
2011 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდა ერთ–ერთი მშობლის წერილობითი თანხმობით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვას 17 წლის ასაკს მიღწეული პირი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას მიენიჭება ” A” ან/და “B ” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა. ამასთანავე, წესდება გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, 17 წლის ასაკში მართვის უფლებამინიჭებულ პირს ეკრძალება: მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო საშუალებით, ტაქსით ან შემოსავლის მიღების მიზნით, ასევე ეკრძალება შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად საქმიანობის უფლება. ცვლილებამდე მართვის უფლების მოპოვება შეეძლო მხოლოდ სრულწლოვან პირს.
მსგავსი მიდგომა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მიმართ დაშვებულია ევროპის გარკვეულ ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-ში მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს მოზარდს 16 წლის ასაკიდან. რამდენად გამართლებულია ასაკობრივი ზღვარის დაწევა ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მომატებული რისკის მქონე უფლებით არასრულწლოვნის აღჭურვას?
ქ. ლეიდენის უნივერსიტეტთან არსებული თავის ტვინის ლაბორატორია დაინტერესდა სწორედ ამ საკითხით და მათ მეცნიერებმა შეისწავლეს მოზარდის ფსიქიკა 16-17 წლის ასაკში. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 16-17 წლის პირები მეტად არიან მიდრეკილები რისკისკენ თამაშის ან შეჯიბრების დროს. სწორედ ასეთად აღიქმება მოზარდისათვის ავტომანქანა. ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ გადადონ წუთიერი ინტერესები და ყურდღება გადართონ გრძელვადიან ამოცანებზე, რაც 16-17 წლის მოზარდს არ შეუძლია და იგი ორიენტირებულია უახლოეს ინტერესებსა და მიზნებზე. ამ კვლევების ფონზე დადგა როგორც მოზარდისათვის მართვის უფლების მინიჭების, ასევე 18 წლის ასაკში საარჩევნო ხმის უფლების მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნული ცვლილების ერთადერთი დამამშვიდებელი გარემოებაა მშობლის წერილობითი თანხმობის აუცილებლობა 17 წელს მირწეული პირისათვის მართვის უფლების მოსაპოვებლად.
მეორეს მხრივ, ადრეულ ასაკში ადამიანის ტვინი ბევრად უფრო აქტიურია. მათ გააჩნიათ ავტომანქანის მართვის სწავლის მაღალი უნარი. აგრეთვე გასათვალისწინებელია საქართველოში დღეს დღეობით გზებზე არსებული ვითარება - საგზაო წესების დაცვას ვერ ახორციელებს მძღოლთა დიდი ნაწილი. დავაკვირდეთ თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული ცვლილება უკვე 17 წლიდან მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის ხარისხზე და მოზრაობის უსაფრთხოებაზე.
გვანცა ცატავა