თბილისში დასუფთავების გადასახადი იზრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : თბილისში დასუფთავების გადასახადი იზრდება
ნანახია: 379

ივლისიდან თბილისში, შესაძლოა, დასუფთავების გადასახადი გახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვროს. იმის მიუხედავად, ვინ რა დოზით აბინძურებს დედაქალაქს, თბილისის დასუფთავებაში ყველაზე მეტ თანხას ის მოქალაქეები გადაიხდიან, ვინც მეტ დენს მოიხმარს. არის თუ არა ლოგიკა აღნიშნულ ინიციატივაში?
შეგახსენებთ: დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, დასუფთავების ტარიფი დაიანგარიშება აბონენტად დარეგისტრირებულ, ელექტროენერგიის მომხმარებლის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის პროპორციულად - 1 კვტ.სთ მოხმარებულ ენერგიაზე 0,05 ლარის ოდენობით, დღგ-ს გარეშე.
"ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ეს ცვლილება დასუფთავების გადასახადს მინიმუმ 50%-ით გაზრდის.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკო ხაჩირიშვილი განმარტავს, რომ წარმოდგენილი პროექტი მხოლოდ სამუშაო ვარიანტია და მასში ბევრი რამის შეცვლა შეიძლება.
"დასუფთავების გადასახადი 5-6 - სულიანი ოჯახისთვის 15 ლარი მაინც გამოდის, რაც ახალი პროექტის შემთხვევაში, გაცილებით ნაკლები იქნება. თუმცა, შეიძლება პირიქითაც იყოს, ვინც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოიხმარს ენერგიას, მისთვის გადასახადიც მეტი იქნება. ეს ნიუანსი გადასახედი და დასახვეწია. ასევე კარგად არის შესასწავლი მიგრაციის საკითხიც, რაც პროექტის შემუშავებისას ერთ-ერთ ფაქტორად იქცა,"- ამბობს ნიკო ხაჩირიშვილი. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ გავრცელდება იურიდიულ პირებზე. ისინი სხვა ფორმითა და სისტემით იხდიან დასუფთავების გადასახადს და ეს სიახლე მათ არ შეეხებათ.
ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ თუ ეს პროექტი წარმოდგენილი სახით დამტკიცდება, დედაქალაქის მოსახლეობას ცხოვრება კიდევ ერთხელ გაუძვირდება. "ეს ცვლილება - ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 0,05 ლარი, პირდაპირ აისახება იმ კატეგორიაზე, რომელიც 12-თეთრიან ტარიფს იხდის. გამოდის, რომ მას გადასახადი 42 პროცენტით უძვირდება. ადამიანს რაც უფრო დაბალი გადასახადი აქვს, ელექტროენერგიასაც ნაკლებს ხარჯავს, თუმცა ამის მიუხედავად, ტარიფი მაინც უძვირდება. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ, საკრებულოში ოჯახებს გადასახადებს ხელაღებით უზრდიან. ეს საკითხისადმი ორმაგი მიდგომაა. მალე ალბათ, ლუკმა-პურის რაოდენობის მიხედვითაც შემოიღებენ გადასახადს, მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ამ სახით ინფორმაციის დონეზე დარჩება და გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების შესახებ არ მიიღებენ,"- ამბობს სოსო არჩვაძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის რეფორმას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. გადასახადების ამოღება ასეთი ტიპის მეთოდებით, არც ჩვენი მთავრობისთვის მისაბაძ სინგაპურში და რა თქმა უნდა არც ჩვენთვის სანატრელ ევროპაში არ ხდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ხალხისგან მაქიმალურად დიდი რაოდენობის ფულის ამოღების პოლიტიკას, რაც ჩვენი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას უფრო და უფრო უმძიმებს ცხოვრებას.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48