთრებით რეგიონში, რა თქმა უნდა, სტახანოვური მეთოდით მშენებლობას ვერ დავიწყებთ და ვერ დავასრულებთ. ამ ყველაფერს უნდა ნამდვილად შესწავლა და სპეციალისტების მოსმენა. ისე, როგორც ახლა, ხდება, რომ მოგვწონს ან არ მოგვწონს და იმის მიხედვით ვაკეთებთ ყველაფერს. თუ გვინდა შემდგომში ტრაგედიები არ მოხდეს საქართველოში, ასეთი წინასწარი შეფასებები აუცილებლად უნდა არსებობდეს და, შესაბამისად, ამას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, მიუხედავად ნებისმიერი გეგმისა და სიჩქარისა. აუცილებელია, რომ ყველა ემორჩილებოდეს სპეციალისტების დასკვნას.

ესაუბრა ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48