ქეცბაიას “ქართული კატენაჩიო” » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ქეცბაიას “ქართული კატენაჩიო”
ნანახია: 400

ქეცბაიას “ქართული კატენაჩიო”ხორვატიის ნაკრებთან 2:1 წაგება კატასტროფა არ არის. ბოლო წლების შედეგების ფონზე წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. ამავე დროს, დამაფიქრებელია ის სასათბურე პირობები, რომელსაც თემურ ქეცბაიას უქმნიან.
ქეცბაიასგან დღეს შედეგს არავინ ითხოვს. ქეცბაიასგან გულშემატკივრები პერსპექტიული გუნდის ჩამოყალიბებას ელიან. მეც დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი ქეცბაია გაცილებით უკეთესი გადაწყვეტილებაა, ვიდრე ტოპმიულერი, კუპერი ან ჟირესი. ობიექტურობისთვის აქვე დავამატებდი, რომ ამ უკანასკნელებზე უკეთესი გუნდებიც ჩამოაყალიბეს და რეზულტატიც ჰქონდათ დავით ყიფიანს, ვლადიმერ გუცაევს და ალექსანდრე ჩივაძეს.
ბუნებრივია, ქეცბაიას უნდა დავაცადოთ ერთი-ორი წელი გუნდთან მუშაობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი კრიტიკის გარეშე აღმოჩნდეს, კრიტიკის გარეშე სივრცეში როგორც სპეციალისტებისგან, ისე გულშემატკივრებისგან. ამ თვალთახედვით, პარასკევის მატჩი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ქეცბაიას ტაქტიკა იტალიური “კატენაჩიოს” ქართული ვარიანტის შექმნის წარუმატებელი მცდელობა იყო. დაცვით ტაქტიკას როგორ არ ირჩევს სხვადასხვა საკლუბო გუნდი თუ ნაკრები, მაგრამ ასეთი ყრუ დაცვა, ფაქტობრივად, ბურთის გამუდმებული, უმისამართო მოგერიება, განწირულია მარცხისთვის. ასეთი ტაქტიკის დროს, ბუნებრივია, შუა ხაზში, მწვრთნელმა უნდა დააყენოს რამდენიმე მოთამაშე. მათი მოვალეობაა სამი-ოთხი “პასით” ამოიტანონ ბურთი ცენტრამდე და შემდეგ ერთი-ორი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელით შექმნან სწრაფი კონტრიერიში. მთლიანად თამაშში ასეთი კონტრშეტევა საქართველოს ნაკრებმა განახორციელა 5-6-ჯერ. ყველა სხვა შემთხვევაში ბურთი მყისიერად იკარგებოდა, ან ხდებოდა უმისამართო მოგერიება. არადა, საქართველოს ნაკრებში როგორც მოედანზე, ისე სათადარიგოთა სკამზეც და ნაკრებში ამჯერად მიუწვეველთა შორისაც არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის ტარებაც შეუძლიათ, დრიბლინგიც და ზუსტი პასიც. საქართველოს ნაკრებმა კი საერთოდ ვერ შეძლო ბურთის დაჭერა. ამის გამართლება იმით, რომ თითქოსდა “თავს ზემოთ ძალა არ არის” და “ამ ფეხბურთელებით სხვა თამაშს ვერ ვითამაშებდით” დაუშვებელია. ჩვენ რომ ამ ნაკრებით ევროპის ფინალში ვერ მოვხვდებით, ცხადია. ამიტომ, საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს ლაღი, შემტევი ფეხბურთი, რაც ჯიშში, სულში და საფეხბურთო ინტელექტში უდევთ ღოღობერიძის, გიორგი სიჭინავას, მურთაზ ხურცილავას, მიხეილ მესხის, ალექსანდრე ჩივაძის, დავით ყიფიანიას, ვიტალი დარასელიას, ვლადიმერ გუცაევის, შოთა არველაძის და სხვათა ქვეყნის სპორტსმენებს. ყრუ დაცვიდან ქეცბაია ვერასდროს მივა შემტევ, თანამედროვე ფეხბურთამდე. თანამედროვე ფეხბურთში, რომელიც სპორტიცაა, ბიზნესიც და ხელოვნებაც, გუნდში არ უნდა იყო სუსტი ადგილი და მოუმზადებელი ფეხბურთელი. შეტევა კი ფეხბურთის აზრი და არსია, გინდა ყრუ დაცვიდან შეუტიე და გინდა 5-6 კაცი დატოვე შუა მინდორზე და წინ. ეს შეტევა და თამაში არ ჩანდა მოედანზე პარასკევს.
