ქაოტური ჯანდაცვის რეფორმა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ქაოტური ჯანდაცვის რეფორმა
ნანახია: 503

"საქართველოში სამედიცინო პერსონალის პროდუქტიულობის დონე ვერ აკმაყოფილებს მისაღებ სტანდარტებს და ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონსა და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით”

"ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ფაქტობრივად, თითქმის მთლიანად მოიშალა ჯანდაცვის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ რეალური, ხალხისთვის ხელმისაწვდომი რეფორმა არც კი გატარებულა და ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში ამ დროს გამეფებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეს უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 170 ქვეყნიდან საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით საქართველო 149-152-ე ადგილებს იყოფს იემენთან, ტოგოსა და ერიტრეასთან ერთად. დღესაც, საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების ძირითადი წყარო მოსახლეობის კერძო დანახარჯებია. ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი შეადგენს დანახარჯების 73%. არსებული
მთავრობა თითქოს ჩქარობს ჯანდაცვის სისტემის ხარვეზების "მოგვარებას”, მაგრამ სამწუხაროდ ამ სიჩქარეში ბევრ შეცდომებს უშვებს და სიტუაციას უფრო ამძიმებს. 2007 წელს დაწყებული "100 ახალი საავადმყოფო” პროექტი, რომელიც ახალი საავადმყოფოების აშენებას და ძველების გარემონტებას ითვალისწინებდა, 2011 წელს უნდა დასრულებულიყო.
"თქვენ გახსოვთ რამდენს ლაპარაკობდნენ იმის თაობაზე, რომ 100 საავადმყოფოს პროგრამა არ შესრულდა. იმ ხალხს, ვინც ამ პროგრამის შეუსრულებლობაში გვადანაშაულებდა, რატომღაც სათვალავიდან გამორჩა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ის, რომ საქართველოში მტერი შემოიჭრა. ამის მიუხედავად, მათი იმედების გასაცრუებლად და ჩვენი ხალხის გასახარად მინდა ვთქვა, რომ შენდება არა მხოლოდ 100, არამედ 150 საავადმყოფო. დაპირებას ყოველთვის ვასრულებთ და ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს, ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება”,- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მომავალ წელს კი საქართველოში 150-მდე ახალი კლინიკა და საავადმყოფო გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც განაცხადა მთავრობის სხდომაზე: "60-ზე მეტი ახალი კლინიკა და საავადმყოფო გაიხსნება, ჯამში კი მომავალ წელს საქართველოს მასშტაბით 150-მდე ახალი კლინიკა გვექნება. იქნება მცირე და საშუალო ზომის საავადმყოფოები როგორც რეგიონებში, ისე დიდ ქალაქებში. კერძოდ, რეგიონებში 15-20 საწოლიანი კლინიკა გვექნება, ქალაქებში კი 70-100 საწოლიანი”,- განაცხადა გილაურმა.
მთავარია გაიხსნება, შემდეგ რა მოხდება ეს უკვე აღარავის აინტერესებს. საქართველოში არსებული პრეცედენტებით კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საავადმყოფოების უმრავლესობა გახსნიდან მეორე დღესვე დაიხურება, ბევრს მალევე რემონტი დასჭირდება, ზოგიერთის მიზეზი პაციენტების არარსებობა იქნება, რადგან ახალ კლინიკებში ახალი და მაღალი ფასები დაიდებს ბინას.
ხელისუფლების ქაოტური ნაბიჯების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ჯანდაცვის ობიექტების რიცხვიც. ამჟამად, საქართველოში მოქმედებს 224 სატაციონარი, რომელთა საწოლი ადგილების რაოდენობა 14 100-ია, ანუ 1000 ადამიანზე მოდის 3,2 საწოლი. დიდია ინტენსიური თერაპიის (რეანიმაციის) ადგილების დეფიციტი. ხშირია შემთხვევები, როცა სამედიცინო დაწესებულებები ვერ იღებენ პაციენტებს და მათ სხვაგან, ძირითადად დედაქალაქში აგზავნიან. საავადმყოფოთა უმრავლესობა არ შეესაბამება ელემენტარულ სტანდარტებს. იქ გამეფებული ანტისანიტარია საფრთხესაც კი უქმნის პაციენტებსა და მედპერსონალს. არასაკმარისი და მოუქნელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა. თბილისში იგი ავად თუ კარგად მუშაობს, თუმცა, აქაც, ბოლო წლებში გატარებულმა ცვლილებემა გააუარესა ოპერატიულობა და მომხახურების ხარისხი. რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ფაქტობრივად, არ მოქმედებს, რადგან არ აქვთ საჭირო ავტოტრანსპორტი და ოპერატიული მართვის აღჭურვილობა. საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვს კი იგი რეალურად არ არსებობს, რადგან არაოპერატიულობა აზრს უკარგავს სიტყვას "სასწრაფო”. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მნიშვნელოვან სამთავრობო დოკუმენტში დეკლარირებულია პირველადი ჯანდაცვის პრიორიტეტულობა, იგი მაინც საგრძნობლად მორყეულია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2009 წლის შეფასებაში პირდაპირ წერია: "საქართველოში სამედიცინო პერსონალის პროდუქტიულობის დონე ვერ აკმაყოფილებს მისაღებ სტანდარტებს და ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონსა და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით”.

მარიამ ბიბილაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48