ნანახია: 554
დასაქმებულ სტუდენტთა უმრავლესობის თვიური ხელფასი საარსებო მინიმუმსაც კი არ უტოლდება
ზომბირების და მასებზე ზემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოყენებული მეთოდია ინფორმაციის შეზღუდვა, როდესაც იბლოკება ინფორმაციის მნიშვნელოვანი არხები და ადამიანები იძულებულნი არიან, მოიხმარონ ის ინფორმაცია, რასაც აწვდის მათ ხელისუფლება. ამის ნიშნები, სამწუხაროდ, საქართველოშიც არის. უარესი მდგომარეობაა უმაღლეს სასწავლებლებში. "თვითმართველობას სტუდენტთა აზრი და სურვილები არ აინტერესებს და დაქვემდებარებულნი არიან ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს. იგი სტუდენტებში კლავს ყველაფერს და აქცევს ზომბებად”, - განაცხადა "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" წევრმა გიორგი სარიშვილმა. არასახარბიელო მდგომარეობაა უნივერსიტეტებში დასაქმებისა და სტაჟირების მხრივაც. ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში სტუდენტთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ყოველი გამოკითხული 100 სტუდენტზე 27 (გამოიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო, პოლიტექნიკური უნივერსიტეტებისა და კავკასიის ბიზნეს სკოლის 100 სტუდენტი). ასეთი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია, როგორც დასაქმების სექტორში არსებული რთული ვითარებით, ისე მთელი რიგი სხვა პრობლემებით. გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, სამუშაოს შესახებ სტუდენტთა 56% სასწავლებელში, 26%- ინტერნეტიდან, 18% კი მეგობრები-ნაცნობებისგან, გაზეთებიდან და სხვა წყაროებიდან იგებს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენთან არ არსებობს სპეციალური საიტი, რომელიც მხოლოდ სტუდენტური დასაქმების შესახებ განცხადების გამოქვეყნებით იქნება დაკავებული. ეს განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის ბაზარი. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გამოკვლევების შედეგებზეც აისახება. აღმოჩნდა, რომ დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელ სტუდენტთა უმეტესობას, პირველ რიგში, ფინანსური ინტერესი ამოძრავებდათ. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ დასაქმებულ სტუდენტთა 7%-ის თვიური ხელფასი 100 ლარზე ნაკლებია. იგი საარსებო მინიმუმსაც კი არ უტოლდება. სამწუხაროდ, საკმაოდ მცირეა სახელმწიფოს როლი სტუდენტურ დასაქმებაში. გამოკითხულმა სტუდენტებმა ისურვეს, რომ ჩამოყალიბდეს სტუდენტური დასაქმების ცენტრი, რომელიც შეაგაროვებდა ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით, დააკვალიანებდა სამსახურის დაწყების მოსურნე სტუდენტებს და ამით ხელს შეუწყობდა ახალგაზრდა კადრებს პროფსიონალებად ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტთა სტაჟირებას და ამას ამით ხსნიან, რომ კომპანიებს შეზღუდული რაოდენობის სტაჟირების პროგრამები აქვთ. კერძო სექტორში სტაჟირების პროგრამების დახვეწა უნდა მოხდეს. თუმცა, ამავე დროს ზოგიერთ უნივერსიტეტს ხელშეკრულებაში შავით თეთრზე უცერიათ, რომ მათი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს უზრუნველყოფენ სტაჟირებით. კომპანიები სტუდენტების გამოუცდელობასა და მათი არასაკმარისი ცონდის შესახებ საუბრობენ. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში სტუდენტები ბოლო აკადემიურ სემესტრში გადიან სტაჟირებას. "დღეს საქართველოში ძალიან ბევრი სტუდენტი გვყავს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევგვიძლია ყველა სტუდენტი ვუზრუნველყოთ სამუშაო ადგილებით, რადგან ქართული კომპანიებისგან არ გავაქვს ბევრი შემოთავაზებები",- გვითხრა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების, დაბინავებისა დასტიპენდიების განყოფილების ხელმძღვანელმა მანანა გაბუნიამ. მართალია, სირთულეების ერთბაშად გადაჭრა შეუძლებელია, მაგრამ სტუდენტური დასაქმებისა და სტაჟირების სფეროში დღეს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა აუცილებლად უნდა დაიწყოს.
მარიამ ბიბილაშვილი
|