მუდმივად დაცვაში თამაში ქანცს აცლის ფეხბურთელებს და გუნდი ადრე თუ გვიან დაიწყებს შეცდომების დაშვებას. დაცვა-შეტევის მონაცვლეობისას 4-5 ფეხბურთელისთვის არის პატარ-პატარა პაუზები, როცა ისინი ისვენებენ ხოლმე. მუდმივი დაცვა და ბურთიანი მეტოქის დევნა აუძლურებს რაგინდ ფიზიკურად კარგად მომზადებულ ფეხბურთელს და შედეგიც არ აყოვნებს. ასე მოხდა აქაც.
თუ ქეცბაიას 3 ივნისს რეზულტატი უნდოდა, მოედანზე წინ, ეულად იაშვილი არ უნდა დაეტოვებინა და რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოედანზე უნდა ჰყოლოდა მახვილაძე-გოგუას ტანდემი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, სხვებთან ერთად პასებით მოამარაგებდა ანანიძე. რა დროს მწვრთნელისა და ფეხბურთელის ბუტიობაა, როცა საქმე ქართული ფეხბურთის პრესტიჟს ეხება?!
და შეცდომა. შეცდომებს ყველა მწვრთნელი უშვებს, მაგრამ თემურ ქეცბაიასნაირ ნიჭიერ ადამიანს ასეთი პრიმიტიული შეცდომა არ უნდა მოსდიოდეს. შეცვლაზე, შეტევის გასაძლიერებლად ყრუ დაცვის პირობებში, მოედანზე მან დვალიშვილი გამოიყვანა. ეს ის დვალიშვილია, რომელიც ისრაელში თამაშობს და რომლის შესახებააც მისმა “აგენტმა”, ვინც მას ეხმარება კონტრაქტების გაფორმებაში, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: დვალიშვილი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას აქვს ერთი ნაკლი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია – ესაა მისი სინელე, დაბალი სისწრაფე ბურთით და უბურთოდ მოძრაობისას. განა ასეთი ფეხბურთელის შეყვანა შეცვლაზე, როცა ყრუ დაცვას თამაშობ, შეიძლებოდა?
ქეცბაიას ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ და ძალიან გვეიმედება. თუმცა, არ მომეწონა მისი მოქმედება ფეხბურთის ფედერაციის სკანდალურ სხდომაზე, სადაც იგი წინა თაობის გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელებს დაუპირისპირდა და ფედერაციის პრეზიდენტ სიჭინავას გამოექომაგა. მან ბრალი დასდო რეზო ძოძუაშვილს და სხვებს გულგრილობასა და სიკეთეების მოხვეჭაში. ქეცბაიას დაავიწყდა, რომ როცა ძოძუაშვილი, ხურცილავა და ნოდია მსოფლიო დონის ვარსკვლავები იყვნენ, ის უზარმაზარი ხელფასები და კონტრაქტები, რაც პირადად მას და ბოლოდროინდელ მწვრთნელებს თუ ფეხბურთელებს აქვთ, იმ თაობის ხალხს არ დაესიზმრებოდა. მათ ბევრი წელი გაატარეს გაჭირვებაში და თუ რომელიმე მათგანმა სავაჭრო ობიექტი ააშენა, ან რაიმე ბიზნესში ჩაერთო, ეს თემურ ქეცბაიას დასაყვედრებელი მათთვის ნამდვილად არ არის, ხოლო როცა რეზო ძოძულაშვილი, ვოვა გუცაევი, საშა ჩივაძე და სხვები, ფაქტობრივად, უსაქმოდ არიან, როცა მათ არ იყენებს ფედერაციის ხელმძღვანელობა, კი არ უნდა ვუღრენდეთ, არამედ ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ. და საერთოდ, ეს არ არის თემურ ქეცბაიას საქმე, მან ნაკრებს მიხედოს და გუნდს ლამაზი, საიმედო და შემტევი ფეხბურთი ათამაშოს.
ფეხბურთი უნდა იქცეს ბიზნესად. “ცეკას” საქმე ეს არ უნდა იყოს. დღეს ჩვენ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების იმედად ვართ, ძირითადად რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელების. ჩვენს გასაცოდავებულ კლუბებს კი საქართველოს ხელისუფლება მზრუნველ-დამფინანსებლებს უნიშნავს, “თავისი” ბიზნეს-კომპანიებიდან. ოღონდ შერჩევით. მაგალითად, წელს “სამტრედია” ვერ მოხვდა მარჩენალ-დანიშნულთა რიგებში და გავარდა კიდეც უმაღლესი ეშელონიდან. ეს ფეხბურთს საქართველოში ვერ უშველის. ამ დამშეულ საქართველოში რომელმა ბიუჯეტმა და რომელმა გაქუცულმა კომპანიებმა უნდა ააღორძინონ ფეხბურთი?
ყველაფერ ამაზე ბატონ ქეცბაიას დაფიქრება მართებს.
ქართული ფეხბურთი მხოლოდ მისი და და ბატონ სიჭინავას საქმე არ არის.

ლევან მზიანიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48