MTV-ის ფესტივალი ბათუმში შესაძლოა ჩაიშალოს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : MTV-ის ფესტივალი ბათუმში შესაძლოა ჩაიშალოს
ნანახია: 385

ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2011 წლის ზაფხულში MTV -ის ორგანიზებით მასშტაბური ფესტივალი გაიმართებოდა. მაგრამ დღემდე გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა აღნიშნული ფესტივალი, რომლისთვისაც მზადება ჯერ არ დაწყებულა. MTV-ი ევროპის ქსელისა (MTV NETVORKS EUROPE) და საქართველოს მთავრობის 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების (პირველი სამწლიანი ტრანში) კონტრაქტი სამ კონცერტს მოიცავდა, აქედან 2011 წლის კონცერტი ითვალისწინებდა გლობალურ სარეკლამო კამპანიას, მსოფლიოს ერთ ან ორ საერთაშორისო პოპ ვარსკვლავს და კერძო სპონსორების დაფინანსებას. ,,ამ პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცევა. MTV-ის გამოცდილება მიიზიდოს თავის კონცერტებზე ათობით ათასი მაყურებელი, საქართველოს ტურისტული ეკონომიკის განვითარებას დაეხმარება“, - ნათქვამია განცხადებაში. არადა, ღონისძიება, რომელსაც MTV-ი მალტაში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის სახით აწყობს, არ არის იმ ტიპის მოვლენა, რომელიც ბოლო წუთს შეიძლება დაიგეგმოს. თუმცა, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის სპიკერის ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, კონცერტის ჩატარება ძალაში რჩება და MTV- ისთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მაისის ბოლომდე თავად MTV -ი გააკეთებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდა მოლაპარაკებებს, სადაც MTV -ისთან შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ინფორმაციის დასაზუსტებლად “ბ & ფ” დაუკავშირდა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროს ქ-ნ მაია სიდამონიძეს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას უარყო მსგავსი შეთანხმება, -. ,,მართალია, MTV-ის წარმომადგენლები იყვნენ ბათუმში ჩამოსულები და შეისწავლეს ინფრასტრუქტურა, მაგრამ არანაირი ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოგვიწერია. მოლაპარაკებებს აწარმოებს პრემიერის აპარატი და მე არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით“.
ასევე დავინტერესდით აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟა დიასამიძის პოზიციით, რადგან ფესტივალი ზღვისპირა ქალაქ ბათუმში იგეგმება და საინტერესოა, არის თუ არა ტურისტული ინფრასტრუქტურა გამართული ქალაქში და შეძლებს თუ არა ქალაქი ტურისტული სეზონის პიკში ათობით-ათასი მუსიკის თაყვანისმცემლის გამასპინძლებას. პასუხი მარტივი იყ, - ,,მართალია, MTV-ის ფესტივალი ტარდება ბათუმში, მაგრამ უშუალოდ ორგანიზატორი საქართველოს ხელისუფლებაა, დავრეკე ტურიზმის სააგენტოში, პრემიერ-მინისტრის აპარატში და მითხრეს, რომ ინფორმაცია გვექნება ერთ კვირაშიო და, შესაბამისად, მეც ერთ კვირაში ვიქნები ინფორმირებული“.

ეს ვითარება ქართულ ანდაზას მახსენებს ,,აღდგომა და ხავალეო“, ერთი კვირაც მალე გაივლის და, იმედია, საქართველოს მთავრობა, რომელიც ზრუნავს მიიქციოს ტურისტების ყურადღება და ასიამოვნოს თავის ერთგულ, მუსიკის მოყვარულ თანამოქალაქეებს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან MTV-ის როკ-ფესტივალის გახსნას, იმედგაცრუებულები არ აღმოჩნდებიან.



მთვარისა ჭიღლაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48