ვერა ქობალიმ კომპოზიტორთა სახლი მუსიკოსებს საბოლოოდ წაართვა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ვერა ქობალიმ კომპოზიტორთა სახლი მუსიკოსებს საბოლოოდ წაართვა
ნანახია: 783

ვერა ქობალიმ კომპოზიტორთა სახლი მუსიკოსებს საბოლოოდ წაართვა”ჩვენივე გაკეთებული საბუთებითა და ტექპასპორტებით ეკონომიკის სამინისტრომ კომპოზიტორთა სახლი საკუთარ სახელზე გადაიფორმა”

საბჭოური განსაზღვრებით ”ინტელიგენცია” გონებრივი შრომით დაკავებულ ადამიანთა სოციალურ ფენას ან ჯგუფს ეწოდებოდა. მათში შედიოდნენ, მწერლები, პოეტები, მეცნიერები, აკადემიკოსები, კომპოზიტორები და მთლიანად განათლებული საზოგადოება. თუმცა, ეს ”ინტელიგენცია” პრეზიდენტმა რამდენიმე წლის წინ "ჩასარეცხად" გაიმეტა. ამის შემდეგ, სახელმწიფოსა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის არსებული დავა დღემდე მოუგვარებელ პრობლემად დარჩა.
ხელისუფლების სამიზნე ჯერ მწერალთა სასახლე იყო, შემდეგ გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობა, ბოლოს ჯერი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლზეც მიდგა.
როგორც ცნობილია, კომპოზიტორებს სახლი 5 წლის წინ ჩამოერთვათ. სახელმწიფომ იგი აუქციონზეც გაიტანა, თუმცა პოტენციური მყიდველი ბოლო მომენტში უარს ამბობდა შენობის შესყიდვაზე.
კურორტ ბორჯომში კომპოზიტორთა სახლი 1982 წელს, მუსფონდის მიერ აშენდა და მას შემდეგ იქ ქართველი კომპოზიტორები მოღვაწეობდნენ. ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი კომპოზიტორთა სახსრებით არის აშენებული და იგი 60 წლის წინ მათ კერძო, მუდმივ მფლობელობაში გადაეცათ.
კომპოზიტორთა სახლით ხელისუფლება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპოზიტორებმა საჯარო რეესტრში შენობის დარეგისტრირება გადაწყვიტეს.
კომპოზიტორთა კავშირის წარმომადგენლების პროტესტისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მიუხედავად, ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ კომპოზიტორთა სახლი სახელმწიფო ქონებად სცნო და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.
`კომპოზიტორთა კავშირმა შენობის რეგისტრაციისთვის თავის დროზე განცხადება შეიტანა. მაშინ მე თავმჯდომარე არ ვიყავი. ათამდე სხვადასხვა საბუთი მოგვთხოვეს. საბუთების წარდგენის პროცესი ძალიან გაგვიწელეს და რეგისტრაცია დაგვიანდა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ვითომდა სახელმწიფოს მიმართ დავალიანება გვქონდა და რეგისტრაცია მისი დაფარვის გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ საურავის გადახდის გრაფიკი თავად სახელმწიფომ შეგვიდგინა. ასე გვითხრეს: ამას რომ დაფარავთ, კომპოზიტორთა სახლს შემდეგ დაგიმტკიცებთო. გადასახდელი დავალიანება დაახლოებით 320.000 ლარს შეადგენდა. ეს თანხა სრულად დავფარეთ, ჩვენივე გაკეთებული საბუთებითა და ტექპასპორტებით ეკონომიკის სამინისტრომ ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა~, - ამბობს კომპოზიტორთა სახლის ხელმძღვანელი კახა ცაბაძე.
კომპოზიტორთა კავშირის წევრებმა მშვიდობიანი აქციები, ბორჯომის გამგეობის წინ, რამდენჯერმე გამართეს. ისინი კომპოზიტორთა სახლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანას აპროტესტებდნენ. ხელოვანების საპროტესტო აქციებს შედეგი არ მოჰყოლია. დავა ხელისუფლებასა და ხელოვანებს შორის კომპოზიტორთა სახლის გასხვისებაზე, ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყდა. კომპოზიტორთა სახლის სამომავლო ბედი უკვე ეკონომიკის სამინისტროს ხელშია.
`ეს საკითხი შეგიძლიათ ეკონომიკის სამინისტროსთან გაარკვიოთ, 2005 წლიდან ჩვენ ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში არავინ გვიშვებს. ჩვენთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კომპოზიტორთა სახლი ჯერჯერობით არ არის გასხვისებული. თუმცა, ჩვენ ასე გაჩერებას არ ვაპირებთ და კონკრეტული გეგმები გვაქვს, მაგრამ ჯერ ამ გეგმებს ვერ გაგანდობთ. ჩვენ გარკვეული სამართლებრივი ბრძოლის ფორმები მოფიქრებული გვაქვს, იმის მიხედვით, თუ რა პასუხს მივიღებთ ეკონომიკის სამინისტროდან. ქონების დათმობას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ. როგორც ჩვენ გვექცევიან, ეს არის სახე იმისა, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო ზოგადად კულტურის სფეროს~, – ამბობს კახა ცაბაძე.
კომპოზიტორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგსა და მოლაპარაკებას არანაირი აზრი არა აქვს. ისინი ამას პირადი გამოცდილების საფუძველზე ამბობენ, რადგან წლების განმავლობაში ხელისუფლებასთან არაერთმა მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა. კომპოზიტორებს უსაფუძვლოდ ჩამოართვეს ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი, თუმცა შემდეგ უამრავი დაპირება მიიღეს, რომ ქონება კვლავ დაუბრუნდებოდათ. ამის მიუხედავად, დღემდე ეს პრობლემა მოუგვარებელი რჩება.
რა გახდა, ეს ერთი შენობა - ბორჯომის ე.წ. კომპოზიტორთა სახლი, რომ სახელმწიფომ ჩვენს ღვაწლმოსილ მუსიკოსებს საკუთრებაში გადასცეს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო გეგმა წლის ბოლომდე შესასრულებელი აქვს, მათ ნუსხაში კი მხოლოდ წვრილი ობიექტებია შემორჩენილი. ალბათ, კომპოზიტორთა სახლიც გაიყიდება, ალბათ, სხვა ობიექტების პრივატიზებაც მოხდება, ალბათ, ინვესტიციებიც შემოვლენ და, ალბათ, ამ ყველაფრის ხარჯზე ბიუჯეტიც შეივსება, მთავარია, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან საპრივატიზაციო გეგმის შესრულებას. ხელისუფლებასთან დიალოგს არანაირი აზრი არა აქვს, რადგან მათთვის `ჩარეცხილები~ დღემდე `ჩარეცხილებად~ რჩებიან.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48