"საქართველოს რკინიგზას" ქონების ექსპროპრეაციის უფლება მიენიჭაეკონომიკის მდგრადი განვითარების სწორუპოვარმა მინისტრმა ვერონიკა ქობალიამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც "საქართველოს რკინიგზას" უფლება ეძლევა თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისას ჩამოართვას მოქალაქეებს, თავისი შეხედულებისამებრ საზოგადოებრივი ინტერესის მომიზეზებით, მის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ნარგავები და ასე შემდეგ.
ამასთან, ეს ყოველივე, ბუნებრივია, იგულისხმება არა კომპენსაციის მიღებით, მოცემული საკუთრების საბაზრო ღირებულების შესაბამისად, არამედ ამ შემთხვევაში, `საქართველოს რკინიგზის" მიერ შეთავაზებული მიზერული კომპენსაციის მეშვეობით, ანუ, ფაქტობრივად, საკუთრების წართმევა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარლამენტი, განსაკუთრებით მისი უმრავლესობა, ყველაფერს გააკეთებს, რათა მესაკუთრეები მათი ქონების ხელყოფისგან დაიცვას, ხოლო ბიზნეს-ომბუდსმენი, ბატონი პერტაია, მიაღწევს ამ უსამართლო პროცესის დაუყოვნებლივ აღკვეთას.
ლევან შავიშვილი